ასეთი იქნება მომავალი Audi A8-ს ინტერიერი
ასეთი იქნება მომავალი Audi A8-ს ინტერიერი
15.02.2016
ახალი Audi A8 2017 წელს გამოვა - ჩვენ კი უკვე წარმოგიდგენთ მის ინტერიერს

ამას უკვე ვალდებულება უნდა ვუწოდოთ. 2013 წელს ”მერსედესმა” ახალი ”S-კლასის” გამოშვებით მდიდრული კლასი ფაქტობრივად თავიდან წარმოქმნა, ხოლო შარშან კი BMW-მ თავისი ახალი ”მეშვიდე სერია” წარმოადგინა და ბევრი ექსპერტის აზრით მსოფლიოში საუკეთესო ლუქს-სედანია. და სადაა და რას აკეთებს ამ დროს ”აუდი”? ინგოლშტადტელები არ ჩქარობენ და 2017 წელს ისეთი ახალი Audi A8-ს გამოშვება სურთ, რომელიც ”S-კლასსაც” აჯობებს და ”მეშვიდე სერიასაც”. ”აუდის” ამ უაღრესად პატივსაცემ კლასში პირველობა, რა თქმა უნდა, ტექნიკური ინოვაციებით სურს.

Auto Bild
პროგრამირებადი ციფრული მაჩვენებლები: Audi Q7-დან და Audi A4-დან ნაცნობი ციფრული დაფის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვერსია თავისუფლად პროგრამირებადი მაჩვენებლებით.

საჭის ღილაკები თაჩპადის სტილში: მულტიფუნქციური საჭე ისე მოგემსახურებათ, როგორც სმარტფონი. ორიენტაციაში ამოზიდული ხაზები დაგეხმარებათ.

ნავიგაციის და მულტიმედიის მაჩვენებელი: გაჩერებულზე მისამართებს ვირტუალური კლავიატურით შეიყვანთ, მოძრაობის დროს კი - ხელნაწერით.

კლიმატკონტროლი და სავარძლების გათბობა: ეკრანი ბრძანების დაფიქსირების დროს ვიბრირებს, რათა დარწმუნდეთ, რომ სისტემამ ბრძანება მიიღო.


დღეისათვის BMW წინ დგას. ბავარიული ლუქს-ლიმუზინი ქულებს სრული და აბსოლუტურად ინოვაციური მულტიმედიით იწერს - ინტერნეტკავშირით, ჟესტებით მართვითა და ავტომატური დაპარკინგებით. ჰოდა, ცხადია, რომ ”აუდი” ძალიან მონდომებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მომავალი A8 პირველ რიგში იმიტომ იქნება ძალიან საინტერესო მოდელი, რომ ეს იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც 100 პროცენტით ”აუდის” ახალი შეფ-დიზაინერის, მარკ ლიხტეს მეთვალყურეობით შეიქმნება. ამთავითვე ცხადია, რომ მომავალი A8-ს ფორმები ყველასათვის კარგად ნაცნობ სტუდიურ მოდელ Audi Prologue-ს მოგვაგონებს, მაგრამ დეტალებში უფრო სპორტული იქნება. ასე იქნება, თუ ისე, ინგოლშტადტელთა მიზანი ისაა, რომ მომდევნო A8 მდიდრულ კლასში დიზაინისა და ინოვაციების თვალსაზრისით რევოლუციური ავტომობილი გამოდგეს.

Auto Bild
ეს გახლავთ სტუდიური მოდელი Audi Prologue. მომდევნო A8 სწორედ ამ სტუდიური მოდელის დიზაინზე იქნება ორიენტირებული.

სრულიად ახალი დიზაინი კარგია, მაგრამ ტექნიკაც ხელს უნდა უწყობდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ”აუდიმ” ინტერიერისთვის სრულიად ახალი გზის გავლა. თავიანთი პირველი ნამუშევარი ინგოლშტადტელებმა ლას ვეგასში, CES-ზე წარმოადგინეს და თქვენ ამ ნამუშევრის ფოტოს ხედავთ. ლას ვეგასში ”აუდიმ” გვიჩვენა კოკპიტი, რომლის მსგავსსაც ახალ A8-ში ვნახავთ. პირველივე შეხედვით მიხვდებოდით, რომ ჩამრთველები და ღილაკები უკვე წარსულია. ავტომობლის ფუნქციების უმრავლესობა ეკრანებიდან იმართება - სენსორული ეკრანდებიდან. ეAuto Bildს იმასაც ნიშნავს, რომ 2002 წელს სწორედ A8-ში წარმოდგენილი დასატრიალებელ-დასაჭერი მთავარი ღილაკი (MMI) ისტორიას ჩაბარდება. იმისათვის, რომ სენსორული ეკრანის მომსახურების ნაკლოვანებები გამოერიცხათ, თითოეული ბრძანებისას ეკრანს მცირე ვიბრაცია ექნება, რათა მძღოლი დარწმუნდეს, რომ სისტემამ ბრძანება მიიღო.

ეს ერთ-ერთი დეტალია იმისა, თუ როგორ სურს ”აუდის” მომდევნო A8-ით მდიდრული კლასის დაპყრობა. და ჩვენ უკვე მოუთმენლად ველოდებით 2017 წელს.

დასკვნა
”აუდიში” ირწმნუნებიან, საგაისოდ მდიდრულ კლასში სერიოზულ რევოლუციას ვგეგმავთო. სწორედ გაისად გამოვა ინგოლშტადტელთა ახალი შეფ-დიზაინერის, მარკ ლიხტეს მიერ შექმნილი პირველი ავტომობილები - ექსტერიერისა და ინტერიერის სრულიად ახალი კონცეფციით. დღეს უკვე ვიცით, რომ ”აუდი” MMI-ს პენსიაზე უშვევბს და ფსონს კონკურენტებივით სენსორულ ეკრანებზე ჩამოდის.
შტეფან ფოსვინკელი

ასევე იხილეთ:
მანქანა, რომელსაც უკან სვლა არ ჭირდება!
Auto Bild


ბევრი BMW ახალ A4-ში!
Auto Bild


გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
Auto Bild


ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
Auto Bild


ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
Auto Bild


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!

Auto Bild


აუდის ყველაზე დიდი Q
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
18.01.2017
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ”მერსედესი” G-კლასის პიკაპზე მუშაობს, რომელიც G 500 4x4²-ის ბაზაზე შეიქმნება.
სრულად
18.01.2017
ლას ვეგასში გამართულ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), „ჰიუნდაიმ“ თავისი მომავლის ინტერიერი ორიგინალურად, საცხოვრებელი შენობის ნაწილად წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ლეგენდარული გერმანული ტრეკის აბსოლუტური რეკორდი ამჟამად სწორედ „რადიკალის“ მოდელს ეკუთვნის
სრულად
ახალი ნომერი