ყველაზე შთამბეჭდავი ავტოები 2015, მე-8 ადგილი: Volvo XC90
ყველაზე შთამბეჭდავი ავტოები 2015, მე-8 ადგილი: Volvo XC90
18.01.2016
2015 წელს AUTO BILD-ის ფარეხში 700-ზე მეტი ახალი ავტომობილი იმყოფებოდა. გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ, რომელმა მანქანებმა მოახდინეს ჩვენი ჟურნალის ავტორებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.

ძვირფასო სანტა, შეფუთე ეს მანქანები ლამაზად და დაგვიყენე საახალწლოდ ნაძვის ხის ქვეშ კი არა და, სახლის წინ! დიახ, ძვირფასო მკითხველებო, ისევე, როგორც თქვენ, ჩვენ, AUTO BILD-ის ავტორებსაც გვაქვს ოცნებები და რა საკვირველია, ჩვენი ოცნებებიც ავტომობილებს უკავშირდება. ბედნიერები ვართ იმით, რომ მთელი წლის განმავლობაში ახალ მანქანებს ვტესტავთ, მაგრამ საკუთარი მაინც სულ სხვაა. საავტომობილო ოცნება მაშინაა ასრულებული, როცა შენი ოცნების მანქანა საკუთარ ფარეხში გიდგას.

აი, მაგალითად, 7 აგვისტოს AUTO BILD-ის ფარეხში წლის პირველი ”ფორდ მუსტანგი” შემოვიდა. ფარეხი ქვემოთ გვაქვს, მაგრამ ამ მანქანის ხმა შენობის მეექვსე სართულზე, ოფისის ფინანსურ დეპარტამენტშიც კი ესმოდათ. ან 29 ოქტომბერი რად ღირს, როცა ჩვენთან პირველად შემოგოგმანდა ახალი BMW-ს ახალი ”მეშვიდე სერია”.

Auto Bild
AUTO BILD-ის სატესტო ავტომობილების ავტოფარეხი ჰამბურგში, აქსელ შპრინგერის საგამომცემლო სახლის ოფისში

ეს ისეთი მანქანებია, რომლებზეც ჩვენი ტესტ-კოორდინატორი გუნარ ჰაიში ყველას ერთსა და იმავეს ეუბნება ხოლმე: ”ის აქ არის!” ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ოფისის ლიფტთან მაშინვე საცობი იქმნება - ყველა ხვდება, რომ ფარეხში განსაკუთრებული მანქანა შემოიყვანეს და ყველა ფარეხში ჩადის სანახავად, ხელის შესახებად, მოსასმენად.

ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ ჟურნალის ავტორებიც შთაბეჭდილებები შევაჯამოთ და წარმოგიდგინოთ 15 მანქანა, რომლებმაც წელს ჩვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. როგორ შედგა ეს თხუთმეტეული? გუნარ ჰაიშმა 15 ავტორს ერთი კითხვა დაუსვა: ”წელს გატესტილებიდან რომელს იყიდდით?” შედეგად შედგა ეს TOP 15.

მე-15 ადგილი: Mercedes Maybach S 600

მე-14 ადგილი: BMW 7er

მე-13 ადგილი: Lamborghini Aventador

მე-12 ადგილი: Honda Civic Type R


მე-11 ადგილი: Porsche 911 GT3 RS

მე-10 ადგილი: Ford Mustang

მე-9 ადგილი: Opel Astra

დირკ ბრანკეს ფავორიტი
მე-8 ადგილი: Volvo XC90

Auto Bild

”ვოლვო” დაბრუნდა! სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც ეს Volvo XC90 გვამცნობს, რადგან ესაა პირველი სრულიად ახალი ”ვოლვო” საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ - ”ფორდის” ან სხვა უცხო ტექნიკის გარეშე. გარდა ამისა, XC90 ზოგადადაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ავტომობილია. ეს გახლავთ SUV იშვიათი ელეგანტურობით და, მიუხედავად სიდიდისა, ყოველგვარი აგრესიის გარეშე.

Auto Bild

ავტომობილის ასე შესრულება ლამის მხოლოდ სკანდინავიელებს შეუძლიათ - ეს არის სოლიდურობისა და კომფორტის, ელეგანტურობისა და პრაქტიკულობის იდეალური ნაზავი. სერიოზული ტევადობა, შესანიშნავი სავარძლები, თანამედროვე მულტიმედია და უსაფრთხოების უახლესი ასისტენტ-სისტემები - Volvo XC90 ასი პროცენტით შემდგარი ავტომობილია.

მართალია, 4-ცილინდრიანი ძრავა შეიძლება ბევრს ეცოტავოს, მაგრამ Volvo XC90-ში ეს მხოლოდ გონივრულობის ნიშანია. 4-ცილინდრიანი ძრავა XC90-ის ტიპაჟს დიახაც უხდება.

Auto Bild

Volvo XC90 დიდი ზომის SUV-ია და აქვს ყველაფერი, რაც უნდა ჰქონდეს: ტევადია, პრაქტიკული, მდიდრული და კომფორტული. ამასთან, მოყვება შვედური შარმი, რომელშიც გონივრულობა, სტილი და უსაფრთხოება გემოვნებითაა შეზავებული.
დირკ ბრანკე

Auto Bild

ასევე იხილეთ:
მე-9 ადგილი: Opel Astra

Auto Bild


მე-10 ადგილი: Ford Mustang
Auto Bild


მე-11 ადგილი: Porsche 911 GT3 RS
Auto Bild


მე-12 ადგილი: Honda Civic Type R
Auto Bild


მე-13 ადგილი: Lamborghini Aventador
Auto Bild


მე-14 ადგილი: BMW 7er
Auto Bild


მე-15 ადგილი: Mercedes Maybach S 600

Auto Bild
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
19.01.2017
გამოსვლის დღიდან, BMW M2-მა უამრავი ქება-დიდება დაიმსახურა. ბევრი მას გერმანული კომპანიის M-მოდელებს შორის, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოსაც კი უწოდებს.
სრულად
19.01.2017
ამ ავტომობილის შესახებ, შესაძლოა, გერმანული კომპანიის ბევრ თავგამოდებულ ფანსაც არაფერი სმენია.
სრულად
19.01.2017
რა შუაშია საბჭოური, მოძველებული და თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამო უაზ-ი? საქმე ისაა, რომ ეს უგზოობის ავტომობილი ამომავალი მზის ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული ყოფილა.
სრულად
ახალი ნომერი