ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი, მძაფრი, დიდი და მდიდრულია!
ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი, მძაფრი, დიდი და მდიდრულია!
29.06.2015
თავისი ახალი ფლაგმანი ”აუდიმაც” ფრანკფურტის ავტოშოუმდე გაგვაცნო : ინგოლშტადტელებმა თავიანთი ბესტსელერის, Audi A4-ის ახალი თაობა წარმოადგინეს და, რა გასაკვირია, რომ მთავარი აქცენტი მათაც მეტ ეკონომიურობაზე აქვთ გაკეთებული. ასე, მაგალითად, 150-ცხენისძალიანი დიზელის ძრავით აღჭურვილი ახალი A4 2.0 TDI საშუალოდ 100 კილომეტრზე მხოლოდ 3,7 ლიტრი დიზელის მოხმარებას გვპირდება (უნივერსალ Avant-ის შემთხვევაში, 3,8 ლიტრს).

Auto Bild
Auto Bild

ახალ მოდელში ერთ-ერთი უმთავრესი თემაა მეტი სიმსუბუქეც: ”აუდიმ” თავის ბესტსელერს წონაში 120 კილოგრამამდე დააკლებინა და აქედან 20 კილოგრამი სავალ ნაწილზე მოდის. ამავდროულად, ძრავები უფრო მძლავრი გახდა და მიუხედავად ამისა, საწვავის ხარჯი მაქსიმუმ 21 პროცენტითაა შემცირებული.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნაკლები წონის დამსახურებაა. გარეგნულად კი, ახალი A4 და მისი კომბი ვერსია A4 Avant-იც უფრო მძაფრად და სპორტულად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ დიზაინერებმა განიერი ცხაურა ქვემოთ დასწიეს. ამასთან, A4-მა სიგრძეში 2,5 სანტიმეტრით მოიმატა და ახლა უკვე 4,73 მეტრია, ბაზა კი 1,2 სანტიმეტრით გაიზარდა. სედანის შემთხვევაში საბარგულის მინიმალური მოცულობა 480 ლიტრია, კომბი-ვერსია Avant-ში კი - 505 ლიტრი (მაქსიმალური: 1510 ლიტრი).

Auto Bild
Auto Bild

შესაბამისად, გაიზარდა ინტერიერიც და ამასთან, წინამორბედთან შედარებით უფრო მდიდრულადაა მოწყობილი, რასაც ვიწრო ცენტრალურ კონსოლზე და გაცილებით ხარისხიან მასალებზე შეამჩნევთ. ვისაც კიდევ უფრო მეტი მდიდრულობა უნდა, შეუძლია ალუმინი, ხე, ტყავი ან ალკანტარა შეუკვეთოს. ასევე ხარისხიანია და შესანიშნავად გამოიყურება ვირტუალური კოკპიტი, Head-up-დისპლეი, ორფერიანი მაჩვენებელთა დაფა და ინტერიერის ცვლადი განათება - თქვენ განკარგულებაშია 30 ფერი და ფერებს ერთი კლიკით ცვლით! ტექნიკის ფანები აღფრთოვანდებიან WLAN-Hotspot-ით, რომელიც LTE სისწრაფით გამოირჩევა.

ახალმა A4-მა ასისტენტ-სისტემები დიდი Audi Q7-სგან მიიღო. ხელმისაწვდომია ე.წ. ღამის ხედვა, რანჟირების ასისტენტი, ასევე ასისტენტები საცობისთვის და პარკირებისთვის. ასევე, საუკეთესო Matrix-LED-მაშუქები და სავალი ნაწილისა და მოხვევის სისტემის სხვადასხვა რეჟიმები.

Auto Bild
Auto Bild

ახალი Audi A4-ის ოფიციალური პრემიერა სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე გაიმართება. ნოემბრიდან კი გაიყიდება როგორც სედანი, ასევე კომბი Avant-იც. დასაწყისისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბენზინის სამი ძრავით (150-დან 252 ცხენის ძალამდე) და დიზელის 4 აგრეგატით (150-დან 272 ცხენის ძალით). სრული ამძრაობა ხელმისაწვდომი იქნება 190-ცხენისძალიანი სიმძლავრიდან ზემოთ.

ახალი Audi A4-ის საწყისი ფასი დაახლოებით 30 000 ევრო იქნება (სედანი ბენზინის 1,4-ლიტრიანი ძრავით, 150 ცხ. ძ.). Avant, რა თქმა უნდა, ოდნავ უფრო ძვირი ეღირება.

იხილეთ გალერეა:
აუდის მომავალი მოდელები
Auto Bild


იხილეთ ვიდეო: ახალი Audi A4

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
24.03.2017
ჩინეთში ავტომობილების ინტერნეტით შეძენის უპრეცედენტო სისწრაფე დაფიქსირდა: სულ რაღაც 33 წამში 350 „ალფა რომეო ჯულია“ გაიყიდა!
სრულად
23.03.2017
SUV-კლასის ავტომობილების პოპულარობა წლიდან წლამდე მატულობს.
სრულად
22.03.2017
უკრაინაში „ზაპოროჟეცის“ უნიკალური ვერსია იყიდება. ლაპარაკია „ზაზ 968-ის“ ორადგილიან, დაგრძელებულ ვერსიაზე
სრულად
ახალი ნომერი