პორშეს ცივსისხლიანი ქილერი (+ VIDEO)
პორშეს ცივსისხლიანი ქილერი (+ VIDEO)
25.01.2016
911-ის რეალურად საშიში მეტოქე აქამდე არ ჩანდა. ახლა კი მაკლარენი გამოჩნდა - რა შანსი აქვს ამ ბრიტანულ სპორტქარს?

...და ამას ქვია ახალი? ვიზუალურად 570S-იც ისე გამოიყურება, როგორც თითოეული სხვა თანამედროვე ”მაკლარენი”. თუმცა ამ ფაქტმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. საქმე ისაა, რომ ეს Coupe ”მაკლარენს” 200 000 ევროზე მნიშვნელოვნად ნაკლები უღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზზე პირდაპირი გაგებით Porsche 911 Turbo S-ის კონკურენტი გამოჰყავს. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, ყველა სპორტქარის მასშტაბია.

Auto Bild

მოდით, გამონაკლისი დავუშვათ და დასკვნა ახლავე, ამ უმძაფრესი სპორტქარის 8-საათიანი მართვის შემდეგ გავაკეთოთ. ჩვენთვის ცხადია, რომ: საუკეთესო 911 თავის ფანებს პირველ რიგში ტვინში აღაფრთოვანებს, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, არ არის ამ ექსტრემალურად მაგარ ”მაკლარენზე” უკეთესი ყოველდღიურ ხმარებაში. 570S სადღაც WOW-სა და ”ღმერთო ჩემოს” შორისაა.

ის ფაქტი, რომ ბრიტანელი ყოველდღიურ ხმარებაშიც არაა შემაწუხებელი, პირველ რიგში 650S-ზე 11 სანტიმეტრით გაზრდის დამსახურებაა. კარიც უფრო დიდი კუთხით იღება, ჩაჯდომა და გადმოსვლაც უფრო კომფორტულია, სავარძლები უფრო მეტ დისტანციაზე სრიალებს. და, ყურადღება, ”დედიკოს ბიჭების” ამბავი: 570S პირველი მაკლარენია, რომელსაც აქვს სახელთათმანე (”ბარდაჩოკი”), სარკე მზისგან დამცავზე, გვერდითა სათავსოები და ორი მინათმწმენდი. ამასთან, ეს მანქანა აღჭურვილია სტარტ-სტოპ სისტემით, რომელიც ღილაკით აქტიურდება.

Auto Bild

ღილაკი ვახსენეთ და აქვე ვთქვათ, რომ 1409-კილოგრამიან ორადგილიან სპორტქარში სულ რამდენიმე ღილაკი, ჩამრთველი და გადამრთველია, რომელთაგან უმრავლესობა ცენტრალურ კონსოლზეა განლაგებული.

საერთო ჯამში ეს არის ქუჩის სპორტუი მანქანა, რომელსაც იმის ამბიციაც აქვს, რომ არასპორტული მართვის დროსაც გასიამოვნოს. თუმცა როცა საქმე სპორტულ სიამოვნებაზე მიდგება, ”მაკლარენი” მხეცს ემსგავსება და საკმაოდ სოლიდური და მწიფე ბოლიდი ხდება, რომელსაც მოსახვევები იზიდავს და მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაშია. დინამიკურ რეჟიმში 570S ნებისმიერ გზას კბილებს უჩვენებს და უღრენს. ამ დროს ეს მანქანა უკიდურესად მკაცრია და საკმაო დოზით სჭირდება სითამამე. მესამე სიჩქარითა და 150 კმ/სთ სისწრაფით დრიფტი უკვე დიდი ადრენალინისა და სიამოვნების გარანტიაა.

Auto Bild

როგორც ნებისმიერ ნარკოტიკს, ამ ”მაკლარენსაც” აქვს გვერდითი მოვლენები. ამ შემთხვევაში მისი მთავარი გვერდითი მოვლენა ფასია: 181 570 ევრო. ეს მართლაც ბევრი ფულია, მაგრამ ისიც გვახსოვდეს, რომ ეს ფასი წინამორბედის საწყის ფასზე 50 000 ევროთი ნაკლებია. და ამ ფასით ”მაკლარენი” უკვე სწორედ Porsche 911 Turbo S-ის ლიგაში თამაშობს. ესეც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე.

