ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
18.05.2017
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია

1940 წლის ზაფხულში კარლ პრობსტი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ანერვიულდა. ცნობილ ინჟინერს უჭირდა მოსმენილის დაჯერება და ამბავის მიმტანს ეს წინადადება რამდენჯერმე გაამეორებინა: ”შეერთებული შტატების არმიას სასწრაფოდ ჭირდება მსუბუქი მილიტარისტული ავტომობილი 4 ადგილით და სრული ამძრაობით - თქვენ 49 დღე გაქვთ!”

მოთხოვნაზე რეაქცია მხოლოდ სამ ავტომწარმოებელს ჰქონდა: ”ფორდს”, ”ვილისს” და American Bantam-ს. ეს უკანასკნელი, რომელიც პენსილვანიაში მობინადრე პატარა მწარმოებელი იყო, უკვე კოტრდებოდა და რაკი ფირმაში დარჩენილი 15 ადამიანიდან არცერთი არ იყო ინჟინერი, დახმარებისთვის კარლ პრობსტს მიმართეს. კარლი პროფესიონალი კი იყო, მაგრამ ჯადოქარი არ გახლდათ და Bantam-ის მსტოვარს ასეთი პასუხი გასცა: ”სულ მთლად გაგიჟებულხართ!”

თუმცა ცნობილი ინჟინრისთვის მაინც საკმაოდ სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა ის, რომ პატარა ფირმასთან ერთად შეუძლებელი მოეხერხებინა და ზუსტად 49 დღის შემდეგ, პირველი პროტოტიპი უკვე მზად იყო.

Auto Bild

დიახ, ამერიკელები მართლაც გვიან მიხვდნენ, რომ ბერლინამდე კავალერიით ვერ ჩავიდოდნენ და რაკი Bantam-ის ქარხნის მცირე მოცულობის გამოც ნერვიულობდნენ, BRC-ის (Bantam Reconnaissance Car) გეგმები კონკურენტებსაც გადასცეს.

”მეორე მსოფლიო ომი ”ჯიპებმა”, ”დაკოტას” თვითმფრინავებმა და სადესანტო გემებმა მოიგეს!” - იტყვის ომის დასრულების შემდეგ აშშ-ის არმიის ხუთვარსკვლავიანი გენერალი, მოგვიანებით კი აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერი...

Auto Bild
მარცხნივ: საიუბილეო მოდელი სინამდვილეში ჩვეულებრივი ”ვრანგლერია”; მარჯვნივ: მანქანა, რომელსაც ჰიტლერის დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის

ახლა კი, მოდით, ვნახოთ Jeep 75th Salute. ცხადია, გამორიცხულია, რომ მსოფლიოს ისტორიაში ამ ”ჯიპმაც” ისეთივე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, როგორიც მისმა წინაპარმა ითამაშა, მაგრამ მაინც. უმნიშვნელო სულაც არ არის ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მოდელით იზეიმა ”ჯიპმა” შარშანდელ ზაფხულში 75 წლის იუბილე. დავალება, რომელიც მაშინ Willys-Overland-მა მიიღო და რომლის მიხედვითაც, Willys MB უნდა შეექმნა, 1941 წლის 15 ივლისითაა დათარიღებული და სწორედ ეს არის ”ჯიპის” დაბადების დღე.

”ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ნებისმიერი კონცეპტი, 75th Salute-ც აბსოლუტურად მზადაა ყველანაირი გამოყენებისთვის,” - ამბობს შეფ-დიზაინერი მარკ ალენი.

Auto Bild

ავტომობილი მოკლებაზიანი Wrangler-ის პლატფორმაზეა აგებული. არ აქვს B და C-საყრდენები, ისევე, როგორც კარები. რეტრო-ვიზუალს 16-დუიმიანი რკინის დისკები, ”რადიალის” მილიტარისტული საბურავები, რკინის ბამპერები, საბუქსირო კაუჭი და წყალგაუმტარი ბრეზენტით შემოსილი სავარძლები (თავის მისადების გარეშე) უზრუნველყოფენ.

მისი ძრავა 3,6 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი აგრეგატია (V6) – 284-ცხენისძალიანი სიმძლავრით და, რა თქმა უნდა, მექანიკური გადაცემათა კოლოფით, რომლის ბერკეტიც ძველებურად დახტის. ამ მანქანით სეირნობა ძალიან სასიამოვნოა, სარკეში კი ძველ Willys MB-ს ვხედავთ, რომელიც უკან მოგვყვება. მართალია, ახალში საქარე მინა წინ არ იწევა, მაგრამ სამაგიეროდ, გათბობის ფუნქცია აქვს. ისევე, როგორც ჰიდრავლიკური მოხვევა, აირბალიშიანი საჭე და კონდიციონერიც - ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ 75th Salute ომისთვის არ შეუქმნიათ - მშვიდობიანი ”ჯიპია”.

