ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს - მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები
ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს - მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები
25.02.2016
წარმოგიდგენთ მიხაელ შუმახერის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს

► „რეკორდებს მხოლოდ იმისთვის ამყარებ, რომ მერე ვინმემ გააუმჯობესოს. თუ ამას არ ეთანხმები, ესე იგი თვითკმაყოფილი შტერი ხარ.“

► „ბენზინი ბავშვობიდან სისხლში მაქვს. მამა კიოლნთან ახლოს კარტადრომზე მუშაობდა. ოთხი წლის ვიყავი, როცა მან პირდაპირ ჩვენი სახლის წინ, ტროტუარზე, კარტინგით რბოლა მომიწყო. მაშინ ვიღაცამ თქვა: „უკეთესი არ იქნება, რომ ბიჭბა რბოლა ტრეკზე ისწავლოს?“
Auto Bild
► „როცა 21 წლის გავხდი, მაშინ პირველი დიდი გასამრჯელო მივიღე. ფული ხელზე მომცეს, ჩანთა სავსე იყო. ოჯახი ვალებში იხრჩობოდა და ჩანთა უბრალოდ მამას გადავეცი. მისი სახე არასდროს დამავიწყდება, ეგონა, ვეხუმრებოდი.“

► „ჩემი ამოცანა ყოველთვის გამარჯვების მოპოვებაში მდგომარეობდა და არა იმაში, რომ რბოლები სანახაობრივად კარგი ყოფილიყო.“

► „მას შემდეგ, რაც აირტონ სენას ავარია შეემთხვა, მივხვდი, რომ ყველაზე სწორი, რაც უნდა გამეკეთებინა, ანდერძის შედგენა იყო (ანდერძის მიხედვით, ბრაზილიელი ავტომრბოლელის შემოსავალი მთლიანად გადავიდა საქველმოქმედო ფონდში). მეც დავწერე ანდერძი. მერე კი მივხვდი, რომ ანდერძის შესადგენად ფორმულა 1-ის პილოტობა საჭირო სულაც არ არის.“

► „მაქვს ასეთი წესი: თუ ტრავმა შეხორცდა, არასდროს გაიხსენო ის.“

Auto Bild
შუმახერების ოჯახი 1991 წელს. მარცხნიდან: ძმა რალფი, დედა ელიზაბეთი, მიხაელი და მამა როლფი

► „ჟურნალისტებმა იმედი გამიცრუეს იმ დღეს, როცა დედა გარდამეცვალა. ისინი სახლთან მელოდებოდნენ იმ იმედით, რომ კომენტარს გავაკეთებდი.“

► „ცხოვრებას, სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს.“

► „არ ვიცნობ ადამიანს, რომლისთვისაც სიჩქარე თავისუფლების ასოციაციას არ იწვევს.“

► „არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ ავტომობილი 300 კმ/სთ სიჩქარით მართო. მთავარია, იმ მომენტში თავში რაიმე სულელურმა აზრმა არ გაგიელვოს.“

► „ჩვეულებრივი მანქანით ქალაქგარეთ გზაზე მოძრაობა ასჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე ის, რასაც მე ტრეკზე ვაკეთებ.“

Auto Bild

► „ლამაზი ავტომობილები ხშირად ყველაზე სწრაფია.“

► „ავტოსპორტში შანსი აქვთ მხოლოდ მათ, ვინც ცივსისხლიანი და მშვიდია.“

► „ცოცხალი ლეგენდა - ეს ყველაზე საშინელი ტიტულია მათ შორის, რომლის მოკერებასაც ცდილობენ.“

► „მე მხოლოდ ბრბოსი მეშინია.“

► „ჩემი უმთავრესი ოცნებაა, მარტოხელა არ დავრჩე.“

► „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვებს შეგიძლიათ მისცეთ, არის თქვენი დრო, რადგან ბავშვებს ყველაზე მეტად თქვენთან ყოფნა სურთ.“

► „მიაღწევ რაღაცას და გამოფიტვას გრძნობ, მაგრამ სწორედ ეს გაძალებს გამარჯვების კიდევ და კიდევ მოპოვებას.“

► „თუ ბრაზდები, როცა მეგობარი იმარჯვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრები არ გყავს.“

► „ჭორები ჩემ შემოსავალზე იმდენად გადაჭარბებულია, რომ ხანდახან საკუთარი თავის მშურს.“

► „საშინელებაა, როცა საკუთარ თავს ვინმეს ადარებ.“

► „შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება - ჩემიც.“
მოამზადა დავით ჩუბინიძემ

ასევე იხილეთ:
ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან
Auto Bild


ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...
Auto Bild


შუმახერის შვილები მამის კვალზე
Auto Bild


შუმახერის პირადი ფოტოები ბავშვობიდან დღემდე
Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
Auto Bild



article image
2016-09-23 08:52:57
”მერსედეს-მაიბახში” ზუსტად იციან, რაზე ოცნებობენ მსოფლიოს უმდიდრესი დიქტატორები, ამას წინათ ახალი გრანდიოზული პროექტი დააანონსეს და სიტყვას საქმეც მოაყოლეს
article image
Cat Image
2016-09-22 05:28:14
გაიცანით ყველაზე ეკონომიური, ეკოლოგიური და ამავდროულად უმძლავრესი, პორშეს სამაგალითოდ სპორტული SUV
article image
Cat Image
2016-09-19 06:32:37
”სივიკი” ევროპის ბაზარზე ”ჰონდას” უმნიშვნელოვანესი მოდელია. ახლა კი ასპარეზზე ”სივიკის” ახალი, მეათე თაობა გამოდის
სხვა სიახლეები
27.09.2016
ყვითელი BMW M6 კანადის განუმეორებელი ტყის ფონზე შესანიშნავად გამოიყურება - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე M6-ის ხეირიან დრიფტს ეხება!
სრულად
27.09.2016
”ჯიპი” პარიზის ავტოშოუზე (1-16 ოქტომბერი) განახლებულ Grand Cherokee-ს წარმოადგენს. ლეგენდარული ამერიკული
სრულად
26.09.2016
ავტომობილში პრემიუმ-ბენზინის ჩასხმა კარგია და აუცილებელია - ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ავტომობილს მართლაც ასეთი საწვავი სჭირდება.
სრულად
ახალი ნომერი