რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მანქანის მართვის დროს მობილურ ტელეფონს 2 წამით დახედავ (+ VIDEO)
რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მანქანის მართვის დროს მობილურ ტელეფონს 2 წამით დახედავ (+ VIDEO)
21.03.2016
SMS, WhatsApp, Facebook: საჭესთან ტექსტების კრეფა უკვე მთელ მსოფლიოში მოდებული, სასიკვდილო სენია

ფოტო, რომელსაც ხედავთ, ნამდვილი ბოლოთქმაა. ბოლოთქმა პირდაპირი გაგებით, ტრაგიკული დასასრულით. სიცოცხლის დასასრულით! ოღონდ, არა ნათქვამი, არამედ დაწერილი, უფრო სწორად, აკრეფილი სიტყვებით.

მობილურ ტელეფონში ვკითხულობთ დაწყებულ, მაგრამ დაუმთავრებელ ტექსტურ შეტყობინებას. ავტორმა ეს მესიჯი იმის გამო ვერ დაამთავრა, რომ მისი ავტომობილი ყოველგვარი დამუხრუჭების გარეშე შეეჯახა შემხვედრ ავტომობილს. ავტორი დაიღუპა! დარჩა მობილური ტელეფონი დაუმთავრებელი მესიჯით, რომლის შინაარსი ასეთია: ”ჰეი, ცოტა დამაგვიანდა. გზაში ვარ. დრ...”

Auto Bild

ავარია რომ არ მომხდარიყო, 24 წლის გოგონა ამ მესიჯს სავარაუდოდ ასე დაამთავრებდა: ”...დროებით, ჯესიკა.” ან ”დროებით, შენი ჯესიკა.” ან ”დროებით. გკოცნი. ჯესიკა.”

ეჭვგარეშეა, რომ ავარიის მიზეზი სწორედ ეს დაუმთავრებელი ტექსტური შეტყობინებაა. კიოლნის პოლიციამ მობილური ტელეფონი დაღუპული ჯესიკას კალთაში იპოვნა.

22 SMS 20 კილომეტრზე

ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში 21 წლის კიმბერლი დევისი თავისი ავტომობილით ველოსიპედისტს დაეჯახა - ეს უკანასკნელი კი გადარჩა, მაგრამ მძიმედ დაშავდა. ავარიის შემდეგ კიმბერლი პოლიციას უმტკიცებდა, მობილური ტელეფონი არაფერ შუაშიაო, გზაზე დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერებმა კი დააფიქსირეს, რომ დაჯახების მომენტში კიმბერლი მობილურ ტელეფონზე SMS-ს კრეფდა. უფრო მეტიც: მისი ტელეფონისა და ნომრის შემოწმებამ ცხადყო, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ კიმბერლიმ 20 კილომეტრი გაიარა და ამ ხნის განმავლობაში 7 სხვადასხვა ნაცნობს 22 ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და ამდენივე მიიღო და წაიკითხა.

გერმანიაში, კერძოდ კი ნორდ-რაინ-ვესტფალენის მხარეში 21 წლის გოგონა ავარიაში მას მერე დაიღუპა, რაც WhatsApp-ის შეტყობინება წაიკითხა.

გერმანელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საჭესთან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით კომუნიკაცია უკვე საყოველთაო, სახალხო სენია. სადაზღვევო კომპანია ”ალიანცის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მძღოლების 30 პროცენტმა საჭესთან SMS-ების კითხვა აღიარა, 20 პროცენტი კი გამოტყდა, რომ ავტომობილის მართვის დროს ტექსტებს კრეფს.

”ეს ძალიან საშიში ტენდენციაა,” - აცხადებს გერმანიის საგზაო უსაფრთხოების გაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი სვენ რადემახერი და დასძენს: ”ავტომობილის მართვის დროს მობილურ ტელეფონზე ტექსტების კრეფა გაცილებით საშიშია, ვიდრე ტელეფონით ლაპარაკი, რადგან ტექსტის აკრეფის დროს გზას საერთოდ აღარ უყურებ.”

თუ ავტომობილის სისწრაფე 100 კმ/სთ-ია და მძღოლი ამ დროს მობილურ ტელეფონს თუნდაც მხოლოდ ორი წამით დახედავს, გამოდის, რომ 50 მეტრს ბრმად გაივლის!

რა საჭიროა კვლევა და სტატისტიკა?

ბერლინელი პოლიციელის, კრისტიან ბურკჰარდტის თქმით, ავარიის შემდეგ ძალიან რთულია იმის დადგენა, კრეფდა თუ არა მძღოლი ტექსტურ შეტყობინებას. 2013 წელს ბერლინში მომხდარი ავარიების მხოლოდ 35 შემთხვევაში არსებობდა ეჭვი, რომ მომხდარი SMS-ს წერდა ან კითხულობდა. მაგრამ ბურკჰარდტი დარწმუნებულია, რომ ტექსტური შეტყობინებების კრეფით ან კითხვით გამოწვეული ავარიების რაოდენობა გაცილებით მაღალია.

ამ თემაზე კვლევის ჩატარება საქართველოშიც საინტერესო იქნებოდა, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, თუ თვითონ მძღოლმა არ აღიარა, ავარიის შემდეგ ძალიან ძნელია იმის დადასტურება, რომ უბედური შემთხვევა ტელეფონზე შეტყობინების წერის ან კითხვის გამო მოხდა. თუმცა, რეალურად კვლევა და სტატისტიკა საერთოდ არ უნდა ჭირდებოდეს იმის შეგნებას, რომ ავტომობილის მართვის დროს მძღოლმა SMS არ უნდა წაიკითხოს და, მით უმეტეს, არ უნდა აკრიფოს.

იხილეთ ვიდეო:
რა შეიძლება მოხდეს, როცა ავტომობილის მართვის დროს
მობილურ ტელეფონს თუნდაც მხოლოდ 2 წამით დახედავ

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
26.03.2017
დასაწყისიც ასეთი უნდა! ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი გრანპრი სებასტიან ფეტელმა (ფერარი) მოიგო!
სრულად
25.03.2017
ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი ეტაპის კვალიფიკაცია დასრულდა: ავსტრალიის გრანპრის სტარტზე, ხვალ, პირველი
სრულად
24.03.2017
ჩინეთში ავტომობილების ინტერნეტით შეძენის უპრეცედენტო სისწრაფე დაფიქსირდა: სულ რაღაც 33 წამში 350 „ალფა რომეო ჯულია“ გაიყიდა!
სრულად
ახალი ნომერი