Auto BildAuto Bild

ახლა კი ომის ვეტერანში გადავჯდეთ. საჭესთან მოთავსებისთანავე ხვდები, რომ ეს მანქანა მხოლოდ და მხოლოდ ომისთვის შეიქმნა. 2,2-ლიტრიანი ძრავა ძველებური ჟღერადობით იქოქება. მარჯვენა ხელი მაშინვე გადაცემათა კოლოფის მუხანათური ბერკეტისკენ გაგექცევა, იქვეა დამადაბლებელი გადაცემის და სრული ამძრაობის პატარა ბერკეტებიც.

ომის ვეტერანი, რა თქმა უნდა, უხეშად დადის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი გადმოსაწევი სკამი უფრო კომფორტულია, ვიდრე მისი სავარძლები. აქ ბევრი ცივი რკინა და თვითმფრინავების დამტარებელი მანქანის მობრუნების რადიუსია. ამ პატარა, მამაც ჯარისკაცს 60 ცხენის ძალა აქვს, რაც მაშინ სავსებით საკმარისი იყო.

Auto Bild
JEEP 75TH SALUTE CONCEPT CAR: ოჰაიოს ორიგინალი სანომრე ნიშანი 1941 წლიდან

გასარკვევი მხოლოდ ის დაგვრჩა, რატომ დაარქვეს Willys-ს Jeep. ამბობენ, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა თავიანთ საყვარელ მანქანას სახელწოდება ”ჯიპი” ”Eugene the Jeep-ის” გამო შეარქვეს. ეს გახლდათ მისტიკური ცხოველი მაგიური შესაძლებლობებით ცნობილი მულტფილმიდან ”მეზღვაური პოპაი”. და ასეთი სახელი მანქანას იმიტომ შეარქვეს, რომ ჯარისკაცებს სწორედ მაგიური შესაძლებლობებით აოცებდა.

ეს მართლაც გმირი ავტომობილია და რა კარგია, რომ მისი საიუბილეო, თანამედროვე ვერსიაც გამოუშვეს.

Auto Bild
შეფ-დიზაინერი მარკ ალენი თავისი ქმნილებით ამაყობს

დასკვნა
მე რომ ”ჯიპის” მენეჯერების ადგილზე ვიყო, 75th Salute-ს მცირე სერიით მაინც გამოვუშვებდი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ავტომობილის ბევრი მსურველი გამოჩნდებოდა.
ლუკას ჰამბრეხტი

WILLYS MB
ძრავა: 4-ცილინდრიანი; მოცულობა: 2199 სმ3; სიმძლავრე: 44 კვ (60 ცხ. ძ.)/4000 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 142 ნმ/2000; მაქს. სიჩქარე: 100 კმ/სთ; საწვავის ხარჯი: 12 ლ./100 კმ; ამძრაობა: 3-საფეხურიანი მექანიკა, დამადაბლებელი გადაცემით და ჩართვადი სრული ამძრაობით; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 3327/1575/1830 მმ; ფასი: 890 US-დოლარი (1940 წელს)

Auto Bild
WILLYS MB: კაპოტის ქვეშ 2,2 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავა მუშაობს, რომლის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა, მეტსახელი კი - “Go Devil”

JEEP 75TH SALUTE CONCEPT CAR
ძრავა: V6; მოცულობა: 3604 სმ3; სიმძლავრე: 209 კვ (284 ცხ. ძ.) 6350 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 353 ნმ/4300; ამძრაობა: 6-საფეხურიანი მექანიკა; დამადაბლებელი გადაცემა; ჩართვადი სრული ამძრაობა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4223/1873/1825 მმ; ფასი: არ იყიდება.

Auto Bild
საიუბილეო მოდელის კაპოტის ქვეშ 284-ცხენისძალიანი V6 მუშაობს

ასევე იხილეთ:
გაიცანით ქართული ჯავშანმანქანა
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში
ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ

Auto Bild


ასევე იხილეთ:
რა ჯდება დონალდ ტრამპის ერთი მგზავრობა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
როგორ გადაადგილდება ამერიკის პრეზიდენტის ესკორტი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ტრამპის ავტომობილები
შეაფასეთ ამერიკის პრეზიდენტის ავტოგემოვნება

Auto Bild


ვის უნდა დედოფლის მძღოლობა? ხელფასი და პირობები
Auto Bild


ჰიტლერის მერსედესი, რომელიც
ადოლფმა ესპანეთის სამეფო ოჯახს აჩუქა

Auto Bild


მეფეების და ტირანების მანქანები
Auto Bild


ვიდეო: პუტინმა УАЗ-ის კარი ვერ გააღო,
რუს გენერალს კი სახელური ხელში შერჩა...

Auto Bild
ბეჭდვა
ახალი ნომერი