შესანიშნავი შვიდეული? ვინ არიან Top Gear-ის ახალი წამყვანები
შესანიშნავი შვიდეული? ვინ არიან Top Gear-ის ახალი წამყვანები
16.02.2016
BBC-მ Top Gear-ის ახალი გუნდი წარმოადგინა. ეს გახლავთ ახალი, 7 ექსპერტით დაკომპლექტებული გუნდი. გაიცანით ისინი!

მაშ ასე: Top Gear-ის ახალი გუნდი უკვე დაკომპლექტებულია. ამერიკელი მსახიობის, მეტ ლებლანის და კრის ევანსის შემდეგ, გადაცემისთვის სხვა წამყვანებიც შერჩეულია: რორი რეიდი, საბინე შმიტცი, კრის ჰარისი, ედი ჯორდანი და, რა თქმა უნდა, სტიგი.

Auto Bild

საბინე შმიტცი გერმანელია და მას ნიურბურგრინგის ”ნორდშლაიფეს” დედოფალს უწოდებენ. ის არაერთხელ ყოფილა Top Gear-ში და ერთხელ, ერთ-ერთ რბოლაში თვით ჯერემი კლარკსონიც კი დაამარცხა. ერთხელ საბინემ ”ნორდშლაიფეს” გავლა 10 წუთში სცადა და ძალიან ცოტა დააკლდა - აქ მთავარი ის არის, რომ საბინე ამ მიზნის მიღწევას Ford Transit-ით ცდილობდა!

იხილეთ ვიდეო: საბინე შმიტცი Ford Transit-ით ნიურბურგრინგზე


კრის ჰარისი ჟურნალისტი გახლავთ და BBC-ში ყველაზე მეტად ის მოსწონთ, რომ ეს ადამიანი მუდმივად ახერხებს ავტომობილების შესახებ სრულიად ახალი, მანამდე უცნობი და ყველასათვის საინტერესო დასკვნების გაკეთებას. ავტომოყვარულები და Youtube-ის მომხმარებლები მას თავისი საკუთარი სერიებით ”Chris Harris on Cars” იცნობენ.

იხილეთ ვიდეო: Ford Mustang GT - Chris Harris on Cars



თავისუფალ დროს ჰარისი მეორად ავტომობილებს რალის ბოლიდებად ამზადებს ხოლმე.

იხილეთ ვიდეო


ედი ჯორდანი Top Gear-ის ახალ გუნდში ყველაზე ასაკოვანი წამყვანია. ყოფილი მრბოლელი და ფორმულა 1-ის გუნდის მფლობელი ირლანდიელია და მან ისეთი ავტომროლები აღმოაჩინა, როგორებიც არიან რუბენს ბარიკელო, ედი ირვაინი და თვით მიხაელ შუმახერი. ჯორდანს საავტომობილო სფეროში თითქმის ყველაფერი ნანახი და გამოცდილი აქვს.

Auto BildAuto Bild
ედი ჯორდანი და საბინე შმიტცი

აი, რორი რეიდი კი ყველაზე ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა. ეს გახლავთ ბრიტანელი ავტოჟურნალისტი, რომელიც ამ სფეროში 20 წელია მოღვაწეობს და რომელმაც Top Gear-ის წამყვანის როლი კასტინგით მოიგო.

რაც შეეხება მსახიობ მეტ ლებლანს - ის ამერიკული სერიალიდან, Friends-იდანაა ცნობილი და დიდი ავტომოყვარულია. ლებლანმა 2012 წელს გადაცემის სატესტო ტრეკზე დღემდე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ერთხელ კი სტიგთან ერთად გატესტა ”მაკლარენი”.

იხილეთ ვიდეო


ლებლანი და შმიტცი Top Gear-ის 40-წლიან ისტორიაში პირველი არაბრიტანელი წამყვანები იქნებიან. გარდა ამისა, შმიტცი Top Gear-ის გუნდში პირველი ქალია ბოლო 15 წლის განმავლობაში.

Auto Bild
ძველი გვარდია (ჰამონდი, კლარკსონი და მეი) ახალ შოუზე მუშაობენ, რომელიც Amazon-ზე გავა

შეგახსენებთ, რომ ჯერემი კლარკსონი BBC-დან ცნობილი სკანდალის შემდეგ 2015 წლის მარტის ბოლოს დაითხოვეს, რასაც გადაცემიდან მისი კოლეგების, მეისა და ჰამონდის წასვლაც მოჰყვა. ეს სამეული ახლა ახალ გადაცემაზე მუშაობს, რომელიც Amazon-ზე გავა.

ასევე იხილეთ:
ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
Auto Bild


კლარკსონი: მეგონა, რომ კიბო მქონდა!
Auto Bild
article image
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
article image
Cat Image
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
article image
Cat Image
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სხვა სიახლეები
26.08.2016
რუსული ავტომწარმოებელი ”ლადა” მოსკოვის მოტორშოუზე რამდენიმე ახალ კონცეპტს გვიჩვენებს
სრულად
24.08.2016
მართალია, წარწერა ”750 Li” სწორედ BMW-ს მარკის ლუქს-ავტომობილზე მიუთითებს, მაგრამ ეს ის არ არის
სრულად
24.08.2016
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად