”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!
”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!
21.01.2016
ლეგენდის მიხედვით, ზევსის მამა კრონოსი თავის შვილებს ჭამდა, რადგან ურანმა მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილის ხელით. ამიტომ დედამისმა რეამ იგი გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა, მან მოკლა მამამისი და აასრულა ურანის წინასწარმეტყველება.

ეს ლეგენდა ზედგამოჭრილია ამ AMG G-კლასზეც, რომელზეც DMC-ის ბიჭებმა იმუშავეს და აი, ასეთი შედეგი მიიღეს.

Auto Bild

DMC-ის ტიუნერებმა სახელი Lamborghini-ზე მუშაობით გაითქვეს, ახლა კი თავიანთი მორიგი პროექტი წარმოადგინეს, რაც მათ კიდევ უფრო პოპულარულს გახდის. ეს არის DMC G63 AMG, რომელსაც შემქმნელები ”ზევსს” უწოდებენ. ტიუნერები ამგვარ სამუშაოებს G65-ზე, G63-ზე და G55-ზე გვთავაზობენ. მათთვის მთავარი ისაა, რომ G-კლასმა მაქსიმალურად მრისხანე და აგრესიული გამოხედვა მიიღოს.

Auto Bild

ავტომობილის წინა მხარე, მათ შორის, ბამპერებიც, კარბონისაა - ისევე, როგორც კაპოტი და სახურავი. მანქანა იმდენად გაგანიერებულია, რომ ყველაზე დიდი ზომის G-კლასი გამოდის. თუმცა DMC-ის ბიჭები გვამშვიდებენ: ტექ-დათვალიერება სრულად აქვს გავლილი და ზომები ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებსო.

Auto Bild

DMC G63 AMG ”ზევსს” 880-ცხენისძალიანი მონსტრი აგრეგატი უდგას, რომლის ამუშავებისთანავეც ყველა მეზობელს შეაშინებთ. ხოლო ღამით, ”ზევსი” თავისი განსაკუთრებული განათების სისტემით მოახდენს ძალაუფლების დემონსტრირებას. ინტერიერში იტალიური ტყავი და ალკანტარა დომინირებს. DMC-ის ტიუნერებმა ”ზევსი” პირველად იანვრის დასაწყისში, ჰონგ კონგში წარადგინეს - შექმნილია მხოლოდ 10 ეგზემპლარი. ფასი შეთანხმებითო...

Auto Bild

იხილეთ ვიდეო: DMC G63 AMG ”ზევსი”


ასევე დაგაინტერესებთ:
ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]
Auto Bild


როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...
Auto Bild


”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები
Auto Bild


სპორტქარები 1000-ზე მეტი ცხენის ძალით
Auto Bild


G-კლასების ტიუნინგი Mansory და Mcchip-dkr-სგან
Auto Bild


Girls, Girls, Girls
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
24.05.2017
რუსეთის რეგიონებში რომ ძალიან ცუდი გზებია, ამის შესახებ ადრეც ვწერდით. სტილისტმა ანა მოსკვიჩევამ გადაწყვიტა, პროტესტი
სრულად
22.05.2017
„მერსედესმა“ თავის ლუქს-კლასის ბრენდ „მაიბახის“ უგზოობის მოდელი „G650 ლანდოლე“ რამდენიმე თვის წინათ გაგვაცნო.
სრულად
22.05.2017
სათაურის წაკითხვის შემდეგ ალბათ იფიქრეთ, რომ ჩინური ელექტრომობილი უნდა გაგაცნოთ, რადგან ყველაზე იაფი ელექტრომობილები სწორედ ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არა
სრულად
ახალი ნომერი