ნისანის მონსტრი პიკაპი დიზელის 8-ცილინდრიანით!
ნისანის მონსტრი პიკაპი დიზელის 8-ცილინდრიანით!
15.01.2016
Warrior Concept-ის სახით ”ნისანმა” დეტროიტში Titan-ის ექსტრემალური ვერსია წარმოადგინა , რომელსაც დიზელის 5-ლიტრიანი V8 აგრეგატი უდგას.

Auto Bild

XXL-ფორმატის Hardcore პიკაპი ”ნისანისგან”: იაპონელებმა დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Titan XD-ს ბაზაზე შექმნილი მონსტრი გვიჩვენეს, რომელსაც Nissan Titan Warrior ჰქვია. მართალია, ეს მხოლოდ და მხოლოდ სტუდიური მოდელია, მაგრამ გვიჩვენებს, როგორ წარმოუდგენია ”ნისანს” ლეგენდარული Ford Raptor-ის ან Dodge Ram Rebel-ის მეტოქე.

Auto Bild

4-კარიანი (პიკაპების ენაზე Crew Cab-ად წოდებული) ”ტიტანი” ჩვეულებრივ ვერსიაზე 8 სანტიმეტრით მაღალია. მეტი კლირენსი არა მარტო უკეთესი გამავლობის საწინდარია, არამედ 37-იანი ოფროუდ-საბურავებისთვისაც ქმნის საჭირო ადგილს. გარდა ამისა, წინა და უკანა მხარე უფრო გაგანიერებულია - იმდენად, რომ Warrior Concept სიგანეში 2,20 მეტრი გამოდის.

Auto Bild

ცხადია, წინა და უკანა მაშუქები LED-ტექნიკითაა აღჭურვილი. თუმცა Titan Warrior Concept-ს დამატებითი LED-მაშუქები აქვს - სახურავზე. ასევე კარბონის სპოილერი უკან და 4-მაყუჩიანი გამოსაბოლქვი სისტემა. ძრავა 5-ლიტრიანი V8 გახლავთ - რა თქმა უნდა, დიზელი. სიმძლავრე: 314 ცხენის ძალა. გადაცემათა კოლოფი 6-საფეხურიანი ავტომატიკაა. Titan Warrior Concept-ის სერიულ წარმოებაზე ”ნისანში” ალბათ მაინც არ ფიქრობენ - არადა, ცხადია, რომ მოძალადე Ford Raptor-ის ან ექსტრემალური Dodge Ram Rebel ღირსეული ალტერნატივა იქნებოდა.

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
Ford F-150 Raptor Supercrew - ამერიკის სიამაყე
Auto Bild


პიკაპის ტიუნინგი ამერიკულად - Ford F-150
Auto Bild


8 ცილინდრი და ალილუია
Auto Bild


გონივრული პიკაპი: ახალი Mitsubishi L200
Auto Bild


მონსტრი ჯიპები ამერიკიდან (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


როგორი იქნება მერსედესის პიკაპი?
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild
article image
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
article image
Cat Image
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
article image
Cat Image
2016-07-13 11:04:05
ფოტოები მოგვეწონა, დაპირებებიც მოვისმინეთ, ახლა კი დროა, ახალმა ”ალფამ” რეალურად დაგვიმტკიცოს, რომ მართლა კარგი მანქანაა
სხვა სიახლეები
26.07.2016
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
21.07.2016
კომპანია Lada Sport-მა არქივიდან უიშვიათესი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ფოტოზე ხედავთ ფორმულა 1-ის ლეგენდას, აირტონ სენას, რომელიც ВАЗ-21011-ს მართავს!
სრულად
21.07.2016
”ჯიპი” იუბილეს ზეიმობს. აგერ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელებს საზეიმო განწყობა აქვთ, რადგან ზუსტად 75 წელი გავიდა მას მერე, რაც მსოფლიომ პირველი Willys-Jeep იხილა.
სრულად
ახალი ნომერი