ყველამ ერთად ვთქვათ: არ ვარღვევ!
ყველამ ერთად ვთქვათ: არ ვარღვევ!
03.02.2016
ჩვენ, მძღოლები ყოველთვის აქტიურად ვაპროტესტებთ და ხშირად წყობიდან გამოვდივართ, როდესაც შემხვედრი ავტომობილი ღერძულა ხაზს კვეთს და ჩვენს ზოლში გადმოდის. ყოველთვის აღშფოთებულები ვართ, როდესაც გზას არ გვითმობენ იქ, სადაც უნდა დაგვითმონ და როდესაც მარჯვენა მხრიდან გვისწრებენ, ან მკვეთრი მანევრით გზას გვიჭრიან. ნერვები გვაწყდება მაშინაც, როცა ღამით შემხვედრი ავტომობილი შორსმაშუქით გვაბრმავებს. სმარტფონსაც სიამოვნებით მოვიმარჯვებთ, ფოტოს გადავიღებთ და შემდეგ, სოციალურ ქსელში გამოვაჭენებთ.

დადგა დრო, რომ ყველამ დავიცვათ მოძრაობის წესები და ასე ვებრძოლოთ იმ ქაოსს, რომელმაც ჩვენი გზები მოიცვა.

Auto BildAuto BildAuto Bild
სტიკერი სამი სახისაა - ჟურნალის ახალ ნომერში ერთ-ერთს აუცილებლად აღმოაჩენთ

«AUTO BILD საქართველოს» თებერვლის ნომერს მოყვება სტიკერი წარწერით: არ ვარღვევ! გააკარით სტიკერი თქვენს ავტომობილზე, დაიცავით მოძრაობის წესები, გახდით სამაგალითო მძღოლი და უჩვენეთ ყველას, რომ თქვენ არ არღვევთ!

ჩაერთეთ კამპანიაში: გადაიღეთ ფოტო ავტომობილთან ერთად, გამოაქვეყნეთ პოსტი ფეისბუქზე სტატუსით #არვარღვევ და შემოგვიერთდით!

თქვენს ფოტოებს იხილავთ ჟურნალში, ვებგვერდზე www.autobild.ge და ფეისბუქის გვერდზე AUTO BILD GEORGIA.

შალვა ბუაჩიძე (ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მთავარი რედაქტორი): ”მე არ ვარღვევ მოძრაობის წესებს და ამის დასტურად, ჩემი ავტომობილის უკანა მინაზე ვაწებებ სტიკერს, რომელიც ჟურნალ AUTO BILD-ის თებერვლის ნომერს მოყვება. ვიცი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან როცა ყველას ეუბნები, რომ არ არღვევ, მართლაც არ უნდა დაარღვიო. მართალია, მძღოლები ხანდახან უნებლიედაც არღვევენ ხოლმე, მაგრამ უნებლიე დარღვევას კიდევ არა უშავს - მთავარია, განგებ და გამიზნულად არ დაარღვიო მოძრაობის წესები. სწორედ ეს არის ყველაზე ცუდი. იმედი გვაქვს, რომ #არვარღვევ ძალიან ბევრი მძღოლისთვის გახდება აქტუალური პოსტი. თანაც, ”ჰაშთაგის” გამოყენება სოციალურ ქსელებში უკვე ყველამ იცის, რაც ზაზა ფაჩულიას დამსახურებაა. აქციის მიზანი ისაა, რომ პატიოსანმა მძღოლებმა ვუჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ ბევრი ვართ და გადმოვიბიროთ ისეთებიც, ვინც აქამდე ხშირად და განგებ არღვევდა. ვინც პატივს არ გვცემდა. მძღოლებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, რადგან სწორედ ურთიერთპატივისცემა აქცევს ადამიანების ჯგუფს საზოგადოებად.”

Auto Bild
article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
24.02.2017
ჟურნალმა ”AUTO BILD საქართველომ” წლის საუკეთესო ავტომობილები და საპატიო ”ოქროს საჭის” მფლობელი წლის ადამიანი გამოავლინა.
სრულად
23.02.2017
დღეს ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო” წლის საუკეთესო ავტომობილებს გამოავლენს. „ოქროს საჭის” დაჯილდოების ცერემონიალს
სრულად
21.02.2017
აპრილის პირველივე შაბათ-კვირას, 1 და 2 აპრილს საქართველო უმაღლესი დონის საერთაშორისო საავტომობილო ღონისძიებას უმასპინძლებს
სრულად
ახალი ნომერი