ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
10.09.2014
როგორც იცით, შსს მომსახურების სააგენტომ 1 სექტემბრიდან ახალი სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო. ახალი ნომრები ახალი ჩამოყვანილი ავტომობილის განბაჟებისა და შემდგომი გაფორმების, ან საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილის გადაფორმების შემთხვევაში გაიცემა, ძველ სანომრე ნიშნებს კი ვადა 2020 წლამდე აქვთ. ასევე შესაძლებელია სასურველი სანომრე ნიშნის აღებაც, თუმცა ამ შემთხვევაში ნებისმიერ სასურველ ნომერს თავისი ფასი აქვს. მათთვის, ვისაც აქამდეც ფასიანი ნომერი ჰქონდა და ახალი სანომრე ნიშნის აღება სურს, მოქმედებს გარკვეული შეღავათები. უდიდესი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ და დაჯავშნისა და შეძენის შესახებ დეტალურად ვისაუბროთ.

Auto Bildმაგალითად, თუ თქვენ ნომერი GIO-573 250 ლარად გქონდათ შეძენილი, მომსახურების სააგენტო შემოგთავაზებთ იდენტურფასიან ნომერს, რომელიც შესაძლებელია იყოს GI -573-OS ან GD 777 SI. ნომრის გადაცვლისას თქვენ გადაიხდით 70 ლარს, (სანომრე ნიშნის დამზადების 35-ს და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასურს ასევე 35ლარს).

თქვენი ფასიანი სანომრე ნიშანი მაგალითად NIN-873, რომელიც თავის დროზე ასევე 250 ლარი ღირდა, შეგიძლიათ გადაცვალოთ უფრო მეტი ღირებულების სანომრე ნიშანში. მაგალითად NI 873 NI, რომლის ფასი 350 ლარია. ასეთ შემთხვევაში გადაიხდით ფასთა შორის სხვაობას 100 ლარს და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის დამზადების საფასურს 35 ლარს.

იმ შემთხვევში თუ გქონდათ ე.წ უფასო ნომერი ახლა კი გსურთ აიღოთ ფასიანი ნომერი, გადაიხდით მხოლოდ ნომრის ღირებულებას. ნებისმიერ მსურველს საკუთარი მონაცემების მითითების შემდეგ შეუძლია დაჯავშნოს თავისუფალი სახელმწიფო სანომრე ნიშანი - დაჯავშნის ფასი თითო დღეზე 1,5 ლარია და პირველ ჯერზე შესაძლებელია 2 თვით დაჯავშნა.

ნომრის დაჯავშნა შეიძლება ასევე განხორციელდეს ნებისმიერ მესამე პირზე, ამ შემთხვევაში უნდა შეავსოთ გრაფა „სხვა პიროვნება" და მიუთითოთ მისი პირადი მონაცემები.

ძველ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა მანქანის ყიდვის შემთხვევაში ე.წ უფასო ნომრები ახალ მანქანაზე ვერ გადავა, სავალდებულოა ახალი ნომრის აღება, რომლის ფასი 70 ლარია.

ფასიანი ნომრების შემთხვევაში კი მათი სხვა მანქანაზე გადატანა შესაძლებელია 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ოღონდ ნომერი არ უნდა იყოს დაზიანებული და უნდა ექვემდებარებოდეს სხვა მანქანაზე დაყენებას. სანომრე ნიშნის საფასური დამოკიდებულია მასში შემავალი ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციაზე, რომელიც შეგიძლიათ შეარჩიოთ მოცემულ ლინკზე:


Auto Bild

რაც შეეხება ფასებს:

► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: AA – 111 – AA ) - 1000 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: BB – 002 - BB) - 800 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: CC – 300 - CC ) - 600 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია იდენტური, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: GT – 444 – TT ) - 800 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: YU – 005 - YY) - 600 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: WW – 600 _ PW ) - 400 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში იდენტური წყვილის მქონე, ორი არაიდენტური ლათუნური ასოსგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: SO – 777 – SO) - 800 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: NN – 008 - MM) - 600 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: DF – 900 _ FD ) - 400 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია იდენტური, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: RR – 111 – PO ) - 700 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: TU – 002 - KU) - 500 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: EI – 300 _ LL ) - 300 ლარი;

Auto Bild

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო არაიდენტურია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: NJ – 444 – HZ ) - 250 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: VX – 005 - MW) - 200 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: QR – 600 _ FD ) - 150 ლარი;

► კვლავ 10 000 ლარი ღირს სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტი პირისათვის სასურველ ასოთა ან ციფრთა კომბინაციისაგან შედგება – მაგალითად, GEORGI – 1;

აქვე გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ფეისბუქის გვერდიდან ”ახალი ქართული ნომრები”

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto BildAuto Bild
Auto BildAuto Bild
Auto Bild
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2014-11-19 07:07:19
12-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვოლვომ XC90 სრულიად ახალი მოდელით შეცვალა
article image
Cat Image
2014-11-18 07:04:47
მეგაპოლისების რწყილი თავის დაქნევით ნერვებს გვიშლიდა, ახლა კი უკეთეს გადაცემათა კოლოფთან ერთად, რომელმაც ეს მავნე ჩვევა უნდა მოსპოს, დიდი ძმაც მიიღო
article image
Cat Image
2014-11-17 10:00:32
ახალი დიზაინითა და თანამედროვე ტექნიკით ”ფოლკსვაგენ პასატი” პირველ რიგში თანაკონცერნელ Audi A4-ს დაარტყამს
სხვა სიახლეები
11.11.2014
მართვის მოწმობის აღების მსურველები 15 დეკემბრიდან თეორიულ გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ.
სრულად
07.11.2014
ჟურნალი "AUTO BILD საქართველო", კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებას - "ოქროს საჭე 2014-ს" მართავს.
სრულად
05.11.2014
ეს ფეისლიფტზე მეტს ნიშნავს: ვიზუალური ცვლილებების გარდა, განახლებულმა Porsche Cayenne GTS-მა ახალი ძრავაც მიიღო.
სრულად
ახალი ნომერი