განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
14.01.2016
”ტოიოტამ” RAV4 განაახლა და პოპულარულ SUV-ის ახალ ვერსიას უკვე ჰიბრიდის სახითაც გვთავაზობს.

Toyota RAV4 ერთ-ერთი უძველესი და უპირველესი SUV-ია - იწარმოება 1994 წლიდან და ახლა, იაპონელებმა მეოთხე თაობის RAV4 კიდევ განაახლეს. მცირე კოსმეტიკური ჩარევების გარდა, სერიოზული სიახლეებია ტექნიკის მხრივ ინტერიერში და გამოვიდა ჰიბრიდული ვარიანტიც, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, სრული ამძრაობით მიიღებთ.

Auto Bild

გარეგნული ცვლილებები კი მცირეა: SUV 35 მილიმეტრით დაგრძელდა და მისი საერთო სიგრძე ახლა 4,61 მეტრია. სიახლეა უფრო განიერი ცხაურა, ახლებურად ფორმირებული ცხვირი და თაღები. ბამპერიც უფრო განიერი ჩანს, უკანა მაშუქები კი LED-ტექნიკით ანათებენ. ინტერიერში მიაგნებთ ინსტრუმენტების ახალ დაფას 4,2-დუიმიანი საინფორმაციო ეკრანით, 7-დუიმიან სესორულ ეკრანს მულტიმედიისთვის და გაუმჯობესებულ მასალებს.

Auto Bild

სრულიად ახალია RAV4-ის ჰიბრიდულის ვერსია, რომელიც ლოგოს ლურჯი გაფორმებით და წარწერით Hybrid გამოირჩევა. ჰიბრიდული სისტემა შედგება ბენზინის 2,5-ლიტრიანი ძრავისგან (114 კვტ, 155 ცხ. ძ.) და ელექტრომოტორისგან (105 კვ). ამრიგად, ჰიბრიდული RAV4-ის სისტემური სიმძლავრე 197 ცხენის ძალას შეადგენს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე 8,3 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე კი 180 კმ/სთ-ია.

Auto Bild

”ტოიოტას” პოპულარული კომპაქტური SUV ხელმისაწვდომია როგორც წინა, ისე სრული ამძრაობით. AWD ვერსიას უკანა ღერძზე დამატებითი ელექტრომოტორი აქვს, რომელის საქმეში საჭიროების შემთხვევაში ერთვება. იაპონელების დაპირებით, საწვავის საშუალო ხარჯი ამ ვერსიის შემთხვევაში 100 კილომეტრზე 4,9 ლიტრია. მოდელს ელექტრობერკეტიანი უსაფეხურო გადაცემათა კოლოფი ემსახურება.

გარდა ამისა, ”ტოიოტა” განახლებულ RAV4-ში გვთავაზობს 2-ლიტრიან ტურბოდიზელს 143-ცხენისძალიანი სიმძავრით. იაპონელებმა ხმაურიზოლაციაზე და სვლის მანერაზეც წაიმუშავეს - ოპტიმირებული ამორტიზაციისა და გაუმჯობესებული ხმაურიზოლაციოს წყალობით RAV4 უფრო უხმაურო უნდა იყოს. მის არსენალშია ახალი ასისტენტ-სისტემებიც, როგორიცაა 360-გრადუსიანი კამერა-სისტემა, ადაპტირებადი კრუიზკონტროლი, შორსმაშუქის ავტომატიკა და ა.შ.
კრისტოფერ კლაუსენი

Auto Bild

ასევე იხილეთ:
წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“ - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს!
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild
article image
2016-12-07 11:24:37
”ოპელმა” თავის უმთავრესი ფლაგმანის, Insignia-ს ახალი, მეორე თაობის მოდელი წარმოადგინა.
article image
Cat Image
2016-11-18 07:43:52
ფორმა გაამძაფრეს, ტექნიკა განაახლეს - უფრო გალამაზებული Mazda CX-5 გაისად გამოდის
article image
Cat Image
2016-11-17 07:07:31
”ალფა რომეო” გაზიდან ფეხს აღარ იღებს: გაიცანით იტალიელების პირველი SUV, რომელსაც Stelvio ჰქვია
სხვა სიახლეები
08.12.2016
გადატვირთული საავტომობილო გზები, ქალაქების დაბინძურებული ჰაერი, ავარიები და ბევრი სხვა პრობლემა, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტს უკავშირდება, დიდი ქალაქების და სულ უფრო მეტი ქვეყნის სატკივარია.
სრულად
08.12.2016
ჩინური კომპანია FAW დიდი ხანია აწარმოებს ლიმუზინებს, რომლებსაც ხშირად „ჩინურ როლს-როისადაც“ მოიხსენიებენ.
სრულად
08.12.2016
ამერიკულმა კომპანია „ნიკოლამ“ წლის მიწურულს, დაპირებისამებრ, თავისი ელექტრონული სატვირთო გამწევი, Nikola One წარმოგვიდგინა.
სრულად
ახალი ნომერი