ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!
ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!
11.01.2016
დეტროიტის ავტოშოუზე (11-24 იანვარი) ”მერსედესმა” ახალ E-კლასს ფარდა ახადა : ახალი ”E-კლასი” უფრო სპორტულად გამოიყურება და უფრო S-კლასურია.

Auto Bild

ეს გახლავთ W213, რომელსაც წინამორბედთან შედარებით, 65 მილიმეტრით გრძელი ბაზა აქვს (2939 მმ) და სიგრძეში 43 მილიმეტრით, 4,92 მეტრამდე გაიზარდა. ვიზუალური თვალსაზრისით, ახალი E-კლასი, რა თქმა უნდა, C-კლასსა და S-კლასს შორისაა და კომპლექტაციების მიხედვით, ”მერსედესის” ვარსკვლავი ან კაპოტზე (საბაზო და Exclusive), ანაც რადიატორის ცხაურაზე (Avantgarde und AMG Line) აქვს. შტუტგარტელთა ახალი სედანის გაყიდვები აპრილიდან იწყება.

მაღალი კლასის სედანის ინტერიერში ფაქტობრივად ტექნიკური რევოლუცია მოხდა: შვაბები ოფციურად გვთავაზობენ ციფრულ კოკპიტს ორი 12,3-დუიმიანი ეკრანით. Xl-ზომის ორმაგი ეკრანის დიზაინის კუთხით მძღოლს შეუძლია სამი ვარიანტიდან (Classic, Sport და Progressive) ერთ-ერთი აირჩიოს.

Auto Bild

ახალ ”E-კლასში” დაიმლერი ე.წ. ცენტრალურ ღილაკზე უარს ამბობს და მის ნაცვლად გვთავაზობს ორ თაჩპადს საჭეზე! ორივე შეხებაზე მგრძნობიარე ზედაპირი საჭეზე ისეა განთავსებული, რომ საჭის კანონზომიერად დაჭერის დროს ორივე ხელის ცერა თითი მისწვდეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ორი თაჩპადით მომსახურების თითქმის ყველა ფუნქცია იმართება - ისე, რომ საჭიდან ხელების აღება არ მოგიწევთ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ნამდვილად ძალიან მაგარი ნაბიჯია.

ახალი E-კლასის ასისტენტ-სისტემებიდან მნიშვნელოვანი სიახლეა Drive Pilot, რომელიც ავტომობილებთან არა მარტო დისტანციას ინარჩუნებს, არამედ წინ მიმავალ მანქანას 210 კმ/სთ სისწრაფემდე მიყვება.

Auto Bild

► მანქანა სმარტფონის ”ციფრული გასაღებით” იღება. ამისათვის საკმარისია, რომ მობილური ტელეფონი კარის სახელურს მიადო.

► ახალი აპლიკაცია ვიწრო ფარეხებში დაპარკინგებას თავის თავზე იღებს, მძღოლს კი შეუძლია, მანქანიდან გადმოვიდეს. აჩქარება და დამუხრუჭება ამ დროს ავტომატურად ხდება, საჭეს კი სმარტფონის ეკრანიდან ატრიალებ.

Auto Bild

საინტერესო სიახლეებია კაპოტის ქვეშაც: ”მერსედესმა” შექმნა დიზელის ახალი აგრეგატი 2-ლიტრიანი მოცულობით, რომელიც E 220d-ში მოთავსდება. მისი სიმძლავრე 195 ცხენის ძალაა და როგორც შტუტგარტელები გვპირდებიან, 100 კილომეტრზე საშუალოდ 4 ლიტრი საწვავი უნდა დაწვას, რაც სერიული 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის დამსახურებაც იქნება.

Auto Bild

ამას გარდა, გაყიდვების სტარტზე ახალი E-კლასი წარმოდგენილი იქნება E 200-ის სახით (184 ცხენის ძალა, 5,9 ლიტრი საწვავის ხარჯი). მოგვიანებით გამოვა E 350d 258 ცხენის ძალით (5,1 ლიტრი 100 კმ-ზე) და ჰიბრიდი E 350e 279-ცხენისძალიანი სისტემური სიმძლავრით (2,1 ლიტრი 100 კმ-ზე). ასევე გამოვა E 400 4Matic (333 ცხენის ძალა), E 200d (150 ცხენის ძალა) და ბენზინის სხვა 4-ცილინდრიანები (E 250 და E 300) 245 ცხენის ძალამდე სიმძლავრით.

ახალი E-კლასის საწყისი ფასი დაახლოებით 40 000 ევროა.

Auto Bild

იხილეთ ვიდეო: ახალი ”E-კლასი”



ასევე დაგაინტერესებთ:
ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]
Auto Bild


როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...
Auto Bild
article image
2016-05-24 06:46:37
როგორი უნდა იყოს ნაღდი, Made in Germany ”ბენცი” დღესდღეობით? სწორედ ისეთი, როგორიც
article image
Cat Image
2016-05-23 09:25:45
ევროპაში პატარა SUV-ებია მოდაში. ჰოდა, მოდას არც „აუდი“ უნდა ჩამორჩენოდა - გაიცანით Q2
article image
Cat Image
2016-05-20 09:30:03
„მერსედესო“, BMW, „აუდი“, ფრთხილად და ყურადღებით: Volvo S90-ის სახით თქვენ ახალი, ძალიან ძლიერი კონკურენტი გყავთ.
სხვა სიახლეები
27.05.2016
ყველასათვის კარგად ნაცნობმა რუსულმა ავტომობილმა УАЗ-3741-მა (ადრეУАЗ-452), რომელიც ”ბუხანკის” მეტსახელით უფროა ცნობილი
სრულად
25.05.2016
ოქტომბერში ახალი Peugeot 3008 გამოდის. მოდელის მეორე თაობა
სრულად
25.05.2016
როგორი უნდა იყოს BMW-ს მომდევნო ”მეექვსე სერია”? ისევ ელეგანტური GT, თუ ნაღდი სპორტქარი?
სრულად
ახალი ნომერი