გაიცანით: BMW-ს ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი
გაიცანით: BMW-ს ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი
12.02.2016
M760Li BMW-ს ახალი ტოპ-მოდელია. ბავარიელთა ”ლუქსლაინერს” Turbo-V12-ით და სრული ამძრაობით ჟენევაში ვნახავთ. ეს გახლავთ ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი!

Auto Bild

M760Li xDrive-ის სახით BMW ჟენევის ავტოშოუზე (3-დან 13 მარტამდე) თავის ახალ ფლაგმანს წარმოგვიდგენს, რომელიც V12 ძრავით იქნება აღჭურვილი. მეშვიდე სერიის ამ მომავალი ტოპ-მოდელის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი - 800 ნმ.

M760Li-ს ექნება სრულიად ახალი Turbo-V12 აგრეგატი. თუკი წინა თაობის 760Li (F01) თავის 544 ცხენის ძალას 6-ლიტრიანი V12-ძრავისგან იღებდა, ახალ M760Li-ს შემთხვევაში ძრავის მოცულობა გაზრდილია. მას (G11) 6,6-ლიტრიანი ძრავა აქვს, რომლის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა. უკანა თვლებზე ორიენტირებული სრული ამძრაობით (xDrive) და განახლებული 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, M760Li 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში ჩქარდება. M Driver's Package-ით მისი მაქსიმალური სისწრაფე 305 კმ/სთ-ია, სხვა შემთხვევაში კი - 250 კმ/სთ.

Auto Bild

ე.წ. ინტეგრალ-აქტიური-მოხვევა ამ ლუქსლაინერს სერიულად მოყვება, ხოლო განახლებული გამოსაბოლქვი სისტემა კი ექსკლუზივია და ამ ავტომობილისთვის დამახასიათებელ ჟღერადობაზე ზრუნავს. მიუხედავად სპორტული მიდრეკილებისა, BMW-ში პირობას დებენ, რომ ავტომობილის კომფორტი არ დაზარალდება. მიუნხენელთა თქმით, სავალი ნაწილი Executive Drive Pro სვლის დინამიკას კი აუმჯობესებს, მაგრამ კომფორტზე ნეგატიურად არ აისახება.

Auto Bild

ინტერიერში მეტი მდიდრულობისთვის Napa-ს ტყავი და უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დეტალებია გამოყენებული. აღსანიშნავია გასართობ-საინფორმაციო სისტემა უკან მსხდომთათვის და აქვე ვთქვათ, რომ M760Li მხოლოდ გრძელი, Long-ვერსიით იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ამ ავტომობილს ჩვეულებრივი ვერსიისგან M-ის ტყავის საჭე, V12-წარწერები და განახლებული სპიდომეტრიც (მაქსიმუმი: 330 კმ/სთ) გამოარჩევს.

Auto Bild
Auto Bild

გარდა ამისა, ყველაზე მძლავრი მეშვიდე სერია ექსკლუზიური, M-ის 20-დუიმიანი დისკებითაც გამოირჩევა და მას M-ის აეროდინამიკური პაკეტითაც იოლად იცნობთ. თუ მაინც ვერ იცანით, მაშინ ამ ყველაფერს C-საყრდენებზე დატანილი V-12-ემბლემები ან უკანა წარწერა მიგახვედრებთ.

ჯერ უცნობია, ზუსტად როდის დაიწყება BMW-ს ახალი ტოპ-მოდელის გაყიდვები, ან რა ეღირება ეს ავტომობილი.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

ასევე იხილეთ:
გაიცანით: Alpina B7 – BMW-ს მეშვიდე სერიის სპეც-ვერსია
Auto Bild


ასევე იხილეთ:
BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

Auto Bild


BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
Auto Bild


ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
Auto Bild


BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4
Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
article image
Cat Image
2016-07-13 11:04:05
ფოტოები მოგვეწონა, დაპირებებიც მოვისმინეთ, ახლა კი დროა, ახალმა ”ალფამ” რეალურად დაგვიმტკიცოს, რომ მართლა კარგი მანქანაა
article image
Cat Image
2016-07-12 11:51:26
”ჰიუნდაიმ” Grand Santa Fe განაახლა. კორეელთა დიდმა SUV-მა ახალი ასისტენტ-სისტემები მიიღო, დიზაინი კი მსუბუქად განახლდა.
სხვა სიახლეები
21.07.2016
კომპანია Lada Sport-მა არქივიდან უიშვიათესი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ფოტოზე ხედავთ ფორმულა 1-ის ლეგენდას, აირტონ სენას, რომელიც ВАЗ-21011-ს მართავს!
სრულად
21.07.2016
”ჯიპი” იუბილეს ზეიმობს. აგერ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელებს საზეიმო განწყობა აქვთ, რადგან ზუსტად 75 წელი გავიდა მას მერე, რაც მსოფლიომ პირველი Willys-Jeep იხილა.
სრულად
21.07.2016
”პირველი სერიის” სედანის სახით BMW-მ შექმნა პირველი სედანი, რომელსაც არა უკანა, არამედ წინა ამძრაობა აქვს!
სრულად
ახალი ნომერი