რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
25.10.2015
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ ახალი Hilux-ის პრეზენტაცია გამართა. AUTO BILD შეეცადა, გაერკვია, რითი ჯობია ლეგენდარული იაპონური პიკაპის მე-8 თაობის წარმომადგენელი თავის წინამორბედს

პირველი შთაბეჭდილება: ასეთი პროგრესი იშვიათია! Hilux თითქმის ყველა მიმართულებით გაუმჯობესებულია. ეს პირველ რიგში მის დიზაინს ეხება - ”ტოიოტას” პიკაპი, რომელიც მცირე და საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია, ახლა უფრო მძლავრი, აგრესიული, შთამბეჭდავი და, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ვაჟკაცური გახდა. ვისაც წინამორბედთან შეხება ჰქონია, მალევე შეამჩნევს, რომ დაიხვეწა და გაცილებით მაღალტექნოლოგიური გახდა Hilux-ის ინტერიერიც.

Auto BildAuto Bild

მართალია, წინამორბედიც აბსოლუტურად შემდგარი მოდელი იყო, მაგრამ როგორც იცით, კონკურენტებს არ სძინავთ და ”ტოიოტამაც” დროულად დახვეწა თავისი ერთ-ერთი ბესტსელერი, რათა ისეთ კონკურენტებს, როგორებიც VW Amarok, Isuzu D-Max, Ford Ranger ან ახლახან განახლებული Nissan Navara არიან, ”მუშათა კლასის” დაპყრობის საშუალება არ მისცეს.

ინტერიერში თავდაპირველად წინამორბედ მოდელთან ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ, თუმცა კოკპიტი გაცილებით ხარისხიანი ჩანს. სასიამოვნოა, რომ გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ახალ მოდელში მნიშვნელოვმად დამოკლდა. Hilux უკვე ხელმისაწვდომია ოფციური მულტიმედია-სისტემის ცენტრალური ეკრანით. ცენტრალურმა საჰაეროებმა ზემოთ აინაცვლეს.

Auto Bild

ახალ Hilux-ს, რა თქმა უნდა, აქვს უკანა ხიდის დიფერენციალის ბლოკირება, სრული ამძრაობა (4x4) და დამადაბლებელი გადაცემაც. ამ მხრივ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ სამივე მათგანი უკვე არა ბერკეტით, არამედ ელექტრონულად, გადასართველი ღილაკით აქტიურდება. ინსტრუმენტების პანელზე გამოჩნდა ცენტრალური საინფორმაციო ეკრანი, რომელზეც ბორტკომპიუტერის სხვადასხვა მონაცემები აისახება.

რაც მთავარია, დაკიდების სისტემა ისევ რესორულია, წინა მუხრუჭები დისკური, უკანა - დოლურა. იაპონელები ძველებურად ამტკიცებენ, რომ Toyota Hilux კლასში საუკეთესო გამძლეობითა და გამავლობით გამოირჩევა. საბუქსირე გამწეობა 3,2 ტონას შეადგენს!

Auto Bild

პრეზენტაციაზე სტუმრებს ტესტ-დრაივის საშუალება მიეცათ და პატარა გასეირნებაზე უარი, რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვთქვით. გზაზე და მცირე უგზოობაზე გამოცდის შემდეგ პირველი შთაბეჭდილება ასეთია: ახალი Hilux გაცილებით კომფორტულად დადის - ასეთი სირბილე ოფროუდზე იშვიათია! იაპონელებს ძალიან კარგად უმუშავიათ ზუსტად იმ მიმართულებით, სადაც ამ მოდელის გაუმჯობესება შეიძლებოდა. ამასთან მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული პირველი გადაცემა, რომელიც მთელ რიგ მომენტებში დამადაბლებელი გადაცემის როლსაც კი იტვირთავს, თუმცა თავად დამადაბლებელი გადაცემაც, რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზე დგას.

Auto Bild

ახალი Toyota Hilux ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” თავდაპირველად ორი ვერსიის ორ-ორი კომპლექტაციითაა (საწყისი, საშუალო) ხელმისაწვდომი. ერთია დიზელის 2,5-ლიტრიანი ძრავით (102 ცხენის ძალა), მეორე - ბენზინის 2,7-ლიტრიანი ძრავით (177 ცხენის ძალა). დიზელის ძრავასთან ერთად ხელმისაწვდომია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ხოლო ბენზინის აგრეგატთან ერთად - 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

საწყისი კომპლექტაციის ფასი დიზელის შემთხვევაში 25 500 დოლარია, საშუალოსი - 28 500 დოლარი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ Hilux თითქმის ყველა მიმართულებით გაუმჯობესებულია, ფასი აბსოლუტურად მისაღებია. ბენზინის 2,7-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ახალი Hilux ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” საწყისი კომპლექტაციით 23 500 დოლარი ღირს (მექანიკური გადაცემათა კოლოფი), ხოლო საშუალო კომპლექტაციით კი (ავტომატიკა) - 28 500 დოლარი.

ირაკლი შალამბერიძის ფოტოები

Auto Bild
ვიზუალური განსხვავება საწყის (მარჯვნივ) და საშუალო კომპლექტაციებს შორის

Auto Bild
”ტოიოტას” პიკაპი, რომელიც მცირე და საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია, ახლა უფრო მძლავრი, აგრესიული, შთამბეჭდავი და, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ვაჟკაცური გახდა.

Auto Bild
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ ახალი "ჰაილუქსის" პრეზენტაცია ლისის ტბაზე გამართა

Auto BildAuto Bild
სტუმრებმა ახალი "ჰაილუქსი" დეტალურად გაიცნეს, მერე კი ფურშეტით და ტესტ-დრაივით ისიამოვნეს

Auto Bild
ახალი ჰაილუქსი სტუმრებს ტოიოტა ცენტრი თეგეტას კომერციულმა დირექტორმა გეგა მეთეფშიშვილმა გააცნო

Auto Bild
დესერტი ტესტ-დრაივიდან დაბრუნებული სტუმრებისთვის

Auto Bild
პირველი შთაბეჭდილება: ასეთი პროგრესი იშვიათია! Hilux თითქმის ყველა მიმართულებით გაუმჯობესებულია

Auto Bild
ახალი Toyota Hilux ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” თავდაპირველად ორი ვერსიის ორ-ორი კომპლექტაციითაა (საწყისი, საშუალო) ხელმისაწვდომი.

ირაკლი შალამბერიძის ფოტოები

ასევე დაგაინტერესებთ:
გაიცანით ახალი Land Cruiser 200 V8
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
article image
Cat Image
2017-04-24 06:59:58
„ჩელენჯერ დემონი“ - ასე ჰქვია „დოჯის“ უჩვეულოდ მძლავრ ”მასქლ ქარს”, რომელიც თავად ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ვინ დიზელმა წარადგინა.
article image
Cat Image
2017-04-19 09:13:41
განახლების შემდეგ, Mercedes ”S-კლასმა” ახალი ძრავები და ასისტენტ-სისტემები მიიღო. ყველაფერი ფეისლიფტის შესახებ!
სხვა სიახლეები
23.04.2017
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სრულად
15.04.2017
დათა ქაჯაიასთვის TCR-ის საერთაშორისო სერიის მეორე ეტაპის რბოლები უიღბლო გამოდგა.
სრულად
15.04.2017
ბაჰრეინში TCR-ის საერთაშორისო სერიის მეორე ეტაპის პირველი რბოლა მიმდინარეობს.
სრულად
ახალი ნომერი