ინფინიტი 48 000 ლურსმნით!
ინფინიტი 48 000 ლურსმნით!
22.01.2016
აილინგთონის ბიზნეს ცენტრში, თანამედროვე ხელოვნების უდიდეს ბრიტანულ ბაზარზე London Art Fair, ”ინფინიტიმ” ე.წ. „არტ-ქარად“ ქცეული Q30 წარადგინა. ამ მანქანაზე მხატვარი რეიჩელ დაკერი მუშაობდა, რომელიც ლითონის მავთულებისგან დამზადებული ხალხის ქანდაკებებით არის ცნობილი. მან ავტომობილის ძარაზე სპილენძის 48 ათასი ლურსმანი დააწება.

Auto Bild

ლურსმნები მანქანის მხოლოდ ერთ ნახევარს ფარავს (Q30-ის მეორე ნახევარი საერთოდ ხელუხლებელი დარჩა). დაკერის თქმით, თითოეული ლურსმნის დასაწებებლად, მას დაახლოებით ათი წამი ჭირდებოდა. ამგვარად, მთელ სამუშაოზე მან რვა ათასი წუთი ანუ ხუთნახევარი დღე დახარჯა.

რეიჩელ დაკერმა მოამზადა აგრეთვე ქალის ფიგურა, რომელიც ფანჯრიდან იყურება. მხატვრის ჩანაფიქრის მიხედვით, სკულპტურამ ავტომობილის სწრაფი მოძრაობის შეგრძნება უნდა აღძრას.

Auto Bild

Infiniti Q30 გასული წლის შემოდგომაზე წარადგინეს. მოდელი Mercedes Benz-თან ერთად არის შემუშავებული და გერმანულ შასისა და ძრავაზეა აწყობილი. სიახლეს, 107 და 208-ცხენისძალიანი სიმძლავრის, 1.5 და 2.2 ლიტრი მოცულობის ბენზინისა და დიზელის ძრავებით სთავაზობენ. ავტომობილი ფირმის პირველი მოდელი გახდება, რომელსაც ევროპაში ააწყობენ.
დავით ჩუბინიძე

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ინფინიტის ახალი სპორტული კუპე (+ VIDEO)
Auto Bild


ნისანის მონსტრი პიკაპი დიზელის 8-ცილინდრიანით!
Auto Bild


ინფინიტის ახალი კომპაქტი: Q30

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-03-27 08:46:10
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
article image
Cat Image
2017-03-27 06:42:59
”ლენდ როვერმა” ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა...
article image
Cat Image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სხვა სიახლეები
27.03.2017
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
სრულად
27.03.2017
„როლს-როისი“ ყველასგან გამორჩეულ ავტომობილებს აწარმოებს. მისი წარმოება შეზღუდულია
სრულად
27.03.2017
როგორ ფიქრობთ, სათამაშო, ძრავიან და რადიომართვად პატარა ავტომობილებს, ჯგუფური ბუქსირით ორტონიანი პიკაპის დაძვრა შეუძლიათ?
სრულად
ახალი ნომერი