ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
02.02.2016
იაპონური საავტომობილო კონცერნი ”ტოიოტა” 2015 წლის გაყიდვების მიხედვით კვლავ პირველ ადგილზეა.

იაპონურმა ავტოგიგანტმა 2015 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10,15 მილიონი ახალი ავტომობილი გაყიდა. მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, 2015 წელს გაყიდვებმა 0,8 პროცენტით იკლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ”ტოიოტამ” ლიდერობა მაინც არ დაკარგა. შეგახსენებთ, რომ ზედიზედ ოთხი წელია, კონცერნი პირველობას არ თმობს.

მეორე ადგილზე ისევ ”ფოლკსვაგენის” კონცერნია, რომელსაც დიზელის სკანდალის გამო გაყიდვები მნიშვნელოვნად. 2 პროცენტით Auto Bildშეუმცირდა და 10-მილიონიან ზღვარს ჩამოსცდა. ”ფოლკსვაგენის” კონცერნმა 2015 წელს ჯამში 9,93 მილიონი ახალი ავტომობილი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ”ფოლკსვაგენის” კონცერნის გასაღების უმთავრესი ბაზარი ევროპაა, სადაც VW პირველობას არავის უთმობს - 2015 წელს გერმანელებმა მარტო ევროპაშიო 4 045 400 ახალი ავტომობილი გაყიდეს. ჩინეთში კი, ”ფოლკსვაგენის” კონცერნმა 3 548 600 ავტომობილის გაყიდვა შეძლო. აქვე ვთქვათ, რომ ”ფოლკსვაგენის” კონცერნის მიერ გაყიდული ავტომობილებიდან უმრავლესობა თავად ”ფოლკსვაგენის” მარკისაა (5 823 400). მეორე ადგილზეა ”აუდი” (1 803 200), მესამეზე - ”შკოდა” (1 055 500). Seat-ის მარკის ავტომობილები 400 000 ერთეული გაიყიდა, ხოლო ”პორშეს” მარკის - 225 100.

მსოფლიოს მასშტაბით მესამე ადგილზეც ისევ ამერიკული General Motors გახლავთ. ამერიკულმა გიგანტმა 2015 წელს 9 840 786 ავტომობილი გაყიდა და აღსანიშნავია, რომ ”ტოიოტას” და ”ფოლკსვაგენის” კონცერნებისგან განსხვავებით, 2014 წელთან შედარებით, GM-ს 0,2-პროცენტიანი მატება აქვს. General Motors ყველაზე მეტ ავტომობილს ჩინეთსა (3 612 636) და აშშ-ში (3.082.366) ყიდის. GM-ის ყველაზე მძლავრი ბრენდი ”შევროლეა” (4 421 886). რაც შეეხება GM-ის სხვა ბრენდებს: Wuling (1 464 900), Buick (1 231 941), Opel/Vauxhall (1 133 961), GMC (679 549), Baojun (463 533), Cadillac (277 784), Holden (116.971).
Auto Bild
► მეოთხე ადგილზეა ”ფორდი” – 6 635 000 გაყიდული ავტომობილით
► მეხუთეზე ”ნისანი” – 5 421 804 (აქედან 215 250 ინფინიტი)
► ”ჰიუნდაი” – 4 963 023
► Fiat/Chrysler (FCA) – 4 705 000
► ”ჰონდა” – 4 364 000
► პეჟო/სიტროენის ჯგუფი (PSA) – 2 972 791 ავტომობილი.
► ”კია” – 2 916 118 ავტომობილი.
► Renault Group – 2 801 592 ავტომობილი.
► BMW Group - 2.247.485 ავტომობილი. აქედან 1 905 234 BMW, 338 466 Mini და 3 785 Rolls-Royce.
► ”დაიმლერი” – 1 990 909 ავტომობილი. აქედან 1 871 511 ”მერსედესის” მარკის, 119 398 ”სმარტი”. პლუს სატვირთოები და ტრანსპორტერები.
► ”მაზდა” – 1 397 000.
► ”ვოლვო” – 503 127.
► Jaguar/Land Rover – 487 065 ავტომობილი. აქედან 403 079 Land Rover და 83 986 Jaguar.

“Mitsubishi-ს”, Subaru-ს და Suzuki-ს მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

ასევე იხილეთ:
განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“ - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს!
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


BMW-ს ლუქს-ლიმუზინი საქართველოშია!
Auto Bild


შევროლემ სერიოზული და შედარებით იაფი ელექტრომობილი შექმნა!
Auto Bild


article image
2016-09-23 08:52:57
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
article image
Cat Image
2016-09-22 05:28:14
გაიცანით ყველაზე ეკონომიური, ეკოლოგიური და ამავდროულად უმძლავრესი, პორშეს სამაგალითოდ სპორტული SUV
article image
Cat Image
2016-09-19 06:32:37
”სივიკი” ევროპის ბაზარზე ”ჰონდას” უმნიშვნელოვანესი მოდელია. ახლა კი ასპარეზზე ”სივიკის” ახალი, მეათე თაობა გამოდის
სხვა სიახლეები
27.09.2016
ყვითელი BMW M6 კანადის განუმეორებელი ტყის ფონზე შესანიშნავად გამოიყურება - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე M6-ის ხეირიან დრიფტს ეხება!
სრულად
27.09.2016
”ჯიპი” პარიზის ავტოშოუზე (1-16 ოქტომბერი) განახლებულ Grand Cherokee-ს წარმოადგენს. ლეგენდარული ამერიკული
სრულად
26.09.2016
ავტომობილში პრემიუმ-ბენზინის ჩასხმა კარგია და აუცილებელია - ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ავტომობილს მართლაც ასეთი საწვავი სჭირდება.
სრულად
ახალი ნომერი