ფრთხილად ამ მანქანებთან!
ფრთხილად ამ მანქანებთან!
04.02.2016
ერთი შეხედვით ეს ხუთივე ავტომობილი მაგარი ტიპია, რადგან ხუთივე პოპულარულია. ჩვენ გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ მოდელების შეძენისას

მდიდრულობა, სიმძლავრე, მოდურობა, სივრცე ავტომობილში - ამ მოდელების შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ: ამ მოდელების შეძენაზე ფიქრის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. საკმარისია, პრობლემური გადაცემათა კოლოფით ან ძრავით იყოს, რომ თქვენი გადაწყვეტილება ძალიან სარისკო იქნება. აქვე დავძენთ, რომ ეს მოდელები ყოველთვის და ყველა შემთხვევაში სუსტები არ არიან. მთავარია, სწორად შერჩევა! ზოგს აგრეგატების პრობლემები უჩნდება, ზოგს - ხარისხის, ზოგი მარტივად იჟანგება და ა.შ. მოდით, ამ ხუთივე მოდელის კონკრეტული პრობლემური ვერსიები უფრო ახლოს გავიცნოთ.

MERCEDES VIANO: აუცილებლად დეტალურად შეამოწმეთ!

Auto Bild
2003-დან 2014 წლამდე ”მერსედესი” Viano-ს ესპანეთში აწარმოებდა. 2010 წლიდან კი ეს მოდელი ჩინეთშიც იწარმოებოდა

Viano დიდი ოჯახებისთვის და მგზავრების გადასაყვანად შექმნილი ავტომობილია. გამოირჩევა დიდი სივრცით, თუ დამატებითი ოფციებიც აქვს, საკმაო მდიდრულობით და მსუბუქი ავტომობილის დარი მართვადობით. თუ ასეა, რაშია პრობლემა?

მოდით, ასე ვიტყვით: თუ ეს მანქანა გაინტერესებთ, ძალიან დეტალურად უნდა შეამოწმოთ. ხშირია ელ. შუშების პრობლემები, გამონაბოლქვის სისტემის სისუსტე, გასასრიალებელი კარების დეფექტი. დამახასიათებელი პრობლემების სია გრძელია. ყველაზე მტკივნეული და ხშირი კი ნაადრევი კოროზიაა. მიუხედავად მოთუთიებული ძარისა, კოროზია სხვადასხვა ადგილებში მაინც 3 წლის მერე გაბატონდება ხოლმე.

Auto Bild
კოკპიტი ნორმალურია, მაგრამ ხარისხი ”მერსედესის” დონეს არ შეესაბამება

Auto Bild
კოროზიის პირველი ნიშნები სამი წლის შემდეგ ჩნდება

Auto Bild
Viano-ს ძრავები საკმაოდ სანდოა. მისი უდიდესი პრობლემა ჟანგია.

BMW 320 Si: ეს Si საკმაოდ პრობლემურია!

Auto Bild
წარმატებული სერიის განსაკუთრებული ვერსია Si ყოველდღიურ ხმარებაში პრობლემური ტიპია

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ BMW-ს E90 სერია მთლიანობაში ძალიან კარგი ავტომობილია. მფლობელების უმრავლესობა კმაყოფილია ხოლმე. ჰოდა, თუ ასეთი კარგი მანქანის ლიმიტირებულ სპორტულ ვერსიას გამოუშვებენ, წესით კიდევ უფრო უკეთესო ვარიანტი არ უნდა იყოს? საქმე ისაა, რომ ყოველთვის ასე არაა!

2006 წელს BMW-მ 320 Si-ს 2600 ეგზემპლარი შექმნა, რომელმაც 173-ცხენისძალიანი სპორტული ძრავა მიიღო. მაგრამ მანქანა, რომელიც სპორტულ სარბოლო ტრასაზე 7000 ბრუნზე ყველას აღაფრთოვანებს, ყოველდღიურ ხმარებაში ერთობ ნერვების მომშლელი ტიპია.

