BMW i8 Procar კარგი იქნებოდა...
BMW i8 Procar კარგი იქნებოდა...
22.01.2016
ხანდახან საავტომობილო რენდერების არარეალური სამყაროს დათვალიერება გვიწევს. ამ მანქანებმა, შესაძლოა, დღის სინათლე საერთოდ ვერ ნახონ (ალბათ, ასეც იქნება), მაგრამ ოცნებას ვინ აგვიკრძალავს? აბა, შეეგებეთ - BMW i8 Procar, ნიჭიერი ბრიტანელი მხატვრისა და ფოტოშოპის ოსტატის, კაიზილ სალიმის მორიგი ნამუშევარი. თქვენ წინაშეა BMW i8 ჰიბრიდული სპორტქარისა და უმძლავრესი BMW M1 Procar-ის ნაზავი. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ ულამაზეს, კაშკაშა და ხმაურიან სარბოლო ავტომობილად ითვლება ავტოსპორტის ისტორიაში.

Auto Bild

არის ეჭვი, რომ i8 Procar სახელს ვერ მოიხვეჭდა, რადგან ის სანახევროდ ელექტრონულია, თუმცა ყურადღებას კი იპყრობს. და „ფოტოშოპურ“ შემოქმედებაში მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი. M1 Procar-ის ყველა საფირმო მახასიათებელი ადგილზეა: დიდი უკანა სპოილერი, ამობურცული დისკები, აეროიდინამიკური ელემენტები, რომელიც გზის ზედაპირს ლამის ეხახუნება. სარბოლო „ბიმერების“ ფერთა კლასიკური შეხამებაც კი არ არის დავიწყებული - თეთრი, წითელი, მუქი ცისფერი და ლურჯი. ყველაფერი ჭკუით არის გაკეთებული. ასე, რომ...

Auto Bild

BMW i8 Procar არარეალურია, მაგრამ ამასთან, არარეალურად უძლიერესია. შთაბეჭდილება მოახდინა! შეხედეთ, აქ საქარე მინაზე წარწერაც გვხვდება - Piquet. ორიგინალში ეს მანქანა ნელსონ პიკეს ეკუთვნოდა, ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ბრაზილიელ ჩემპიონს, რომელმაც BMW M1 Procar-ის სარბოლო სერია 1980 წელს მოიგო. i8-ის შემთხვევაში ის თავისუფლად მოუხდებოდა მის ვაჟს, ნელსინიუ პიკეს, Formula E-ს მოქმედ ჩემპიონს.
დავით ჩუბინიძე

Auto Bild
ორიგინალში ეს მანქანა ნელსონ პიკეს ეკუთვნოდა, ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ბრაზილიელ ჩემპიონს, რომელმაც BMW M1 Procar-ის სარბოლო სერია 1980 წელს მოიგო

ასევე იხილეთ:
BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
Auto Bild


ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild


BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
Auto Bild


10 ყველაზე სწრაფი SUV
Auto Bild


ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
20.01.2017
ადრეც ვწერდით, რომ BMW წარმოებისთვის თავის ახალ დიდ SUV-ს, მოდელ X7-ს ამზადებს.
სრულად
20.01.2017
„ეარბასის“ ჯგუფი წლის ბოლოს ავტონომიური მფრინავი ავტომობილის ტესტირების დაწყებას აპირებს. მფრინავი მანქანა სპეციალურად
სრულად
19.01.2017
გამოსვლის დღიდან, BMW M2-მა უამრავი ქება-დიდება დაიმსახურა. ბევრი მას გერმანული კომპანიის M-მოდელებს შორის, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოსაც კი უწოდებს.
სრულად
ახალი ნომერი