BMW-ს ლუქს-ლიმუზინი საქართველოშია!
BMW-ს ლუქს-ლიმუზინი საქართველოშია!
27.01.2016
”ომეგა მოტორსმა” მდიდრულ კლასში საავტომობილო ოსკარის მფლობელი ახალი მე-7 სერია წარადგინა

26 იანვარს BMW-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა მოტორსმა”, ლუქს-კლასის ახალი და უკვე ”საავტომობილო ოსკარით”, ოქროს საჭით დაჯილდოვებული მდიდრული სედანის, ”მეშვიდე სერიის” პრეზენტაცია გამართა.

ზოგადად, სედანებს და, განსაკუთრებით ამ კლასის სედანებს, BMW-ს სამშობლოში, გერმანიაში, ლიმუზინებს უწოდებენ და ჩვენც ვფიქრობთ, რომ საქართველოშიც უნდა გადავხედოთ ტერმინოლოგიას, რადგან BMW-ს ახალი ”შვიდიანი” მართლაც ლიმუზინია - ოღონდ განსაკუთრებული ლიმუზინი ბავარიულ სტილში. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ არა მარტო შეგიძლია გყავდეს პირადი მძღოლი და უკანა სავარძელზე განუმეორებელი კომფორტით ისიამოვნო, არამედ, როცა თავად მოგინდება საჭესთან დაჯდომა, ახალი ”მეშვიდე სერია” კლასში საუკეთესო მართვადობითა და მანევრულობით გასიამოვნებს, რადგან BMW-სთვის პრიორიტეტი მართვის სიამოვნებაა.

Auto Bild
AUTO BILD-ის ერთგული მკითხველები ”მეშვიდე სერიას”, რომელმაც მდიდრულ კლასში ”ოქროს საჭე” დაიმსახურა, კარგად იცნობთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ავტომობილი, რომელიც ბოლო დროს შექმნილა, ამასთან უაღრესად კომფორტული და, ამავდროულად, მართვადი. მდიდრული კლასის ახალ სედანში (პარდონ, ლიმუზინში) BMW-მ აქცენტი ავტომობილის მაქსიმალურ სიმსუბუქეზე გააკეთა. კარბონისა და ალუმინის მიქსის დამსახურებაა ის, რომ ავტომობილმა წონაში 130 კილოგრამამდე დაიკლო და აქედან გამომდინარე, უფრო ეკონომიური და მანევრული გახდა.

BMW-ში ძალიან ამაყობენ ახალი, ლაზერული განათებით. ამ განათებას ელექტროსპორტული ავტომობილის, i8-დან ვიცნობთ, თუმცა ახალ მე-7 სერიაში ის თითქმის ორჯერ შორს, 600 მეტრზე კაშკაშებს. BMW-ს ახალი ”შვიდიანის” ინტერიერი იმდენად სამაგალითოა, რომ სალონს ვეღარც კი ვუწოდებთ - მას ექსკლუზიური ლაუნჯი ეთქმის.

Auto Bild

სავარძლები წარმოდგენილია გათბობით, გაგრილებით და ზურგის მასაჟის ფუნქციით. სურვილის შემთხვევაში დიდ, პანორამულ სახურავს მიიღებთ (Sky Lounge). ქვემოთ, კარებში განათებებია დამონტაჟებული (Welcome Light Carpet). სალონში არომატიზატორის ჩამოკიდება საჭირო არაა, რადგან მთლიანად ინტერიერია არომატიზაციის სისტემით აღჭურვილი (Ambient Air). ამასთან, ბევრ ფუნქციას თაჩპადით მართავთ (Touch Command), სმარტფონებს კი უკაბელოდ დამუხტავთ (Wireless Charging).

რაც ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს: გასართობ/საინფორმაციო სისტემა, ანუ, მულტიმედია, რომელიც ჟესტიკულაციებზე რეაგირებს. ანუ: შეგიძლია, სატელეფონო ზარებს თითის ერთი მოძრაობით უპასუხო, ან გააუქმო. ასევე თითების მოძრაობით აუწევ, ჩაუწევ, ან გადართავ რადიოს. ამ დროს არცერთ ღილაკს არ ეხები - უბრალოდ, თითებს იქნევ!

Auto Bild

”ომეგა მოტორსში” გამართულ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ქართველი კალათბურთელი ვლადიმერ ბოისა და ავტომრბოლი დათა ქაჯაია, რომელიც გასულ წელს ETCC-ს TC2T კლასში ევროპის ჩემპიონი გახდა. ბოისას უკანა სავარძელზე მოთავსება ვთხოვეთ, ქაჯაია კი საჭესთან დავსვით და ავტომობილის შესახებ პირველი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ.

”BMW-სთან ჩემი მრავალწლიანი სპორტული კარიერა მაკავშირებს და ჩემი ფავორიტი ბრენდია. ახალი მე-7 სერია ყველა გაგებით მართლაც საოცრებაა - მოზღვავებული ტექნოლოგიური ენერგიით,” - ასეთი იყო ახალი ”მეშვიდე სერიის” საჭესთან მოთავსებული დათა ქაჯაიას პირველ ემოცია.

Auto Bild
Auto Bild

რაც შეეხება ბოისას - 2,08 მეტრი სიმაღლის კალათბურთელი უკან უპრობლემოდ მოთავსდა, მხოლოდ ჩაჯდომისას დახარა თავი ოდნავ, მერე კი, სავარძელზე კარგად გაიმართა და მუხლების წინაც საკმარისი სივრცე დარჩა: ”დიდი მანქანაა, მაგრამ მაინც არ მეგონა, თუ ასე კომფორტულად მოვთავსდებოდი!” - გვითხრა ვოვა ბოისამ, მერე კი მასაჟის ფუნქციაც გამოსცადა და თან სენსორული თაჩპადით ერთობოდა...

BMW-ს ახალი ”მეშვიდე სერიის” საწყისი ფასი ”ომეგა მოტორსში” 58 600 ევროა.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

ასევე იხილეთ:
BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

Auto Bild


BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
Auto Bild


ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
Auto Bild


BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4
Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2016-12-07 11:24:37
”ოპელმა” თავის უმთავრესი ფლაგმანის, Insignia-ს ახალი, მეორე თაობის მოდელი წარმოადგინა.
article image
Cat Image
2016-11-18 07:43:52
ფორმა გაამძაფრეს, ტექნიკა განაახლეს - უფრო გალამაზებული Mazda CX-5 გაისად გამოდის
article image
Cat Image
2016-11-17 07:07:31
”ალფა რომეო” გაზიდან ფეხს აღარ იღებს: გაიცანით იტალიელების პირველი SUV, რომელსაც Stelvio ჰქვია
სხვა სიახლეები
08.12.2016
ახალი Toyota C-HR უკვე საქართველოშია! მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
სრულად
05.12.2016
ევროპის უმთავრესი საავტომობილო კონკურსის, ოქროს საჭე 2016-ის ქართული, ექსკლუზიური ვერსია გადამწყვეტ ფაზაში შედის.
სრულად
03.12.2016
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის
სრულად
ახალი ნომერი