Auto Bild
320 Si: ძრავის პრობლემები ხშირად 80 000 კილომეტრის შემდეგ იწყება

ხან ცუდად იქოქება, ხან არათანაბაზომიერად მუშაობს და ა.შ. თანაც, სამი ცხენის ძალით ნაკლები სიმძლავრის მქონე 320i-ზე 2,5 ლიტრით მეტ საწვავს მოიხმარს. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ეს მანქანა დიდხანს ვერ ძლებს. ძრავის პრობლემები ძირითადად 80 000 კილომეტრის შემდეგ იწყება. ერთი სიტყვით, რაც არ უნდა გიყვარდეთ ეგზოტიკა, თუ სანდო მანქანა გინდათ, Si-ზე უარი უნდა თქვათ და 320i უნდა ამჯობინოთ.

Auto Bild
ანტიკვარის რანგში 320 Si-ს ნამდვილად აქვს პოტენციალი - თუკი მანამდე გაძლო.

ALFA ROMEO 147: დიდი ვნება, რომელიც მალე იყინება!

Auto Bild
შესანიშნავი დიზაინის გამო Alfa Romeo 147 ბევრს უყვარს, მაგრამ ამ მანქანის ყოლა ფაქტობრივად თვითგვემაა

”ალფა რომეო” გემოვნებიან ავტომოყვარულებს უყვართ. მეტიც: ისინი გიჟდებიან ”ალფაზე” და ამ სიყვარულის აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. უპირველესი და თითქმის ერთადერთი სერიოზული მიზეზი მისი დიზაინია. იტალიელები ყოველთვის ახერხებენ, რომ განსაკუთრებული აურის მქონე ავტომობილები შექმნან.

Alfa Romeo 147-იც მაგარი ტიპია. ისეთი ვიზუალი აქვს, რომ დიზაინით წლების შემდეგაც კი გამოარჩევ. თანაც, მეორადის რანგში სასაცილოდ იაფია: დაახლოებით 1500 ევრო! ალბათ იმიტომ, რომ ძალიან არასანდო ავტომობილია.

Auto Bild

AUTO BILD-ის TUV-რეპორტში (ვარგისობაზე ტესტირების შედეგები) ამ მოდელს ყოველთვის უკანასნელი ადგილები უკავია. ზეთის ჭამა, სუსტი სავალი ნაწილი, წყალი უადგილო ადგილებში, მწყობრიდან გამოსული გადაბმულობები, გადაცემათა კოლოფი... კბილანა ღვედი სამ წელიწადში ერთხელ უნდა ცვალო. კიდევ? ელექტროობაც ხშირად ურევს. ”ალფას” თავგადაკლული ფანებისთვის ეს ყველაფერი შეიძლება არც იყოს პრობლემა, მაგრამ ჩვენ მაინც გაგაფრთხილეთ.

AUDI A6 2.7 TDI MULTITRONIC ეს მუშა სულ ავადაა

Auto Bild

Audi A6-ები ძალიან პოპულარული მოდელებია. ევროპაში ძირითადად დიზელის ძრავებით იყიდება და საკმაოდ კარგად იყიდებოდა. 2004-დან 2011 წლამდე წარმოებული C6 სერიაც არ იყო გამონაკლისი. მეორადი ავტომობილების მსურველები ”აუდის” განსაკუთრებით ეტანებიან ხოლმე, რადგან ახალი ”აუდი” ძალიან ძვირია. უმრავლესობას უყვარს კომბი ვერსია ავტომატიკით. ამ შემთხვევაში მას Multitronic ჰქვია და სწორედ ესაა ამ მანქანის პრობლემა.

საქმე ისაა, რომ ”აუდიმ” ვერა და ვერ დაიმორჩილა უსაფეხურო ავტომატიკა. მართალია, არსებობენ მძღოლები, რომლებიც ყვებიან, რომ 300 000 კილომეტრი უპრობლემოდ გაიარეს, მაგრამ უმრავლესობა გახურებას ვერ ელოდება და მაშინვე აჭერს გაზის პედალს. ასეთ მიდგომას ეს გადაცემათა კოლოფი არ გაპატიებთ და 50 000 კილომეტრის შემდეგაც კი პრობლემები შეექმნება. დასკვნა: Audi A6-ის ყიდვა კარგი იდეაა, ოღონდ Multitronic-ის გარეშე.

