ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
13.03.2015
► ”სისწრაფეს ჯერ კაცი არ მოუკლავს. უეცარი გაჩერება... აი, რა კლავს.”

► ”არ მესმის, რატომ უნდა არსებობდეს ავტობუსის ზოლი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივიდნენ ღარიბი ადამიანები დანიშნულების ადგილზე ჩემზე ადრე?”

► ”ცხოვრობდე ქალაქში და იყიდო ყველგანმავალი - ეს იგივეა, რაც მთელი თვე არ მოიხსნა პრეზერვატივი იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს სექსი გექნება.”
Auto Bild
► ”ფრანგული ავტომობილების უმეტესობის პრობლემა ისაა, რომ ისინი ფრანგულები არიან.”

► BMW 645Ci-ს შესახებ: ”თუ თქვენ ამ მანქანას შეიძენთ, გირჩევთ, მეგობრებს რომ აჩვენებთ, მერე უკუსვლით წახვიდეთ, რათა თქვენი მანქანის უკანალი არ დაინახონ.”

► ”როცა სარბოლო ავტომობილებს საგზაო ვერსიებად გადააკეთებენ ხოლმე, ეს კარგს არაფერს გვაძლევს. ეს იგივეა, რაც გადაიღო პორნოგრაფიული ფილმი და მერე ისე დაამონტაჟო, რომ ბრიტანულ სასტუმროებში გაუშვან. საბოლოო ჯამში მიიღებ კლიპს, სადაც ნახევარი საათი უნდა უყურო ვიღაც ტიპის ოფლიან სიფათს.”

► ”მიყვარს ფერარიზე ფიქრი - იმიტომ, რომ ღმერთია მანქანებს შორის.”

► ”მინახავს საყვარელი გოგონები ”ტოიოტა პრიუსის” საჭესთან, ასევე შესანიშნავი ქალბატონები ”პეჟოებით”. აი, ”რენოს” საჭესთან კი ყოველთვის მახინჯები სხედან.”

► ”ერთ ტიპს ”დეილი მეილისთვის” მიუწერია, სამსახურში ველოსიპედით მივდიოდი, წითელი ”ფერარი” კინაღამ დამეჯახა და იქიდან ჯერემი კლარკსონმა გადმოყო თავი და მომაძახა, მანქანა იყიდე ბიჭოო. მინდა გითხრათ, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. სინამდვილეში მე მას ვუღრიალე, ეი, მანქანა იყიდე შე მახინჯო, ბალახის მძოველო ნაბიჭვარო-მეთქი.”

► ”თუკი გაქვთ რაიმე საწინააღმდეგო იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან გთხოვთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, არ შეგრცხვეთ და შეიტენეთ თქვენი აზრი ერთ ადგილზე.”

► მსოფლიოში ყველაზე საშინელი რაღაცების ხუთეულის ჩამოწერა რომ მთხოვონ, მეხუთე ადგილზე გავიყვან ამერიკის შიდა პოლიტიკას, მეოთხეზე - შიდსს, მესამეზე - ირანის ბირთვულ პროგრამას, მეორეზე - გორდონ ბრაუნს, ხოლო პირველზე - აი, ამ ”მაზერატის” გადაცემათა კოლოფს.

იხილეთ ასევე

სკანდალი Top Gear-ში: კლარკსონს ბოსი შემოეალახა!
Auto Bild


იხილეთ ვიდეო - ჯერემის ”ნაცისტური მისალმება”

article image
2016-09-23 08:52:57
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
article image
Cat Image
2016-09-22 05:28:14
გაიცანით ყველაზე ეკონომიური, ეკოლოგიური და ამავდროულად უმძლავრესი, პორშეს სამაგალითოდ სპორტული SUV
article image
Cat Image
2016-09-19 06:32:37
”სივიკი” ევროპის ბაზარზე ”ჰონდას” უმნიშვნელოვანესი მოდელია. ახლა კი ასპარეზზე ”სივიკის” ახალი, მეათე თაობა გამოდის
სხვა სიახლეები
23.09.2016
ყველამ ვიცით, რომ ნიუ-იორკელი პოლიციელები მაგარი ბიჭები არიან, რომლებსაც ან Ford Police Interceptor ჰყავთ, ან Ford Crown Victoria, ანაც Chevrolet Impala...
სრულად
23.09.2016
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
სრულად
21.09.2016
2007 წელს, როცა BMW-მ X6 წარმოადგინა, საავტომობილო მსოფლიო გაოცებული იყო, კონკურენტებს კი - ენა ჩაუვარდათ.
სრულად
ახალი ნომერი