როგორ გავყიდოთ მანქანა?
როგორ გავყიდოთ მანქანა?
15.01.2015
რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა. ხუთი ნაბიჯი ავტომობილის წარმატებულ გასხვისებამდე

ეს Mazda 2 ზუსტად 9 წელი მემსახურა და უკვე დროა, რომ გავყიდო. როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ ავტომობილის გაყიდვით მაქსიმალური სარგებელი ვნახოთ? წარწერიანი ფურცლის უკანა მინაზე დაკვრა და გაზეთში განცხადების გამოქვეყნება მოძველებული საშუალებებია. დღეს მანქანების უმეტესობა ინტერნეტით იყიდება. როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი? გაგაცნობთ ხუთ ნაბიჯს.

1. მოამზადეთ გასაყიდი ავტომობილი

Auto Bild
ძარა: ავტომობილის სისუფთავეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მანქანა საფუძვლიანად უნდა გარეცხოთ

სისუფთავის გარეშე არაფერი გამოვა! ხომ გაგიგონიათ, თვალი ყიდულობსო... გარეცხეთ გასაყიდი ავტომობილი და გაუკეთეთ მას პოლირება. ძარა უნდა ბრწყინავდეს, რადგან პირველი შთაბეჭდილება ხშირად გადამწყვეტია. შემდეგ გაწმინდეთ ინტერიერი, ჩაუტარეთ ქიმწმენდა სავარძლებს, შალითებს და ხალიჩებს. ასევე საფუძვლიანად უნდა გაწმინდოთ ძრავა და მისი მიდამოებიც. კაპოტქვეშ ფოთლის ნაგლეჯიც კი არ უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ საბარგულის გასუფთავებაც. ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება დაეზარება, დაახლოებით 100-150 ლარად (გააჩნია ჭუჭყს) ავტომობილს გაუკრიალებენ, პოლირების ფასი კი ყველგან სხვადასხვანაირია.

Auto Bild
სალონი: ინტერიერის სისუფთავეც მნიშვნელოვანია. მანქანაში უნდა იყოს იდეალური სისუფთავე და არ უნდა იყოს ცუდი სუნი

2. ფოტოების გადაღება

Auto Bildინტერნეტში ათასობით განცხადებას ნახავთ, მაგრამ მხოლოდ ერთეულების ფოტოებია ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ავტომობილი ფონზე გამოკვეთილი უნდა იყოს. უმჯობესია, კარგ ამინდში და დღის შუქზე გადაღება. კარგად დააკვირდით: შეიძლება, მანქანა მარცხნიდან უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე მარჯვნიდან. არ დაგავიწყდეთ დეტალების ფოტოებზე აღბეჭდვა: გადაიღეთ კოკპიტი, სალონი, სავარძლები. გადაუღეთ ფოტო ყველაფერს, რასაც მნიშვნელოვნად და თქვენი ავტომობილის კარგ ატრიბუტად მიიჩნევთ. უმჯობესია, გადაიღოთ ზედმეტად ბევრი, ვიდრე ცოტა ფოტო. აღბეჭდეთ ნაკაწრებიც - პოტენციური მყიდველი ასეთ გულახდილობას ყოველვის აფასებს. ეს ნდობას იწვევს, თქვენ კი, როგორც გამყიდველს, ნდობა ყველაზე მეტად გჭირდებათ!

3. ფასის დადგენა

დღეს განცხადების განთავსება პირველ რიგში ინტერნეტშია რეკომენდებული. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შერჩეული ფასი სწორი იყოს, გადაამოწმეთ გასაყიდი მანქანის იდენტური მოდელების ფასები. შეეცადეთ, რომ თქვენი ფასი შეძლებისდაგვარად დაბალი იყოს, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ვაჭრობა და დაკლება აუცილებლად მოგიწევთ. ასე რომ, არასდროს დააწეროთ განცხადებაზე ბოლო ფასი. აღწერეთ ავტომობილის მდგომარეობა გულახდილად. დაწერეთ, რა რა დროს გაუკეთეთ ან გამოუცვალეთ ავტომობილს, ხომ არაა გამოსაცვლელი კბილანა ღვედი ახლო მომავალში? დადეთ რაც შეიძლება ბევრი ფოტო (ოღონდ, სხვადასხვა კადრები).

4. განცხადების გამოქვეყნება

Auto Bild
განცხადება: თუ მანქანა სუფთაა, ფოტოები გადაღებულია და ფასი გამოკვლეული, განათავსეთ განცხადება და დაელოდეთ ზარებს

განცხადების გამოქვეყნებისას, შეეცადეთ, შეხედოთ შინაარს პოტენციური მყიდველის თვალით და დაწერეთ ის, რაც მყიდველს უნდა აინტერესებდეს. ტექსტი გულახდილი უნდა იყოს, რადგან ადრე თუ გვიან, ტყუილში მაინც გამოგიჭერენ. ასე რომ, აღწერეთ მანქანის ნაკლოვანებებიც.

5. ტესტ-დრაივი და გაყიდვა

Auto Bildპოტენციური მყიდველი აუცილებლად მოითხოვს ტესტ-დრაივსა და შემოწმებას. ამაზე უარი არ უნდა უთხრათ! ვინც სერიოზულადაა დაინტერესებული, ის აუცილებლად შეგევაჭრებათ და შეეცადეთ, არ დაკარგოთ კონტროლი საკუთარ თავზე. ამ დროს რკინის ნერვებია საჭირო. თუ ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ გაყიდით, დააკელით ფასი.

დასკვნა
ავტომობილის გაყიდვისას ყველაზე მთავარი რკინის ნერვები და გონივრული გულახდილობაა. ნუ დამალავთ ავტომობილის ნაკლოვანებებს და ნუ გაბრაზდებით ისეთებზე, ვინც თქვენს მანქანას აბუჩად აიგდებს, ან ძალიან დაბალ ფასს შემოგთავაზებთ - ეს ბიზნესია. არ დაგეზაროთ ავტომობილის მწყობრში მოყვანა და გასუფთავება - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბენდიქს კრონი
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2016-09-23 08:52:57
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
article image
Cat Image
2016-09-22 05:28:14
გაიცანით ყველაზე ეკონომიური, ეკოლოგიური და ამავდროულად უმძლავრესი, პორშეს სამაგალითოდ სპორტული SUV
article image
Cat Image
2016-09-19 06:32:37
”სივიკი” ევროპის ბაზარზე ”ჰონდას” უმნიშვნელოვანესი მოდელია. ახლა კი ასპარეზზე ”სივიკის” ახალი, მეათე თაობა გამოდის
სხვა სიახლეები
22.09.2015
რჩევები მათთვის, ვისაც უნდა, რომ ავტომობილი ეკონომიურად მართოს
სრულად
12.01.2015
საბურავი უყურადღებობას არავის პატიობს და შურისძიებაც სჩვევია...
სრულად
23.12.2014
მძღოლების უმრავლესობისთვის ავტომობილის მუსიკის გარეშე მართვა წარმოუდგენელია, მაგრამ არსებობს საზღვარი, რომლის გადალახვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
სრულად
ახალი ნომერი