Auto Bild
აღსანიშნავია, რომ Quattro ვერსიებს ”აუდი” ჩვეულებრივი ავტომატიკით უშვებდა, რომელიც საკმაოდ გამძლეა. ასე რომ, მიეძალეთ A6 Quattro-ს


VW PHAETON ფოლკსვაგენი, რომელიც ფოლკსვაგენობას არ იმსახურებს

Auto Bild

10 ცილინდრი, 750 ნიუტონმეტრი, 313 ცხენის ძალა. Phaeton V10 TDI-ს მონაცემები იმდენად მიმზიდველია, რომ შეიძლება მიგუტყუოს. თანაც, მეორადი Phaeton-ები ძვირიც არ ღირს - 5000 ევროდაც კი იშოვება ისეთი ეგზემპლარები, რომლებიც თავის დროზე 100 000 ევრო ღირდა. საწყისი ფასის 5 პროცენტი, ხალხო!

Auto Bild
Phaeton-ს V10 TDI ძრავით არავის ვურჩევთ. უმჯობესია, ნაკლებად მძლავრი, მაგრამ გაცილებით სანდო 3.0 TDI აირჩიოAuto Bild

მაგრამ საკმარისია, შეტოპო, რომ მერე მანქანა ამ სიიაფეს სერვისში გადახდილი ფულით აგანაზღაურებინებს. რაც უფრო იმატებს მისი ასაკი, მით უფრო იმატებს ხარჯიც. ზოგადად სერვისიც პრობლემურია - მაგალითად, ცილინდრების თავაკების სადებების გამოსაცვლელად ძრავის ამოღებაა საჭირო. ხშირად ურევს ელექტროობაც. ამიტომაც, ვისაც მაინცდამაინც Phaeton უნდა, ურჩევნია V10 TDI-ზე არც იფიქროს და მას უფრო პატარა, 3.0 TDI უნდა ამჯობინოს.

დასკვნა
ძალიან რთულია ამ მანქანებისთვის მძიმე განაჩენის გამოტანა, რადგან თითოეული მათგანი გარკვეულწილად სიმპათიურია. ტევადი ვენი, ლიმიტირებული სპორტული მანქანა, იტალიური მაჩო, პრაქტიკული კომბი და მდიდრული ”ფოლკსვაგენი” - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ მოდელების კონკრეტულად ამ ვერსიებს არ გირჩევთ.
მალტე ბიუტნერი

ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild
article image
2016-06-29 10:25:44
2 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, მანამდე კი საავტომობილო იტალია-გერმანია ვნახოთ!
article image
Cat Image
2016-06-29 09:08:09
”პორშემ” ახალი, მეორე თაობის ”პანამერას” პრეზენტაცია გამართა - Panamera II წელსვე გამოდის და სრულიად ახალი მოდელია.
article image
Cat Image
2016-06-29 06:06:37
უსაფრთხოების ახალი ასისტენტები, ბევრი მულტიმედია, ახალი 3-ცილინდრიანი ძრავა - აუდიმ A3 გაარემონტა
სხვა სიახლეები
01.07.2016
წონის დაკლებითა და სიმძლავრის მომატებით, ”ლამბორგინიმ” თავისი Huracán-ის გაძლიერება გადაწყვიტა.
სრულად
01.07.2016
ცუდი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ავტოპილოტის იდეა მოსწონს ამ იდეის განვითარებას ქომაგობს: Tesla-ს ელექტრომობილის ავტოპილოტის რეჟიმით სარგებლობისას პირველი ადამიანი დაიღუპა.
სრულად
30.06.2016
აშშ, იაპონია, თუ გერმანია? უფრო კონკრეტულად: Dodge Challenger Hellcat Nissan GT-R-ისა და Porsche 911 Turbo S-ის წინააღმდეგ. სამი მონსტრის ბრძოლა დრაგზე.
სრულად
ახალი ნომერი