PORSCHE 911 TURBO S - მაკლარენის მოწინააღმდეგე

Auto Bild
Porsche 911 Turbo S

Porsche 911 Turbo ათწლეულებია, სერიოზულ კონკურენტს ელოდება, მაგრამ ამაოდ. კონკურენტებს, რა თქმა უნდა, არ სძინავთ, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდებიან, ”პორშე” მაშინვე მორიგ ნაბიჯს გადადგამს ხოლმე და ყველა მტერთან დისტანციას ინარჩუნებს. ახლა Turbo-ს 520 ცხენის ძალა აქვს, უფრო მძაფრი S-ის სიმძლავრე კი 560 ცხენის ძალაა. იანვარში გაუმჯობესებაა დაგეგმილი და 540 და 580 ცხენის ძალას მივიღებთ.

დასკვნა
”პორშეს” ძვირფასო ფანებო, ამიერიდან, სანამ მომდევნო მოდელის შეძენას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ, McLaren 570S-იც შეათვალიეროთ. მართალია, ისეთი სრულყოფილი პერფექციონისტი არ არის, როგორც 911, მაგრამ ვინც უკომპრომისო სპორტქარს ეძებს, ამ ავტომობილის შეძენით ძალიან სწორ ნაბიჯს გადადგამს.
გეორგ კახერი

Auto Bild
  • McLaren 570S Coupe
ძრავა: V8-Biturbo, შუაში; ძრავის მოცულობა: 3799 სმ3; სიმძლავრე: 419 კვტ (570 ცხ. ძ.) 7400 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 600 ნმ/5000; მაქსიმალური სიჩქარე: 328 კმ/სთ; აჩქარება 0-100/200 კმ/სთ: 3,2/9,5 წამში; ამძრაობა: უკანა/7-საფეხურიანი ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4530/2095/1202 მმ; საბარგულის მოცულობა: 144 ლიტრი; წონა: 1409 კგ; საწვავის ხარჯი (EU-საშუალო): 10,7 ლ. Super plus/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 249 გ/კმ; ფასი: 181 750 ევრო

იხილეთ ვიდეო:


ასევე დაგაინტერესებთ:
ახალი Porsche 911-ის 11 საიდუმლო
Auto Bild


ყველა დროის ყველაზე მძლავრი 911 Turbo
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
5 საუკეთესო ჰიპერქარი დღესდღეობით
Auto Bild


ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
Auto Bild


რუსებმა ძველი ვოლგა პორშესთან ”შეაჯვარეს”...
Auto Bild


პორშეს სტიქია: კაიენი და პანამერაც სპორტქარებია?!
Auto Bild
article image
2016-12-07 11:24:37
”ოპელმა” თავის უმთავრესი ფლაგმანის, Insignia-ს ახალი, მეორე თაობის მოდელი წარმოადგინა.
article image
Cat Image
2016-11-18 07:43:52
ფორმა გაამძაფრეს, ტექნიკა განაახლეს - უფრო გალამაზებული Mazda CX-5 გაისად გამოდის
article image
Cat Image
2016-11-17 07:07:31
”ალფა რომეო” გაზიდან ფეხს აღარ იღებს: გაიცანით იტალიელების პირველი SUV, რომელსაც Stelvio ჰქვია
სხვა სიახლეები
08.12.2016
გადატვირთული საავტომობილო გზები, ქალაქების დაბინძურებული ჰაერი, ავარიები და ბევრი სხვა პრობლემა, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტს უკავშირდება, დიდი ქალაქების და სულ უფრო მეტი ქვეყნის სატკივარია.
სრულად
08.12.2016
ჩინური კომპანია FAW დიდი ხანია აწარმოებს ლიმუზინებს, რომლებსაც ხშირად „ჩინურ როლს-როისადაც“ მოიხსენიებენ.
სრულად
08.12.2016
ამერიკულმა კომპანია „ნიკოლამ“ წლის მიწურულს, დაპირებისამებრ, თავისი ელექტრონული სატვირთო გამწევი, Nikola One წარმოგვიდგინა.
სრულად
ახალი ნომერი