საახალწლო ფოიერვერკები მანქანისთვისაც საშიშია! სად დავაყენოთ ავტომობილები დღეს?
საახალწლო ფოიერვერკები მანქანისთვისაც საშიშია! სად დავაყენოთ ავტომობილები დღეს?
30.12.2015
ახალი წლის ღამეს ფოიერვერკზე უარს, რა თქმა უნდა, არავინ ამბობს. ბევრი 31 დეკემბრის ღამის 12 საათამდე ვერც ითმენს და მანამდე, ხშირად რამდენიმე დღით ადრეც იწყება აფეთქებები. თუმცა ფოიერვერკების კასკადი სწორედ 31-ში, ღამის 12-ზე იწყება და მანამდე, 31 დეკემბრის საღამოს ბევრს უტრიალებს თავში კითხვა - სად დავაყენო ავტომობილი?

მართალია, ავტომობილს ვერცერთი საახალწლო ფოიერვერკი ვერ ააფეთქებს (მანქანის ქვეშაც რომ შევარდეს, საწვავის ავზს ვერაფერს ავნებს), მაგრამ საღებავის დაზიანება კი შეუძლია და, თანაც, სერიოზულად. ამიტომაცაა აქტუალური კითხვა, თუ სად უნდა დავაყენოთ ავტომობილი ახალი წლის ღამეს.Auto Bild

თბილისში პარკინგი ისედაც ჭირს და თუ საკუთარი ავტოფარეხი არ გვაქვს, მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილის პოვნა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ სხვა რა გზაა - უნდა ვეძებოთ. თუ ფარეხი არ გაქვთ, შეეცადეთ, ავტომობილი ხის ქვეშ მაინც დააყენოთ. განსაკუთრებით სახიფათოა მანქანის ეზოში, აივნების წინ გაჩერება, რადგან ასაფეთქებლებს სწორედ აივნებიდან ყრიან და ფოიერვერკებსაც აივნებიდან უშვებენ. თუ მოახერხებთ და ავტომობილს სპეციალურ გადასაფარებელს გადააფარებთ, ამით საღებავს დაიცავთ.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქ დაზიანებებს მარტივი პოლირებით უპრობლემოდ ამოიყვანთ, მძიმე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას კი ფრთხილად უნდა იყოთ, რომ საღებავი უარესად არ დააზიანოთ. აღსანიშნავია, რომ ახალი წლის ფოიერვერკებით მიყენებული დაზიანებების ხარჯს დაზღვევა ყოველთვის არ ანაზღაურებს.

Auto Bildამ ყველაფრის გარდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ ვინც ახალი წლის ღამეს საჭესთან დაჯდება, სიფრთხილე და, რაც ყველაზე მთავარია, სიფხიზლე მართებს! ნუ მიუჯდებით საჭეს ნასვამ მდგომარეობაში! ალკოჰოლი ახალ წელს აუცილებელია, მაგრამ ალკოჰოლის თუნდაც მცირე დოზით მიღების შემდეგ საჭესთან დაჯდომა უდიდესი რისკია, რომ ახალი წელი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად დაიწყოს.

ჟურნალ AUTO BILD-ის რედაქცია გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და ყველა საავტომობილო თუ არასაავტომობილო სურვილის ასრულებას გისურვებთ.
article image
2016-12-07 11:24:37
”ოპელმა” თავის უმთავრესი ფლაგმანის, Insignia-ს ახალი, მეორე თაობის მოდელი წარმოადგინა.
article image
Cat Image
2016-11-18 07:43:52
ფორმა გაამძაფრეს, ტექნიკა განაახლეს - უფრო გალამაზებული Mazda CX-5 გაისად გამოდის
article image
Cat Image
2016-11-17 07:07:31
”ალფა რომეო” გაზიდან ფეხს აღარ იღებს: გაიცანით იტალიელების პირველი SUV, რომელსაც Stelvio ჰქვია
სხვა სიახლეები
08.12.2016
ახალი Toyota C-HR უკვე საქართველოშია! მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
სრულად
05.12.2016
ევროპის უმთავრესი საავტომობილო კონკურსის, ოქროს საჭე 2016-ის ქართული, ექსკლუზიური ვერსია გადამწყვეტ ფაზაში შედის.
სრულად
03.12.2016
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის
სრულად
ახალი ნომერი