10 ყველაზე სწრაფი SUV
10 ყველაზე სწრაფი SUV
15.01.2016
გნებავთ ყველგანმავლები ეძახეთ, გნებავთ ”ჯიპები”, გნებავთ SUV-ები - საქმე ისაა, რომ მათ სისწრაფეც შეუძლიათ! 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 5 წამზე ნაკლებ დროში? ამ სერიული SUV-ებისთვის ამგვარი აჩქარება პრობლემას არ წარმოადგენს. მე-10 ადგილით დავიწყოთ:

10. Jeep Grand Cherokee SRT
0 - 100 კმ/სთ 5,0 წამში

Auto Bild

აი, ასეთ აჩქარებას ვიღებთ მაშინ, როცა გიგანტური SUV-ის კაპოტის ქვეშ 6,4-ლიტრიანი V8 ატმოსფერული ძრავა გუგუნებს. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ SRT-ს ფასი დაახლოებით 83 000 ევროა, რაც დიახაც იაფია! შედარებისთვის: ასეთივე პოტენციალის მქონე Porsche Cayenne ორჯერ მეტი ღირს...

9. Audi RS Q3
0 - 100 კმ/სთ 4,8 წამში

Auto Bild

ეს ”აუდი” Grand Cherokee-ზე გაცილებით პატარაა, მაგრამ დიდი გული აქვს! მართალია, RS Q3-ის განკარგულებაში ”მხოლოდ” 5 ცილინდრია, მაგრამ ჯანმრთელი 340 ცხენის ძალა აქვს. რა თქმა უნდა, ახლა ბევრი იტყვის, რომ Q3 უფრო კომპაქტია, ვიდრე SUV, მაგრამ ასე არ არის. კომპაქტური SUV-ია, მაგრამ ნამდვილად SUV-ია.

8. Porsche Macan Turbo
0 - 100 კმ/სთ 4,8 წამში

Auto Bild

”კაიენივითაა”, უბრალოდ, პატარა. მართალია, Audi Q5-ის ბაზაზე შექმნილი Macan Turbo ძვირი ღირს (ფასი დაახ. 80 000 ევრო), სამაგიეროდ, ნამდვილად სამართლიანად აქვს სპორტქარების მწარმოებელი ბრენდის ლოგო.

7. Range Rover Sport SVR
0 - 100 კმ/სთ 4,7 წამში

Auto Bild

აიღეს Range Rover Sport, ჩაუდგეს 550-ცხენისძალიანი V8 და შედეგი სახეზეა: უსწრაფესი დიდი SUV!

6. Mercedes-AMG GLA 45
0 - 62 კმ/სთ 4,4 წამში

Auto Bild

ისეთივეა, როგორიც A 45 AMG - უბრალოდ, ცოტათი უფრო დიდი. და ისევე, როგორც A-კლასის შემთხვევაში, აქაც 4-ცილინდრიანი და 2-ლიტრიანი Turbo მშვენიერ სიმძლავრეს, 381 ცხენის ძალას გვთავაზობს. სწორედ ამ აგრეგატის დამსახურებაა, რომ კომპაქტური AMG GLA 45 საკმაოდ ველური ქროსოვერია.

5. Mercedes-AMG GLS 63
0 - 100 კმ/სთ 4,6 წამში

Auto Bild

ეს კი ”მერსედესის” ყველაზე დიდი და მდიდრული SUV-ია. ვიწრო შარაგზებზე მართვისას თვით საბაზო, 3-ლიტრიან V6 დიზელსაც კი საკმაო კონცენტრაცია ჭირდება. აი, 585-ცხენისძალიანი ვერსია კი ამ მხრივ, რა თქმა უნდა, უარესია. ცხადია, პოზიტიური მნიშვნელობით...

4. Mercedes-AMG GLE 63 S / GLE 63 S Coupé
0 - 100 კმ/სთ 4,2 წამში

Auto Bild

GLE (ყოფილი Mercedes ML) და მისი BMW X6-ის მიმბაძველი GLE Coupe თავიანთი საუკეთესო შესრულებით 100 კმ/სთ-მდე 4,3 და 4,2 წამში ჩქარდებიან. V8-Biturbo და 585 ცხენის ძალის ძალა ხუმრობა არაა.

3. BMW X5M / X6M
0 - 100 კმ/სთ 4,2 წამში

Auto Bild

BMW-ს X მოდელების M-შესრულებაში ყველაზე მთავარი მათი სისწრაფე ან გარეგნობა კი არ არის, არამედ ის, რომ სხვა მძღოლები ყველგან და ყოველთვის მეტად უკმაყოფილო მზერას მოგაპყრობენ. თუმცა X5M და X6M, ცხადია, ძალიან სწრაფებიც არიან.

2. Porsche Cayenne Turbo S
0 - 100 კმ/სთ 4,1 წამში

Auto Bild

Turbo S-ის მაქსიმალური სისწრაფე 284 კმ/სთ-ია, ფასი კი, დაახლოებით 150 000 ევრო. 4,1 წამში აჩქარება გადასარევია, მაგრამ მიუხედავად ამისა, Cayenne Turbo S მაინც მეორე ადგილზეა.

1. Bentley Bentayga
0 – 100 კმ/სთ 4,1 წამში

Auto Bild

”ბენტლის” პირველი SUV ამ ათეულში ყველაზე მძლავრი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძვირია. 2,4-ტონიანი მანქანა 608-ცხენისძალიანი სიმძლავრის დამსახურებით მაქსიმუმ 301 კმ/სთ-ს ავითარებს და 100 კმ/სთ-მდე 4,1 წამში ჩქარდება. მინიმალური ფასი? 208 000 ევრო.

ასევე იხილეთ:
5 საუკეთესო ჰიპერქარი დღესდღეობით
Auto Bild


ათი იდიოტი საჭესთან (+10 VIDEO)
Auto Bild


ყველაზე სწრაფები მსოფლიოში - 200 კმ/სთ 8,2 წამში!
Auto Bild


25 საუკეთესო გზა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის
Auto Bild


10 ყველაზე წარმატებული ელექტრომობილი
Auto Bild


10 საუკეთესო საგზაო ფილმი
Auto Bild

article image
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
article image
Cat Image
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
article image
Cat Image
2016-07-13 11:04:05
ფოტოები მოგვეწონა, დაპირებებიც მოვისმინეთ, ახლა კი დროა, ახალმა ”ალფამ” რეალურად დაგვიმტკიცოს, რომ მართლა კარგი მანქანაა
სხვა სიახლეები
26.07.2016
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
21.07.2016
კომპანია Lada Sport-მა არქივიდან უიშვიათესი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ფოტოზე ხედავთ ფორმულა 1-ის ლეგენდას, აირტონ სენას, რომელიც ВАЗ-21011-ს მართავს!
სრულად
21.07.2016
”ჯიპი” იუბილეს ზეიმობს. აგერ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელებს საზეიმო განწყობა აქვთ, რადგან ზუსტად 75 წელი გავიდა მას მერე, რაც მსოფლიომ პირველი Willys-Jeep იხილა.
სრულად
ახალი ნომერი