ვოლვო თავიდან იბადება! (+ VIDEO)
ვოლვო თავიდან იბადება! (+ VIDEO)
21.01.2016
Audi A6-ის, BMW 5er-ის და Mercedes E-კლასის ახალი კონკურენტი: ”ვოლვოს” ახალი სედანი S90

”ვოლვოს” საქმეები კარგად მისდის. გასული წლის ნოემბერი შვედური ავტომწარმოებლის არსებობის ისტორიაში საუკეთესო თვე იყო. ამასთან, 2015 წელი თითქმის 500 000 წარმოებული ავტომობილით სარეკორდო წელი გამოვიდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ შვედებს უფრო მეტი უნდათ! 2020 წელს 800 000 მანქანის წარმოებას გეგმავენ.

Auto Bild

”პირველად ხდება ისე, რომ ჩვენ უკვე რეალურად დამოუკიდებელი ფირმა ვართ,” - აცხადებს ”ვოლვოს” შეფი ჰაქან სამუელსონი. რას გულისხმობს? რა თქმა უნდა, იმას, რომ მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი ეს ფირმა ჯერ ”ვოლვოს” დიდ კონცერნს ეკუთვნოდა, რომელიც სატვირთო ავტომობილებს, ტრაქტორებს და კიდევ ბევრ რამეს აწარმოებს, მერე კი ”ფორდის” საკუთრებაში იყო. ამრიგად, მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი ”ვოლვო” ოჯახის უფროსი არ იყო. აი, 2010 წლიდან კი Geely-ს ჩინელებს ეთქმით სიტყვა და მას მერე ”ვოლვომ” მსუბუქ მანქანებში ძალიან სერიოზული ინვესტიცია (დაახლოებით 10 მილიარდი ევრო) ჩადო, რამაც კომპანიას ახალი შესაძლებლობებისკენ გზა გაუხსნა. ამიტომაც ამბობს სამუელსონი: ”ჩვენი მიზანი ისაა, რომ პრემიუმ-სეგმენტში ნაღდ ალტერნატივად ჩამოვყალიბდეთ!”

ამ გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი მოდელი სწორედ S90 გახლავთ. ქალაქის სერიოზული სედანი, რომლის სიგრძე 4,96 მეტრია, სიგანე კი - 1,88 მეტრი. ავტომობილი, რომელიც, როგორც ”ვოლვოს” ეკადრება, ძალიან სერიოზულადაა შესრულებული.

Auto Bild
დააკვირდით და მიხვდებით, რომ ამ მანქანით სიამოვნებით იმგზავრებთ

Auto Bild
ტევადი ინტერიერი, ხარისხიანი შესრულება

Auto Bild
გადაცემათა კოლოფის ასეთ ბერკეტს ჰიბრიდში შეხვდებით

ინტერიერის ცენტრალური ელემენტი ვერტიკალურად დამონტაჟებული დიდი ეკრანია. ”ეს ეკრანი iPad-ზე სამჯერ უფრო მკვეთრია და მას ხელთათმანებითაც მოიხმართ!” - ამაყად ამბობს ”ვოლვოს” შეფ-დიზაინერი თომას ინგენლათი. ამ სენსორული ეკრანის მენიუში უამრავი ფუნქციაა შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ზედმეტი ღილაკი თუ ჩამრთველ-გადამრთველი დაიზოგა. ამიტომაცაა, რომ ავტომობილის კოკპიტი ძალიან დალაგებული და გასაგებია. გარდა ამისა, სალონში შეხვდებით ტყავს, ხეს, ქრომს, რაც სკანდინავიურად ძვირფას გარემოს ქმნის. ეს ისეთი გარემოა, რომლითაც ”ვოლვოს” ნამდვილად აქვს შანსი ისეთი კონკურენტების წინააღმდეგ, როგორებიცაა Audi A6, BMW 5er და Mercedes E-კლასი.

