ლეგენდარული „გზის მეფე“ - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს!
ლეგენდარული „გზის  მეფე“ - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს!
23.11.2015
საქართველოში ”ტოიოტას” ორივე ოფიციალური დილერის - ”ტოიოტა ცენტრი თბილისის” და ”ტოიოტა ცენტრი თეგეტას” შოურუმებში ახალი LC200 გამოჩნდა - ავტომობილი, რომელიც საქართველოში უკვე ბევრი წელია, არა მხოლოდ კომფორტული გადაადგილების საშუალებას, არამედ ცხოვრების სტილისა და განსაკუთრებული სტატუსის ნიშანს წარმოადგენს.

Land Cruiser-ის ყოველი ახალი თაობა ამ მოდელის 60-წლიან ისტორიას ეფუძნება და იდეალურად ითავსებს საყოველთაოდ აღიარებულ საიმედოობას, სიმტკიცესა და ხარისხს. გარდა ამისა მოდელის ყოველი განახლებული ვერსია მძღოლისა და მგზავრების კომფორტის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ემსახურება. ამ თვალსაზრისით ახალი LC200 საუკეთესოდ აგრძელებს წლების მანძილზე კანონზომიერებად ქცეულ ტრადიციებს.

Auto Bild

ამჯერად, მოდელის თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიურპრიზები ავტომობილის ექსტერიერშიც და ინტერიერშიც ელით.

განახლებულმა LC200-მა მიიღო რადიატორის უფრო მასიური ცხაურა, შეიცვალა წინა ოპტიკა და უკანა სანათები და ბამპერი. რამაც ავტომობილს კიდევ უფრო აგრესიული და თავდაჯერებული იერი მიანიჭა.

საკმაოდ მნიშვნელოვნად შეცვლილია წინა პანელი: ცენტრში გაჩნდა 9 დუიმიანი ფერადი სენსორული მონიტორი, ცენტრალურ პანელზე კი - ტელეფონის უსადენო დამტენი. შეიცვალა აგრეთვე ინსტრუმენტების პანელიც, რომლის ცენტრშიც ახალი 4.2 დუიმიანი ეკრანი განთავსდა.

Auto Bild

ავტომობილს გააჩნია 4 კამერისგან შემდგარი წრიული ხედვის სისტემა, რომელიც შეუცვლელია უგზოობაზე მოძრაობისას. აღმართზე ასვლისას კი ძალზე მოსახერხებელია ფართოკუთხოვანი კამერის გამოყენება, რომელიც ბორბლების ქვეშ მდგომარეობის კონტროლის საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია აგრეთვე ახალი მოდელის გაუმჯობესებული ეკოლოგიური მაჩვენებლები გამონაბოლქვის შემცირებული მახასიათებლებით ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისად.

ამჟამად საქართველოში LC200 წარმოდგენილია 4.0 და 4.6 ლიტრიანი ბენზინის ძრავებით და 4.5 ლიტრიან დიზელის ძრავით, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით დიზელის მოდელი სარგებლობს. ამ ავტომობილის ეკონომიურობა და მაღალი მაბრუნებელი მომენტი მას რეგიონის უდაო ბესტსელერად აქცევს. ტოიოტა-ს აღიარებული ხარისხი და სანდოობის მაჩვენებლები კი მეორად ბაზარზეც LC200 -ზე მუდმივ მაღალ მოთხოვნას უზრუნველყოფს .

ახალი LC200-ის შეძენა, მომხმარებელს ტოიოტას ორივე ოფიციალურ დილერთან - ”ტოიოტა ცენტრი თბილისსა” და ”ტოიოტა ცენტრი თეგეტა”-ში უკვე შეუძლიათ.

იხილეთ ექსტერიერის, ინტერიერის და ტექნიკის ფოტოები გალერეაში:
ახალი Land Cruiser 200 V8

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
გაიცანით ახალი Land Cruiser 200!

Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2017-03-27 08:46:10
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
article image
Cat Image
2017-03-27 06:42:59
”ლენდ როვერმა” ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა...
article image
Cat Image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სხვა სიახლეები
29.03.2017
დათა ქაჯაია ერთადერთი ქართველია, რომელიც TCR-ის საერთაშორისო სერიაში ასპარეზობს, მაგრამ არის კიდევ ერთი მრბოლელი, რომელიც ქართველი არ გახლავთ, მაგრამ
სრულად
24.03.2017
ამიხსენით, ყველას სამკვდრო-სასიცოცხლო საქმე როგორ აქვს? თუ, საქართველოში ყველა საქმე სამკვდრო-სასიცოცხლოა?
სრულად
23.03.2017
2017 წელს, ფორმულა 1-ში სულ 20 ეტაპი გაიმართება - ერთით ნაკლები, ვიდრე 2016 წელს. ჩემპიონატი 26 მარტს, ავსტრალიაში აიღებს სტარტს
სრულად
ახალი ნომერი