BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
06.01.2016
ბავარიელებმა CES 2016-ზე თავიანთი უახლესი ინოვაციების პრეზენტაცია გამართეს

როგორც მოსალოდნელი იყო, BMW-მ სწორედ CES 2016-ზე (Consumer Electronics Show) და სწორედ i8 Spyder Concept-ში წარმოადგინა ტექნოლოგიური სიახლე სახელწოდებით BMW i Vision Future Interaction. AUTO BILD-მა კი უკვე მოინახულა BMW-ს მომავალი!

Auto Bild

დამთხვევა ნაღდად არ არის ის, რომ ბავარიელებმა თავიანთი უახლესი ინოვაციების პრეზენტაცია სწორედ CES 2016-ზე გამართეს, რომელიც ლას ვეგასში დღეს (6 იანვარს) დაიწყო და 9 იანვრამდე გაგრძელდება. i8 Spyder სტუდიური მოდელია, რომელიც გვამცნობს, როგორი იქნება მიუნხენელთა ჰიბრიდული კაბრიო, რომელიც, უკვე ცნობილია, რომ ნამდვილად გამოვა. თუმცა მიუნხენელებს არ უთქვამთ, კონკრეტულად რა გადაჰყვება ამ სტუდიურ მოდელს სერიულ მოდელში. წარსულის გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ BMW-ს ლას ვეგასის CES-ზე არასდროს წარმოუდგენია ისეთი რამ, რაზეც შემდეგ ვიტყოდით, რას გვაჩვენებდნენ, თუკი გაკეთებას არ აპირებდნენო...

Auto Bild

ამრიგად, ლას ვეგასში ნანახიდან ზოგიერთი ელემენტი მართლაც გამოვა სერიულად. მაგალითად, Air Touch, რომელიც ნამდვილად ექნება i8 Spyder-ის სერიულ ვერსიას. სხვა დეტალები კი, მაგალითად, ავტოპილოტი, სავარაუდოდ მოგვიანებით, BMW-ს ”მეშვიდე სერიის” ფეისლიფტის შემდეგ, ანაც დაგეგმილ BMW i5-ში გამოჩნდება.

Auto Bild

მძღოლის სამუშაო მაგიდაზე თვალის პირველი შევლება იმედისმომცემია. მართალია, კოკპიტზე ორივე სენსორული ეკრანი ძალიან ჭრელად ანათებს, მაგრამ ვიზუალი მძაფრი, იდეალურად აღქმადია და ნამდვილად არ არის ინფორმაციებით გადატვირთული. საჭე უკვე მზად არის სერიული წარმოებისთვის, რადგან ტრანსმისიის ბერკეტი საჭის მარჯვნივ თავისი სტარტ-სტოპით, ცხადია, BMW i3-დან გვეცნობა. დადასტურების ზედაპირები საჭის მანებზე ძალიან ხარისხიანი და ძვირფასი ჩანს.

სავარძლები ვიწროა, მაგრამ მაინც კომფორტული, რადგან სავარძლის გვერდები ელექტრონულად იწევა და ამრიგად, შეგიძლია, შენი სავარძელი გააგანიერო, ან დაავიწროვო. ვფიქრობთ, BMW-ს ასეთი მომავალი საკმაოდ უცნაური და უცხო, მაგრამ ძალიან საინტერესოა.
რობინ ჰორნიგი

Auto Bild
AUTO BILD-ის ავტორი რობინ ჰორნიგი BMW i8 Spyder Concept-ის საჭესთან

იხილეთ ვიდეო:
ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
22.02.2017
„აუდი“ ჟენევის ავტოშოუზე რამდენიმე სპორტული ქროსოვერის წარდგენას გეგმავს. მათ შორის იქნება არამხოლოდ RS Q5, რომელზეც ინფორმაცია ადრე გავრცელდა, არამედ ასევე უფრო დიდი, კონცეპტუალური RS Q8
სრულად
22.02.2017
„იტალდიზაინმა“ გამოაცხადა, რომ ჩამოაყალიბა ახალი სუბ-ბრენდი, სახელად Italdesign Automobili Speciali, რომლის პრემიერაც მალე, ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება.
სრულად
22.02.2017
„ბუგატის“ უკვე დაწყებული აქვს 1500-ცხენისძალიანი „შირონის“ წარმოება. მალე შეკვეთების შესრულებასაც შეუდგება.
სრულად
ახალი ნომერი