შევროლემ სერიოზული და შედარებით იაფი ელექტრომობილი შექმნა!
შევროლემ სერიოზული და შედარებით იაფი ელექტრომობილი შექმნა!
14.01.2016
ამერიკულმა ავტოკონცერნმა General Motors-მა ტექნიკის უმნიშვნელოვანეს გამოფენა CES-ზე სრულყოფილი ელექტრომობილი Chevrolet Bolt EV წარმოადგინა , რომლითაც ამერიკელებს ყველა კონკურენტის დამარცხება სურთ.

Auto Bild

საქმე ისაა, რომ აშშ-ში ”ბოლტი” დაახლოებით 30 000 დოლარი ეღირება, რაც ასეთი ავტომობილისთვის ძალიან კარგი ფასია. ეს ინფორმაცია გამოფენაზე თვით GM-ის შეფმა, 54 წლის ქალბატონმა მერი ბარამ დაადასტურა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში (მათ შორის, ჩვენთანაც) ელექტრომობილებზე სერიოზული შეღავათებია, შესაძლოა, Chevrolet Bolt EV უფრო იაფიც კი იყოს. ფასთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკელების დაპირებით, Bolt-ს დამუხტვის შემდეგ 320 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც ელექტრომობილისთვის უკვე სერიოზული მიღწევაა.

Auto Bild

ახლა საინტერესოა, როგორი გამოხმაურებები მოყვება ამ ავტომობილს უშუალოდ ექსპერტებისგან. ფაქტია, რომ ამ მანქანით General Motors პირველ რიგში Tesla-ს უტევს. როგორც იცით, Tesla-მ ახლო წარსულში დააანონსა კომპაქტი Tesla Model 3 და ელონ მასკი ამ მანქანის გამოშვებას ასევე 2016 წელს გეგმავს, მაგრამ Tesla Model 3 ჯერ თვალით არავის არსად უნახავს. სწორედ Tesla გვპირდებოდა, რომ ეს მანქანა 33 000 დოლარი ეღირებოდა. აღსანიშნავია, რომ Tesla-ს შემთხვევაში დაპირებულზე გვიან გამოვიდა Model S-იცა და Model X-იც.

General Motors კი Tesla-ზე წინ დადგა, რადგან ”შევროლეს” პომპეზურად არაფერი დაუანონსებია და ლაპარაკის ნაცვლად საქმე გააკეთა - წარმოადგინა საშუალო ფენისთვის ხელმისაწვდომი სრულყოფილი ელექტრომობილი, რომელიც მაქსიმუმ 30 000 დოლარი ეღირება და დამუხტვის შემდეგ 320 კილომეტრს გაივლის.

Auto Bild

General Motors-ს აქამდეც დაუმტკიცებია, რომ მხოლოდ მძლავრი პიკაპები და ყველგანმავლები კი არ გამოსდის ხარისხიანი, არამედ ჰიბრიდული ელექტრომობილებიც - გაიხსენეთ Chevrolet Volt და მისი ევროპული ანალოგი Opel Ampera.

GM-ის შეფი ირწმუნება, რომ კომპაქტურ Chevrolet Bolt-ს 320 კილომეტრზე მეტის გავლაც შეუძლია - გააჩნია მართვის მანერას და პირობებს. Bolt-ის ელემენტების 80 პროცენტამდე დამუხტვას მხოლოდ 60 წუთი (!) სჭირდება. გარდა ამისა, ”შევროლეს” სხვა დეტალებითაც სურს კლიენტების მოხიბვლა: მაგალითად, უკანა ხედვის სარკე სალონში ეკრანია, რომელსაც კამერა ემსახურება.

Auto Bild

”ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება იმაში, რომ საავტომობილო ინდუსტრია უახლოეს 5-10 წელიწადში გაცილებით მძაფრად შეიცვლება, ვიდრე ბოლო 50 წლის განმავლობაში შეიცვალა,” - აცხადებს მერი ბარა და იქვე დასძენს, Chevrolet Bolt პირველი მასობრივი ელექტრომობილი იქნებაო. თუ გავითვალისწინებთ დამუხტვის დროისა და დამუხტვის შემდეგ გარბენის შესახებ დაპირებებს, ამ მანქანას მართლაც აქვს რეალური შანსი, გახდეს პირველი მასობრივი ელექტრომობილი.

Auto Bild
General Motors-ის შეფი მერი ბარა

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსგან უდიდესი მხარდაჭერის გამო, ნორვეგიაში ელექტრომობილები უკვე მასობრივად იყიდება და გასულ წელს გაყიდული ახალი ავტომობილების 17,1 პროცენტი სწორედ ელექტრომობილი იყო - დილერებმა თითქმის 26 000 ელექტრომობილი გაყიდეს. ყველაზე გაყიდვად მოდელებს შორის იყო Volkswagen e-Golf, Tesla Model S, Nissan Leaf, BMW i3 და Renault Zoe.

ელექტრომობილის წარმატება პირველ რიგში მის გარბენზეა დამოკიდებული - რაც უფრო მეტს გაივლის დამუხტვის შემდეგ, მით მეტი იქნება მასზე მოთხოვნა. და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ General Motors-ის დაპირება Chevrolet Bolt-თან დაკავშირებით: 320 კილომეტრი!

Auto Bild

ასევე იხილეთ:
წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ
Auto Bild


ჰიუნდაის ახალი ჰიბრიდის პირველი ოფიციალური ფოტოები
Auto Bild


დემონი და ანგელოზი:
Dodge Charger Hellca და Tesla Model S P85D

Auto Bild


ახალი Tesla Model X-ის ფასი გაირკვა
Auto Bild


BMW-ს ელექტრომობილით გერმანიიდან კახეთში და უკან
Auto Bild
article image
2016-06-21 07:33:12
SUV ასე იშიფრება: Sport Utility Vehicle. მაგრამ ახალ Ford Edge-ს სპორტთან ბევრი არაფერი აკავშირებს
article image
Cat Image
2016-06-21 07:15:09
წყლის შეფრქვევა, Trackday-სპოილერი, სარბოლო სავალი ნაწილი - ეს M4 სასწაულია!
article image
Cat Image
2016-06-14 13:06:15
600 კილომეტრი SUV-კაბრიოლეტით ლიონიდან მონტე-კარლომდე: ეს ავტომობილი არავის სჭირდება, მაგრამ
სხვა სიახლეები
24.06.2016
”ბრაბუსმა” Mercedes AMG S 63 4 Matic-ის საკუთარი ვერსია წარმოადგინა - ეს გახლავთ Brabus 850 6.0 Biturbo
სრულად
21.06.2016
SUV ასე იშიფრება: Sport Utility Vehicle. მაგრამ ახალ Ford Edge-ს სპორტთან ბევრი არაფერი აკავშირებს
სრულად
21.06.2016
წყლის შეფრქვევა, Trackday-სპოილერი, სარბოლო სავალი ნაწილი - ეს M4 სასწაულია!
სრულად
ახალი ნომერი