ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]
ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]
08.01.2016
შტეფან გბურეკი ფოტოგრაფია და მოგზაურობა უყვარს. რამდენიმე თვის წინ მას უცნაური იდეა მოუვიდა : ჰყავდა ძველი Mercedes /8, რომელიც სამწუხაროდ აღარ დადიოდა. მიუხედავად ამისა, გბურეკმა ამ ძველი ”მერსედესით” მაინც მთელი ევროპა მოიარა! როგორ? აი, ასე, ძრავის გარეშე:

Auto BildAuto Bild

Mercedes /8 გერმანიაში საკულტო ავტომობილად მიიჩნევა. 60-იან და 70-იან წლებში გერმანიაში ის ნომერ პირველი ტაქსი იყო. შტეფანს ძალიან უნდოდა ამ მანქანით ევროპაში მოგზაურობა, მაგრამ ძველ ბენცს (220D) ძრავა აღარ უვარგოდა!

შტეფანი ადგა და ძრავა საერთოდ ამოიღო და გადაწყვიტა, ევროპა შემოევლო მანქანით, რომელიც არ დადიოდა. შტეფანმა ეს შეძლო! მას კეთილი ადამიანები ეხმარებოდნენ: ხან აწვებოდნენ, ხანაც მანქანას იბამდნენ! სტარტი ფრანკფურტში აიღო, გაემგზავრა ზაარბრიუკენში, მომდევნო გაჩერება იყო მეცი, პარიზი, ბორდო, სან სებასტიანი და ბარსელონა. ესპანეთიდან ჯერ სარდინიაზე გადავიდა, მერე კორსიკას მიაშურა, ნიცაში დაბრუნდა, მონაკოშიც შეიარა, მილანში ჩავიდა, მერე ფრაიბურგი, ჰაიდელბერგი და ბოლოს სახლში დაბრუნდა.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

ამ ისტორიის დასასრული სევდიანია: ევროპამოვლილი უძრავო ”მერსედესი” ნაგავსაყრელზე გაანადგურეს. დარჩა მოგონებები და ეს ვიდეო:

იხილეთ ვიდეო:
მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა!

Auto Bild
article image
2016-05-24 06:46:37
როგორი უნდა იყოს ნაღდი, Made in Germany ”ბენცი” დღესდღეობით? სწორედ ისეთი, როგორიც
article image
Cat Image
2016-05-23 09:25:45
ევროპაში პატარა SUV-ებია მოდაში. ჰოდა, მოდას არც „აუდი“ უნდა ჩამორჩენოდა - გაიცანით Q2
article image
Cat Image
2016-05-20 09:30:03
„მერსედესო“, BMW, „აუდი“, ფრთხილად და ყურადღებით: Volvo S90-ის სახით თქვენ ახალი, ძალიან ძლიერი კონკურენტი გყავთ.
სხვა სიახლეები
25.05.2016
ოქტომბერში ახალი Peugeot 3008 გამოდის. მოდელის მეორე თაობა
სრულად
25.05.2016
როგორი უნდა იყოს BMW-ს მომდევნო ”მეექვსე სერია”? ისევ ელეგანტური GT, თუ ნაღდი სპორტქარი?
სრულად
24.05.2016
ავტოსპორტის ყველაზე ლამაზი მხარე: გოგონები! გასულ შაბათ-კვირას რამდენიმე საინტერესო შეჯიბრი გაიმართა
სრულად
ახალი ნომერი