როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...
როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...
04.01.2016
Mercedes G63 AMG ერთ-ერთი ყველაზე რობუსტული და მდიდრული ყველგანმავალია. აი, ავტომობილების შეჯავშნის სპეციალისტი კომპანია INKAS-ის მიერ გადაკეთებული G63 AMG კი უკვე ფაქტობრივად ”ტანკია” , რომელსაც განსაკუთრებით ნარკობარონები ეტანებიან...

Auto Bild

Inkas-ის მიერ შექმნილი ეს ეგზემპლარი შეჯავშნის B6+ კლასს აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის ძარა ტყვიაგამძლეა - მინიმუმ 10-მეტრიანი დისტანციიდან ”კალაშნიკოვის” ტყვიებს უპრობლემოდ უძლებს. შეჯავშნულია მისი იატაკიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა დაცულია ხელყუმბარებისგან და ნაღმებისგან. და იმისათვის, რომ მფლობელმა თავიც დაიცვას, სხვადასხვა იარაღების სადგომებიცაა დამონტაჟებული.

Auto Bild

თუკი არავინ ისვრის, მგზავრები იდეალურად გაერთობიან - გაგრძელებულ ყველგანმავალში განტვირთვისა და გართობის უამრავი საშუალებაა. მათ შორის სატელიტური ტელეფონი, ტელევიზორი, მასაჟისა და LED-განათების სისტემები. ცხადია, აქვეა შამპანურის ჩასაციებელ-შესანახი სათავსოებიც. გარდა ამისა, სრული ამძრაობა და 5,5-ლიტრიანი Twinturbo აგრეგატი 544-ცხენისძალიანი სიმძლავრით.

Auto Bild

ასეთ ლუქსს და უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი ფასი აქვს: კანადური კომპანია Inkas, სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ყველგანმავლის სანაცვლოდ, დაახლოებით 900 000 ევროს ითხოვს...

Auto Bild

იხილეთ ფოტოგალერეა:
”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები

Auto Bild


G-კლასების ტიუნინგი Mansory და Mcchip-dkr-სგან
Auto Bild
article image
2016-09-29 08:36:51
სექტემბრის დასაწყისში ”ლენდ როვერმა” ახალი, რიგით მეხუთე თაობის Discovery-ს პირველი ოფიციალური ფოტოთი დაგვაინტრიგა, ახლა კი თქვენ წინაშეა ახალი ”დისკო” ყველა რაკურსით
article image
Cat Image
2016-09-28 10:11:05
მიესალმეთ ახალ, საუკეთესო 911-ს და მის თანაკონცერნელ ძმას
article image
Cat Image
2016-09-23 08:52:57
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
სხვა სიახლეები
29.09.2016
”ბრაბუსი” ”მერსედესის” მარკის ავტომობილებს 1977 წლიდან ამუშავებს. ყველაზე პოპულარული G-კლასის ბრაბუსისეული ვერსიებია
სრულად
29.09.2016
სექტემბრის დასაწყისში ”ლენდ როვერმა” ახალი, რიგით მეხუთე თაობის Discovery-ს პირველი ოფიციალური ფოტოთი დაგვაინტრიგა, ახლა კი თქვენ წინაშეა ახალი ”დისკო” ყველა რაკურსით
სრულად
28.09.2016
დიახ, ამის დაჯერება მართლაც ძალიან ძნელია, მაგრამ ასეა: 1979 წელს გამოშვებული ВАЗ-2106 არც მეტი, არც ნაკლები, 80 000 დოლარად იყიდება!
სრულად
ახალი ნომერი