Auto Bild
უკან სივრცე საკმარისია, მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ავტორი სიმაღლეში 1,93 მეტრია

ესეც რომ არ იყოს, ”ვოლვომ” ტექნიკური თვალსაზრისითაც სერიოზული ნაბიჯები გადადგა. კაპოტის ქვეშ ახალი 4-ცილინდრიანი, 2 ლიტრი მოცულობის ძრავა დგას, რომელსაც T6-ბენზინის აგრეგატის სახით 320 ცხენის ძალა აქვს, ხოლო D4-დიზელის სახით კი - 190 ცხენის ძალა. ხელმისაწვდომია D5-იც, რომლის სიმძლავრე 235 ცხენის ძალაა და ასევე T8-ჰიბრიდი 407-ცხენისძალიანი სისტემური სიმძლავრით.

Auto Bild
საზურგე იყოფა როგორც 1/3, ისე 2/3. ღილაკზე ერთი დაჭერაც საკმარისია

”ვოლვოსთვის” დამახასიათებელი და აუცილებელი თემა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხია. ამიტომაცაა, რომ S90 გამოდის სრულიად ახალი სისტემით, რომელიც წინასწარ გაცნობებთ, რომ, მაგალითად, გზაზე დიდმა ცხოველმა უნდა გადაგირბინოთ. ამასთან, მანქანას მოსდევს ნახევრად ავტომატიზირებული მართვის ასისტენტიც. ევროპაში ახალი Volvo S90-ის გაყიდვები ზაფხულში იწყება. საწყისი ფასი: დაახლოებით 40 000 ევრო.

დასკვნა
ყოველგვარი ”თუს” და ”მაგრამის” გარეშე უნდა ითქვას, რომ ეს Volvo S90 კარგად, მეტიც, ძალიან კარგად გამოიყურება. ეს პირველ რიგში შემდგარ, ხარისხიან და ტევად ინტერიერს ეხება. ზოგადად კი, ეს არის სკანდინავიური დიზაინი მისი საუკეთესო გაგებით - იგრძნობა სტილი, პრაქტიკულობა და ხარისხი.
დირკ ბრანკე

Auto Bild
დაკუთხული უკანალი C-ს ფორმის მაშუქებით

ინტერვიუ
თომას ინგენლათი, ”ვოლვოს” შეფ-დიზაინერი 2012 წლიდან

Auto Bild

- რა იყო მთავარი მიზანი S90-ზე მუშაობისას?

- ეს უნდა ყოფილიყო ნაღდი ”ვოლვო”, ჩრდილოური ელეგანტურობითა და თავისი კლასიკური ატრიბუტებით. ჩვენ ძვირფასი, ნამდვილი პრემიუმ-სედანი შევქმენით.

- რამდენად გაითვალისწინეთ ”ვოლვოს” ისტორია? მაგალითად, ცხაურა ძალიან გვაგონებს P 1800-ს.

- ეს მართლა ძალიან ლამაზი ცხაურაა, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში მომავლისკენ ვიყურებით. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ LED-მაშუქებს, რომლებიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ.

Auto Bild

- რატომ დგას ცენტრალური ეკრანი ვერტიკალურად?

- ჩვენი აზრით, ასე ჯობია - მაგალითად, ნავიგაციის დროს, რადგან რუკა ასე გაცილებით უკეთ ჩანს და უკეთ ხედავ, სად მიდიხარ.

იხილეთ ვიდეო: ”ვოლვოს” ახალი სედანი S90



ასევე დაგაინტერესებთ:
ყველაზე შთამბეჭდავი ავტოები 2015, მე-8 ადგილი: Volvo XC90
Auto Bild


მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


შვედი გოლიათი და ანჯელინა ჯოლი
Auto Bild
article image
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
article image
Cat Image
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
article image
Cat Image
2016-07-13 11:04:05
ფოტოები მოგვეწონა, დაპირებებიც მოვისმინეთ, ახლა კი დროა, ახალმა ”ალფამ” რეალურად დაგვიმტკიცოს, რომ მართლა კარგი მანქანაა
სხვა სიახლეები
26.07.2016
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
21.07.2016
კომპანია Lada Sport-მა არქივიდან უიშვიათესი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ფოტოზე ხედავთ ფორმულა 1-ის ლეგენდას, აირტონ სენას, რომელიც ВАЗ-21011-ს მართავს!
სრულად
21.07.2016
”ჯიპი” იუბილეს ზეიმობს. აგერ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელებს საზეიმო განწყობა აქვთ, რადგან ზუსტად 75 წელი გავიდა მას მერე, რაც მსოფლიომ პირველი Willys-Jeep იხილა.
სრულად
ახალი ნომერი