ამერიკის სიამაყე: Ford F-150 Raptor
ამერიკის სიამაყე: Ford F-150 Raptor
12.01.2016
Ford F-150 საავტომობილო ამერიკის ერთ-ერთი სიამაყეა - პიკაპი, რომელიც ამერიკის უდიდეს ბაზარზე პირველობას არ თმობს. როდესაც F-150-ს სახელწოდებაში Raptor აქვს დამატებული, ეს უკვე განსაკუთრებული მოვლენაა და პიკაპების მოყვარულებს ამ მოდელზე აბოდებთ. ახლა კი ფორდმა, დეტროიტის ავტოშოუზე კიდევ უფრო განსაკუთრებული ვერსია, F-150 Raptor Supercrew წარმოადგინა - ოთხი კარით და კაპოტის ქვეშ 3,5-ლიტრიანი V6-ით.

Auto Bild

უფრო განიერი, უფრო ძლიერი და უფრო მკაცრი - ახლა უკვე 4-კარიანი ორმაგი კაბინით: F-150 Raptor Supercrew-ის სახით ფორდმა დეტროიტში თავისი ველური პიკაპის მორიგი ზონდერი წარმოგვიდგინა. აღსანიშნავია, რომ ორკარიანი ვერსია ზუსტად ერთი წლის წინათ, ასევე დეტროიტში ვნახეთ.

ამერიკელებს ტექნიკურ მონაცემებზე ბევრი არაფერი უთქვამთ. ვიცით მხოლოდ ის, რომ მისი აგრეგატი „მხოლოდ“ 3,5-ლიტრიანი V6-EcoBoost გახლავთ, მაგრამ მიუხედავად გაცილებით ნაკლები მოცულობისა, უფრო მეტი სიმძლავრე აქვს, ვიდრე წინამორბედს 6,5-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელსაც 417 ცხენის ძალა ჰქონდა. ახლა კი საქმე გვექნება დაახლოებით 500 ცხენის ძალასთან!

Auto Bild

Raptor სრულიად ახალი, 10-საფეხურიანი (!) გადაცემათა კოლოფით გამოირჩევა, რომელსაც საჭის ბერკეტებითაც მართავთ. ვიზუალურად კი, ამერიკელთა საყვარელი პიკაპი ისევ აგრესიული და მოძალადეა - ცხაურაზე დიდი წარწერითა და 4 LED-მაშუქით.

მისი სტიქია, რა თქმა უნდა, ოფროუდია. წელს უძლიერესი F-150 უდაბნოს ურთულეს რბოლებში (Baja) მიიღებს მონაწილეობას, რისთვისაც, ამერიკელთა თქმით, ის სრულ მზადყოფნაშია. აქვს სვლის ექვსი რეჟიმი - მათ შორის სპეციალური რეჟიმი სახელწოდებით Baja-Mode. უკანა ღერძის ბლოკირება სერიულია, წინა დიფერენციალის ავტომატური ბლოკირება კი - დამატებითი ოფცია. „ფორდს“F-150 Raptor Supercrew-ს ფასი ჯერ არ გამოუცხადებია.

Auto Bild

Auto Bild

იხილეთ ვიდეო:



ასევე იხილეთ:
Land Rover Defender-ის ზონდერმოდელები
Auto Bild


პიკაპის ტიუნინგი ამერიკულად - Ford F-150
Auto Bild


8 ცილინდრი და ალილუია
Auto Bild


გონივრული პიკაპი: ახალი Mitsubishi L200
Auto Bild


მონსტრი ჯიპები ამერიკიდან (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


როგორი იქნება მერსედესის პიკაპი?
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild
article image
2016-12-07 11:24:37
”ოპელმა” თავის უმთავრესი ფლაგმანის, Insignia-ს ახალი, მეორე თაობის მოდელი წარმოადგინა.
article image
Cat Image
2016-11-18 07:43:52
ფორმა გაამძაფრეს, ტექნიკა განაახლეს - უფრო გალამაზებული Mazda CX-5 გაისად გამოდის
article image
Cat Image
2016-11-17 07:07:31
”ალფა რომეო” გაზიდან ფეხს აღარ იღებს: გაიცანით იტალიელების პირველი SUV, რომელსაც Stelvio ჰქვია
სხვა სიახლეები
08.12.2016
გადატვირთული საავტომობილო გზები, ქალაქების დაბინძურებული ჰაერი, ავარიები და ბევრი სხვა პრობლემა, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტს უკავშირდება, დიდი ქალაქების და სულ უფრო მეტი ქვეყნის სატკივარია.
სრულად
08.12.2016
ჩინური კომპანია FAW დიდი ხანია აწარმოებს ლიმუზინებს, რომლებსაც ხშირად „ჩინურ როლს-როისადაც“ მოიხსენიებენ.
სრულად
08.12.2016
ამერიკულმა კომპანია „ნიკოლამ“ წლის მიწურულს, დაპირებისამებრ, თავისი ელექტრონული სატვირთო გამწევი, Nikola One წარმოგვიდგინა.
სრულად
ახალი ნომერი