ეს მაიბახი თითქმის ტანკია!
ეს მაიბახი თითქმის ტანკია!
15.02.2016
ეს მანქანა ფაქტობრივად ტანკია ავტომობილებს შორის! გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard , რომელიც ყველაზე საიმედოა შეჯავშნულ ავტომობილებს შორის.

Auto Bild

”მაიბახი” ძალიან მდიდრულ ავტომობილს ნიშნავს, თუმცა ეს ისედაც იცით. კონკრეტულად ეს ვერსია კი არა მარტო უკიდურესად კომფორტულია, არამედ დაუჯერებლად უსაფრთხოცაა! Mercedes-Maybach S 600 Guard პირველი ცივილური ავტომობილია, რომელიც ბალისტიკურ კლას VR10-ს აკმაყოფილებს, რაც აქამდე მხოლოდ ნამდვილ ტანკებს შეეძლოთ!

Auto Bild

თუმცა ეს ”მაიბახი” სხვა დაუჯერებელი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა. მაგალითად, თუ ეს მანქანა ცეცხლში გაივლის, ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული სპეციალური სისტემა ცეცხლს ჩააქრობს. გაზის შემოტევას კი მანქანა ასე პასუხობს: რამდენიმე წამში ავტომობილის ყველა საჰაერო იკეტება და გაზი ინტერიერში არავითარ შემთხვევაში არ შეაღწევს!

Auto Bild

ზოგადად, S600 Guard შესაძლოა, ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ”მაიბახი”, მაგრამ სერიულ ვერსიასთან ტექნიკურად თითქმის არაფერი აქვს საერთო. სერიულ მოდელთან ის მხოლოდ ექსტერიერის დიზაინსა და ინტერიერის რამდენიმე ელემენტს ინაწილებს. მისი წონა 4,5 ტონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ვერსიაზე ორჯერ მძიმეა!

”უსაფრთხო ავტომობილებზე იმაზე დიდი მოთხოვნაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომაც ვქმნით საუკეთესოს!” - აცხადებს მარკუს ნასტი, რომელიც ”დაიმლერში” შეჯავშნული ავტომობილების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

Auto Bild
მარკუს ნასტი - ”დაიმლერში” შეჯავშნული ავტომობილების ხარისხზე პასუხს ეს კაცი აგებს

ეს ავტომობილები ზინდელფინგენის ”დაიმლერის” ქარხანაში მზადდება და იქ ამაზე დაახლოებით 600 ადამიანია დასაქმებული. ასეთი მაქსიმალურად უსაფრთხო ”მაიბახი” მინიმუმ 470 000 ევრო ღირს და ამ ფასში ზონდერ-კომპლექტაცია არ შედის. ასეთი ვერსიები მეტწილად ნახევარ მილიონზე ძვირად იყიდება. ”დაიმლერი”, რა თქმა უნდა, არაფერს გვეუბნება ასეთი ”მაიბახების” მფლობელების შესახებ - მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ვიცით მხოლოდ ის, რომ Mercedes-Maybach S 600 Guard-ის გასაღების ბაზარი მეტწილად აღმოსავლეთ ევროპა, აზია და სამხრეთი ამერიკაა.

Auto Bild

იხილეთ ფოტოგალერეა:
გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ირინა შეიკს მერსედესი და ლამბორგინი უყვარს
Auto Bild


ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!
Auto Bild


ახალი, სამხედრო Mercedes G-კლასი
Auto Bild


”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!
Auto Bild


ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]
Auto Bild


როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...
Auto Bild


”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები
Auto Bild


G-კლასების ტიუნინგი Mansory და Mcchip-dkr-სგან
Auto Bild
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
19.01.2017
გამოსვლის დღიდან, BMW M2-მა უამრავი ქება-დიდება დაიმსახურა. ბევრი მას გერმანული კომპანიის M-მოდელებს შორის, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოსაც კი უწოდებს.
სრულად
19.01.2017
ამ ავტომობილის შესახებ, შესაძლოა, გერმანული კომპანიის ბევრ თავგამოდებულ ფანსაც არაფერი სმენია.
სრულად
19.01.2017
რა შუაშია საბჭოური, მოძველებული და თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამო უაზ-ი? საქმე ისაა, რომ ეს უგზოობის ავტომობილი ამომავალი მზის ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული ყოფილა.
სრულად
ახალი ნომერი