პირველი სუპერ-მანქანა ყატარიდან
პირველი სუპერ-მანქანა ყატარიდან
04.02.2016
ცაკ, ცაკ და კიდევ ერთი ცაკ - ასეთი მარტივი და გენიალური შეიძლება იყოს ავტომობილის დიზაინი, ოღონდ მაშინ, როცა საქმე ”ლამბორგინის” ეხება. მაგრამ თუ აბდულ ვაჰაბ ზიაულა გქვია და ცაკ-ცაკების დროს გადააჭარბებ, ზუსტად ისეთი კონცეპტი გამოგივა, როგორსაც ფოტოებზე ხედავთ. ეს გახლავთ Elibriera Concept - პირველი სუპერსპორტული ავტომობილი ყატარიდან.

Auto Bild

Elibriera-ს დებიუტი ყატარის ავტოშოუზე იანვრის ბოლოს შედგა. ეს გახლავთ დიზაინერ აბდულ ვაჰაბ ზიაულას ნამუშევარი, რომელიც დოჰაში, Texas A&M უნივერსიტეტში სწავლობდა.

ავტომობილი სახელწოდებით Elibriea Equvallas 2016 წლის მარტიდან, სერიული მოდელის რანგში უნდა გაიყიდოს. უფრო ზუსტად, მარტში შეკვეთების მიღება იწყება, მფლობელები კი პირველ ეგზემპლარებს დეკემბერში მიიღებენ. კარბონით შემოსილი ბოლიდი შუაში განთავსებული, 800-ცხენისძალიანი ძრავით გამოდის. აღსანიშნავია, რომ ძრავა ამერიკული კონცერნის, General Motors-ის მიერაა შექმნილი.

Auto Bild

Elibriea-ს უკანა ამძრაობა და 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი ექნება. ყატარელები გვპირდებიან, რომ ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე 3,8 წამში აჩქარდება. სიგანე 2,14 მეტრი იქნება, თვლების ბაზა - 2,55 მეტრი. სხვა ტექნიკურ მონაცემებს ჯერ კიდევ საიდუმლოდ ინახავენ და არც ფასი უთქვამთ. თუმცა ამ ავტომობილის რეალური მსურველებისთვის ფასი ალბათ მეორეხარისხოვანია.

Auto Bild

Auto Bild
ეს Lamborghini Veneno გახლავთ - მიამსგავსეს, არა?

პორშეს ცივსისხლიანი ქილერი (+ VIDEO)
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ახალი Porsche 911-ის 11 საიდუმლო
Auto Bild


ყველა დროის ყველაზე მძლავრი 911 Turbo
Auto Bild


5 საუკეთესო ჰიპერქარი დღესდღეობით
Auto Bild


ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
Auto Bild


რუსებმა ძველი ვოლგა პორშესთან ”შეაჯვარეს”...
Auto Bild


პორშეს სტიქია: კაიენი და პანამერაც სპორტქარებია?!
Auto Bild


ასეთი იქნება ფერარი 2040 წელს!
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
article image
Cat Image
2017-04-24 06:59:58
„ჩელენჯერ დემონი“ - ასე ჰქვია „დოჯის“ უჩვეულოდ მძლავრ ”მასქლ ქარს”, რომელიც თავად ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ვინ დიზელმა წარადგინა.
article image
Cat Image
2017-04-19 09:13:41
განახლების შემდეგ, Mercedes ”S-კლასმა” ახალი ძრავები და ასისტენტ-სისტემები მიიღო. ყველაფერი ფეისლიფტის შესახებ!
სხვა სიახლეები
27.04.2017
გადაწყვეტილი და ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ 2019 წლიდან ”აუდი” Q3-სა და Q5-ს შორის არსებულ სიცარიელეს ახალი მოდელით შეავსებს, რომელსაც, რა თქმა უნდა, Q4 ეწოდება.
სრულად
27.04.2017
ჩინეთი დღეს ყველა საავტომობილო კომპანიისთვის მიმზიდველი ბაზარია. სხვანაირად ვერც იქნება, რადგან იქ მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდება. მაგრამ ადრე ასე არ იყო
სრულად
27.04.2017
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ „ტოიოტა სუპრას“, რომელზეც იაპონური კომპანია BMW-სთან ერთად მუშაობს, ბავარიელთა მიერ შემუშავებული აგებულება და აღჭურვილობა ექნება.
სრულად
ახალი ნომერი