რუსეთი VS ამერიკა - 2015 წლის ავტოგაყიდვებით
რუსეთი VS ამერიკა - 2015 წლის ავტოგაყიდვებით
19.01.2016
2015 წლის გაყიდვების მონაცემები უკვე ყველა ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა. ცნობილია ისიც, თუ რომელ ქვეყნებში რომელი და რამდენი ახალი ავტომობილი გაიყიდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა აშშ-ის და რუსეთის საავტომობილო ბაზრების შედარება, რაც, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ.

ფოტოგალერეებში ნახავთ აშშ-სა და რუსეთში 2015 წელს გაყიდული ახალი ავტომობილების TOP 25-ს - რეიტინგების კონკრეტული მოდელებისა და გაყიდვების რაოდენობის მიხედვით. მანამდე კი საინტერესო ფაქტები:

► აშშ-ში 2015 წელს გაყიდული ახალი ავტომობილების საუკეთესო სამეულში, რა თქმა უნდა, სამივე პიკაპია - Ford F-150, Chevrolet Silverado და Dodge Ram.

► რუსეთში 2015 წელს გაყიდული ახალი ავტომობილების საუკეთესო სამეული კი ასე გამოიყურება: Lada Granta, Hyundai Solaris და Kia Rio.

Auto BildAuto Bild
რუსეთისა და აშშ-ის ავტოგაყიდვების ლიდერები: Lada Granta და Ford F-150

► ცხადია, აშშ-ში გაცილებით მეტი ახალი ავტომობილი იყიდება, ვიდრე რუსეთში. შედარებისთვის: აშშ-ი გაყიდვების ლიდერი Ford F-150 გახლავთ - 2015 წელს 780 354 ახალი F-150 გაიყიდა, ხოლო რუსეთის ლიდერი კი Lada Granta გახლავთ - მხოლოდ 120 182 ეგზემპლარი. ასევე შედარებისთვის: აშშ-ში 2015 წელს 194 854 ახალი Chevrolet Malibu გაიყიდა და ეს ავტომობილი ამერიკაში 25-ე ადგილზეა.

► აშშ-ის TOP 25-ში არცერთი ევროპული ავტომობილი არ არის. საუკეთესო 25-თან ყველაზე ახლოსაა Volkswagen Jetta, რომელიც 36-ე ადგილზეა (131 109 ეგზემპლარი).

Auto Bild

► რუსეთის TOP 25-ში 6 რუსული ავტომობილია. მაგალითად, მე-9 ადგილზეა ”ნივა” – 2015 წელს რუსეთში 35 312 ახალი ”ნივა” გაიყიდა. თუმცა რუსულ ავტომობილებად უნდა ჩავთვალოთ სხვა ზოგიერთი მოდელიც, რომლებიც რუსეთში იწარმოება.

► რუსეთის TOP 25-ში არ არის არცერთი ამერიკული ავტომობილი - Chevrolet Niva-ს ამერიკულ პროდუქტს ვერ უწოდებ.

ახლა კი გადახედეთ ორივე ფოტოგალერეას, ნახეთ ორივე TOP 25 დეტალურად და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. დასკვნების გაკეთებისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 144 მილიონია, ხოლო აშშ-ის - 319 მილიონი.

იხილეთ გალერეა:
TOP 25: რუსეთის ავტოგაყიდვები 2015
Auto Bild


იხილეთ გალერეა:
TOP 25: ამერიკის ავტოგაყიდვები 2015
Auto Bild
article image
2016-06-27 11:30:59
ესეც ასე! თქვენ წინაშეა Mercedes-AMG-ს ახალი ტოპ-მოდელი: Mercedes AMG GT R. ახალი სუპერსპორტული ავტომობილი 585 ცხენის ძალით
article image
Cat Image
2016-06-21 07:33:12
SUV ასე იშიფრება: Sport Utility Vehicle. მაგრამ ახალ Ford Edge-ს სპორტთან ბევრი არაფერი აკავშირებს
article image
Cat Image
2016-06-21 07:15:09
წყლის შეფრქვევა, Trackday-სპოილერი, სარბოლო სავალი ნაწილი - ეს M4 სასწაულია!
სხვა სიახლეები
27.06.2016
ესეც ასე! თქვენ წინაშეა Mercedes-AMG-ს ახალი ტოპ-მოდელი: Mercedes AMG GT R. ახალი სუპერსპორტული ავტომობილი 585 ცხენის ძალით
სრულად
24.06.2016
”ბრაბუსმა” Mercedes AMG S 63 4 Matic-ის საკუთარი ვერსია წარმოადგინა - ეს გახლავთ Brabus 850 6.0 Biturbo
სრულად
21.06.2016
SUV ასე იშიფრება: Sport Utility Vehicle. მაგრამ ახალ Ford Edge-ს სპორტთან ბევრი არაფერი აკავშირებს
სრულად
ახალი ნომერი