ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
10.08.2015
მათთვის, ვისაც Audi S8-ში 520 ცხენის ძალა ეცოტავება, ”აუდის” პროგრამაში ახალი ავტომობილი ჰყავს: S8 Plus , რომელიც ზოგიერთ სპორტქარსაც კი ჩრდილში დააყენებს.

Auto Bild

მეტი სიმძლავრე, მეტი სიამოვნება, მეტი ტექნიკა: V8-Biturbo-აგრეგატს Audi S8 Plus-ში 605 ცხენის ძალა აქვს, რაც ”აუდის” განვითარების დეპარტამენტის შეფ ულრიხ ჰაკენბერგის მტკიცებით სეგმენტში ყველაზე მეტ სპორტულობას ნიშნავს. 4-ლიტრიანი და 8-ცილინდრიანი ძრავის მაქსიმალური ბრუნის მომენტი 700 ნიუტონმეტრს უტოლდება და ოვერბუსტის წყალობით 750 ნმ-მდეც ადის.

Auto Bild

85-ცხენის ძალით მეტი სიმძლავრე ტექნიკურ მონაცემებშიც აისახება: მაქსი-სპორტ-სედანი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3,8 წამში ახერხებს, მაქსიმალური სისწრაფე კი 250 კმ/სთ-ზეა შეზღუდული და სურვილის შემთხვევაში მაქსიმუმ 305 კმ/სთ-ს განავითარებს. ”აუდის” დაპირებით, საწვავის მინიმალური ხარჯი 9,4 ლიტრია, მაქსიმალური კი - პირველი ტესტის დროს უნდა დავითვალოთ. გიგანტური სიმძლავრე 8-საფეხურიანი ტიპტრონიკის მეშვეობით ოთხივე ბორბალს გადაეცემა. სპეციალურიად S8 Plus-ისთვისაა შექმნილი ადაპტირენად პნევმატიკური დაკიდება და მოხვევის დინამიკური სისტემა.

Auto Bild

გარდა უამრავი კარბონისა და სპეციალური კერამიკული სამუხრუჭე სისტემისა, S8 Plus-ში სერიულია განათების ახალი, Matrix-LED-ტექნიკა. ინტერიერში შავი ტყავი დომინირებს, საკმაოდ ბევრია შავი ალკანტარაც. დინამიკურ პაკეტთან ერთად, სერიულია ასისტენტ-სისტემების უახლესი პაკეტი, 4-ზონიანი კლიმატკონტროლი და Bose-ის Surround-აუდიოსისტემა. ავტომობილის საწყისი ფასი 145 200 ევროა. Audi S8 Plus-ის გაყიდვები ნოემბერში იწყება.

იხილეთ გალერეა:
აუდის მომავალი მოდელები

Auto Bild


ასევე იხილეთ:

Audi Q6-ის პირველი ფოტოები და ცნობები
Auto Bild


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი, მძაფრი, დიდი და მდიდრულია!
Auto Bild


ეს აუდი BMW X5-ს უტევს!
Auto Bild


აუდის ყველაზე დიდი Q
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
article image
Cat Image
2017-04-24 06:59:58
„ჩელენჯერ დემონი“ - ასე ჰქვია „დოჯის“ უჩვეულოდ მძლავრ ”მასქლ ქარს”, რომელიც თავად ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ვინ დიზელმა წარადგინა.
article image
Cat Image
2017-04-19 09:13:41
განახლების შემდეგ, Mercedes ”S-კლასმა” ახალი ძრავები და ასისტენტ-სისტემები მიიღო. ყველაფერი ფეისლიფტის შესახებ!
სხვა სიახლეები
27.04.2017
გადაწყვეტილი და ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ 2019 წლიდან ”აუდი” Q3-სა და Q5-ს შორის არსებულ სიცარიელეს ახალი მოდელით შეავსებს, რომელსაც, რა თქმა უნდა, Q4 ეწოდება.
სრულად
27.04.2017
ჩინეთი დღეს ყველა საავტომობილო კომპანიისთვის მიმზიდველი ბაზარია. სხვანაირად ვერც იქნება, რადგან იქ მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდება. მაგრამ ადრე ასე არ იყო
სრულად
27.04.2017
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ „ტოიოტა სუპრას“, რომელზეც იაპონური კომპანია BMW-სთან ერთად მუშაობს, ბავარიელთა მიერ შემუშავებული აგებულება და აღჭურვილობა ექნება.
სრულად
ახალი ნომერი