ძველი ვოლგის ტიუნინგი - განსაკუთრებული ვერსიები
ძველი ვოლგის ტიუნინგი - განსაკუთრებული ვერსიები
12.01.2017
საბჭოთა კავშირის დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტომობილს, „გაზ-21 ვოლგას“ 60 წელი შეუსრულდა. თავის დროზე, ის წარმატებული ადამიანის ატრიბუტად ითვლებოდა. მასზე ბევრი ოცნებობდა, ამჟამად კი საბჭოური კლასიკაა. იშვიათ ეგზემპლარებს ხანდახან საქართველოშიც შეხვდებით. ერთ-ერთი კი თბილისის ავტომუზეუმშიც დგას...

განსაკუთრებით ფასობს ის ავტომობილები, რომლებსაც ყველაფერი ორიგინალური აქვს. ასეთები კი ძალიან ცოტაა, რადგან სათადარიგო ნაწილებს აღარსად უშვებენ, ძველის შოვნა კი ძნელიცაა და ძვირიც. მაგალითად, უკრაინაში ორიგინალ საჭის რგოლში 1 000 დოლარსაც კი ითხოვენ. თუმცა, ზოგიერთი ნაწილი მას უაზ-ისგანაც ერგება.

მაგრამ თუ მფლობელი ტუნინგის მოყვარულია, მას ხელ-ფეხი გახსნილი აქვს, რადგან ამ შემთხვევაში, სხვა ავტომობილების აგრეგატების, ტრანსმისიების და სხვა ნაწილების და კვანძების გამოყენებაც შეიძლება. უფრო მეტიც, ვისაც კომპოზიციური მასალების გამოყენება ეხერხება, ძარას და კარებსაც ცვლის...

მაგალითად, ხარკოველ ენთუზიასტებს „ვოლგის“ ღია ვერსია (თეთრ და ვარდისფერში გაწყობილი) დაუმზადებიათ. ცნობილია, რომ ხრუშჩოვს თავის დროზე კაბრიოლეტის ძარიანი „პობედას“ წარმოება აუკრძალავს და ბუნებრივია, ღია „ვოლგასაც“ არავინ გამოუშვებდა. ჰოდა, ხარკოველმა ენთუზიასტებმა ამის გამოსწორება ითავეს. მათ ავტომობილი უკანა საყრდენების და სახურავის გარეშე დატოვეს. ამასთან, ავტომობილს ოთხივე კარი შეუნარჩუნეს.

Auto Bild

მეორე ღია ვერსია უფრო საინტერესოა. მას ორი კარი აქვს და თანაც, ისინი „ლამბორგინის“ სტილში იღება. ავტომობილის ინტერიერიც და ექსტერიერიც თეთრია. სალონი მდიდრულად არის გაწყობილი. კაპოტქვეშ კი „ნისან სკაილაინის“ 2.5-ლიტრიანი ძრავი განლაგდა, რომელიც 190 ცხენის ძალას იძლევა.

Auto Bild

სხვათა შორის, ორკარიანი „ვოლგაც“ არასდროს უწარმოებიათ. მაგრამ ტუნინგის წყალობით, ასეთებსაც ნახავთ. ერთი ასეთი ეგზემპლარი, თვით BMW 850 Csi-ის V12 ძრავითაც კი აღჭურვეს, რომელიც 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ბავარიული ავტომობილისგანვე აქვს მიღებული 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, საკიდარის ელემენტები, მუხრუჭები, ABS და სტაბილიზაციის სისტემები.

Auto Bild

ეს პიკაპი კი კიეველებს გაუკეთებიათ. ის „ნისანის“ წარმოების სრულ ამძრავიანი სისტემით და გამანაწილებელი კოლოფით აღიჭურვა. პიკაპ „ვოლგის“ ეკიპირებაში შევიდა ABS, საჭის ჰიდროგამაძლიერებელი და კონდიციონერი.

Auto Bild

რაც შეეხება ამ წითელ და თეთრ ფერებში გაწყობილ „ვოლგას“, მის გარეგნობაში უჩვეულოს ბევრს ვერაფერს შეამჩნევთ. სამაგიეროდ, მის კაპოტქვეშ „მერსედეს-ბენცის“ 3.2-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავა განლაგდა, რომელიც 220 ცხენის ძალას იძლევა. ძრავას კი 5-საფეხურიანი კოლოფი შეუწყვილეს. თანაც, ეს ავტომობილი სრულამძრავიანია. სალონში 7.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი და 1000-ვატიანი აუდიო სისტემაა.

Auto Bild

დაბოლოს: ეს უკვე საქორწილო ვერსიაა. მისი ბაზა უსაშველოდ დაუგრძელებიათ, რათა სალონის უკანა ნაწილი კარეტის მსგავს სტრუქტურად გადაეკეთებინათ. ეს პროექტი ლვოველების ნახელავი ყოფილა.

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ფოტოგალერეა: რუსული ტიუნინგის ”მარგალიტები”

Auto Bild


ასევე იხილეთ:
დროის მანქანა რუსულად: ვოლგა აპოკალიფსისთვის მოამზადეს
Auto Bild


საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ვაზ 2101-ის ხუთი ტყუპისცალი,
რომლებსაც შესაძლოა არ იცნობდით

Auto Bild


როგორ გავყიდოთ ზაპოროჟეცი 9 000 დოლარად
Auto Bild


ერთადერთი ეგზემპლარი მსოფლიოში:
იცოდით ამ კაბრიოლეტის შესახებ?

Auto Bild


გაგიჟდით?! 1979 წელს გამოშვებულ
”ნოლ შესტს” 80 000 დოლარად ყიდიან!

Auto Bild


გერმანიაში 1992 წელს გამოშვებული ”ნოლ პიატი” ძვირად ფასობს!
Auto Bild


პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რეტრო-ჟიგული - რუსები ახალ ”კაპეიკას” გამოუშვებენ?
Auto Bild


რუსეთში ცოლს პედლები აერია და ქმარს დაარტყა! (+ VIDEO)
Auto Bild


რუსებმა УАЗ ”ბუხანკის” ინტერიერი 52 წლის შემდეგ პირველად განაახლეს
Auto Bild


ვიდეო: პუტინმა УАЗ-ის კარი ვერ გააღო,
რუს გენერალს კი სახელური ხელში შერჩა...

Auto Bild


როგორი იქნება პუტინის ახალი ლიმუზინი?
Auto Bild


როგორი მანქანები უყვარს პუტინს?
Auto Bild


გრძელი ნივის ახალი ვერსია
Auto Bild


რუსული პატარა ”ტანკი” და ნივა - შეხვედრა მთაში
Auto Bild


რუსული სუპერქარი?
Auto Bild


უცნობი რუსული ავტომობილები
Auto Bild


რუსული ტიუნინგის ”მარგალიტები”
Auto Bild


რას წერენ გერმანელები ახალ ნივაზე
Auto Bild


ახალი რუსული მანქანა: რის მაქნისია ეს ლადა?
Auto Bild


ქალი და მანქანა საბჭოთა კავშირში
Auto Bild


რუსი გოგონები ცუდი გზების წინააღმდეგ (+ VIDEO)
Auto Bild
ახალი ნომერი