აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
01.05.2015
ლეგენდარული მრბოლელის დაღუპვიდან 21 წელი გავიდა - დღეს დიდი აირტონ სენას გარდაცვალების დღეა.

1994 წლის 1 მაისის საღამოს მთელი ბრაზილია ატირდა, როცა გაირკვა, რომ აირტონ სენა ცოცხალი აღარ იყო. საფეხბურთო მატჩები შეწყდა, ფეხბურთელები მუხლებზე დაემხენ და სამი დღის განმავლობაში საქვეყნო გლოვა იყო. აირტონ სენას დაკრძალვას სან პაულოში სამი მილიონი ადამიანი დაესწრო.

Auto Bild

რაც ყველაზე ტრაგიკულია, დღემდე არ არის ბოლომდე გარკვეული, რატომ დაკარგა აირტონმა Williams FW16-ზე (სასტარტო ნომრით 2) კონტროლი და რატომ შეეჯახა ტამბურელოს მოსახვევში კედელს. გადაჭრით ვერავინ ამბობს, ეს ავარია ტექნიკური დეფექტის ბრალი იყო, თუ თავად სენამ დაუშვა შეცდომა. ფაქტი ისაა, რომ სენას იმ დღეს იმოლაზე არ გაუმართლა, რადგან წინა დაკიდების ნაწილს მისი ჩაფხუტი რომ არ გაეხვრიტა, ბოლიდიდან გადმოვიდოდა და ბოქსებისკენ გაიქცეოდა. ამას ემატება ისიც, რომ ფორმულა 1-ის მრბოლელ როლანდ რატცენბერგერის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ სენა სერიზულად ფიქრობდა იმაზე, რომ იმოლას რბოლაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა...

გადავწყვიტეთ, დიდი აირტონის დაღუპვის დღეს მისი ყველაზე ცნობილი გამონათქვამები გავიხსენოთ:

► ”რბოლა, კონკურენცია - ეს ჩემს სისხლშია. ეს ყველაფერი ჩემი და ჩემი ცხოვრების ნაწილია. ეს ისაა, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი და ჩემთვის ყველაფერზე წინ დგას.”

► ”...და როცა გადაცდები ამ ზღვარს, შენში რაღაც იცვლება და უკვე შეგიძლია კიდევ უფრო წინ წახვიდე. შენი გონების ძალით, შენი მიზანდასახულობით, ინსტინქტით და გამოცდილებით ძალიან მაღლა შეგიძლია აფრინდე”

Auto Bild

► ”დაიკავო მეორე ადგილი, ეს ნიშნავს იყო პირველი, დამარცხებულებში”

► ”თუ ღმერთი შენშია, შენთვის ყველაფერი ნათელი და გასაგები ხდება”

► ”უცებ მივხვდი, რომ მანქანას აღარ ვმართავდი. ავტომობილი ჩემი ინსტინქტებით იმართებოდა და მე უკვე სხვა განზომილებაში ვიყავი”

► ”ფული უცნაური რამეა. ვისაც ფული არ აქვს, დღე და ღამე ფულზე ოცნებობს და ყველაფერს აკეთებს ბევრი ფულის საშოვნელად. ხოლო მათ, ვისაც ფული აქვს, პრობლემები არ აკლიათ.”

► ”მე გაუჩერებლად ვსწავლობ ჩემს შესაძლებლობებს, ჩემი სხეულის შესაძლებლობებს, ჩემი ფსიქიკის შესაძლებლობებს. ეს ჩემი ცხოვრების წესია.”

Auto Bild

► ”მე არ დავბადებულვარ იმისთვის, რომ მოვიდე მეორე ან მესამე. მე დავიბადე იმისთვის, რომ გავიმარჯვო.”

► ”გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია. გამარჯვებისთვის შეიძლება ყველაფერზე წახვიდე. აბსოლუტურად ყველაფერზე!”

► ”შიშის გრძნობა ჩემთვის მიმზიდველია”

► ”მე ვერ წარმომიდგენია მანქანის მართვა რისკის გარეშე. ყველამ უნდა გააუმჯობესოს საკუთარი თავი. ყველა მრბოლელს აქვს თავისი ლიმიტი. ჩემი ლიმიტი ოდნავ უფრო მაღლაა, ვიდრე სხვების.”

► ”თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება - ან გამარჯვება, ან არაფერი. ანუ, ან მონაწილეობ რბოლაში, ან არა.”

Auto Bild

► ”თქვენ ვერასდროს ნახავთ რბოლის გამარჯვებულის ნამდვილ ემოციას. იმიტომ, რომ ამ ემოციას ჩაფხუტი ფარავს.”

► ”საფრთხის შეგრძნება ძალიან მიმზიდველია. ჩემი ამოცანაა ახალი საფრთხეები ვიპოვო.”

► ”მდიდარ ადამიანებს არ შეუძლიათ იცხოვრონ განცალკევებით. ჩვენ ყველანი ერთ ჰაერს ვსუნთქავთ. შანსი, თუნდაც ელემენტარული, ყველას უნდა მიეცეს.”

► ”ქალები ჩვენთვის ყოველთვის პრობლემებს ნიშნავს, მაგრამ მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.”

Auto Bild

იხილეთ ასევე
სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...

Auto Bild

article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
19.01.2017
გამოსვლის დღიდან, BMW M2-მა უამრავი ქება-დიდება დაიმსახურა. ბევრი მას გერმანული კომპანიის M-მოდელებს შორის, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოსაც კი უწოდებს.
სრულად
19.01.2017
ამ ავტომობილის შესახებ, შესაძლოა, გერმანული კომპანიის ბევრ თავგამოდებულ ფანსაც არაფერი სმენია.
სრულად
19.01.2017
რა შუაშია საბჭოური, მოძველებული და თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამო უაზ-ი? საქმე ისაა, რომ ეს უგზოობის ავტომობილი ამომავალი მზის ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული ყოფილა.
სრულად
ახალი ნომერი