წლის საუკეთესო ავტომობილები და მრბოლელები - ოქროს საჭე 2015 გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა
წლის საუკეთესო ავტომობილები და მრბოლელები - ოქროს საჭე 2015 გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა
27.02.2016
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით წლის შემაჯამებელი გალა-დაჯილდოების ჩატარება უკვე ყოველწლიური ტრადიციაა. საავტომობილო საქართველოს რჩეული საზოგადოება, ისევე, როგორც შარშან, წელსაც კაჭრეთში, სასტუმრო ”ამბასადორში” შეიკრიბა.

Auto Bild

ღონისძიებაზე 2015 წლის საუკეთესო მრბოლელები და ავტომობილები გამოვლინდნენ. საავტომობილო სპორტის ფედერაციამ საუკეთესო მრბოლელები დააჯილდოვა, ჟურნალ AUTO BILD-ის ქართულმა გამოცემამ კი - წლის საუკეთესო ავტომობილები 6 კატეგორიაში. „ოქროს საჭე 2015“-ის წარმდგენი იყო საავტომობილო ტუნინგის კომპანია „GM ტუნინგი“. პარტნიორები: კომპანია „ვისოლი“, „ჯი-ენერჯი“, „თეგეტა მოტორსი“ და „შელი“. გამარჯვებული მრბოლელებისთვის პრიზები დააწესეს: ელექტრო-ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ზუმერი“; სავაჭრო სახლი „გოლეთიანი. საინფორმაციო მხარდაჭერა: პალიტრანიუსი, www.ambebi.ge

გერმანულმა AUTO BILD-მა საავტომობილო ოსკარები ევროპაში ნოემბერში ჩამოარიგა, ჩვენ კი გამოკითხვა, ტრადიციულად თებერვლის ბოლომდე გავაგრძელეთ და ექვსივე კატეგორიაში ადგილობრივი გამარჯვებულები მხოლოდ თქვენი აზრის მიხედვით გამოვავლინეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ქართველი მომხმარებლის, ანუ, თქვენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში, რომელიც ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით მიმდინარეობდა, მხოლოდ და მხოლოდ 2015 წლის ახალი, ან მნიშვნელოვნად განახლებული მოდელები მონაწილეობდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა ხმის მიცემა. სულ შემოვიდა 40 085 ხმა - კატეგორიების მიხედვით საუკეთესო ხუთეულები ასე გამოიყურება:

Auto Bild

მცირელიტრაჟიანები
1. Honda Jazz
2. Hyundai i20
3. Opel Karl
4. Skoda Fabia

Auto BildAuto Bild

კომპაქტები და კომპაქტური ქროსოვერები
1. Mazda CX3
2. Mini Clubman
3. Opel Astra
4. Honda HR-V
5. Suzuki Vitara
6. Fiat 500 X
7. Ssang Yong Tivoli

Auto BildAuto Bild

საშუალო კლასი
1. Audi A4
2. Jaguar XE
3. Skoda Superb
4. Kia Optima
5. Subaru Levorg

Auto BildAuto Bild

SUV-კლასი
1. Mercedes GLC
2. BMW X1
3. Land Rover Discovery Sport
4. Hyundai Tucson
5. Renault Kadjar
6. Kia Sorento

Auto BildAuto Bild

ლუქს-კლასი და მდიდრული SUV-ები
1. BMW 7 Series
2. Mercedes GLE Coupe
3. BMW X6
4. Bentley Bentayga
5. Volvo XC 90
6. Audi Q7

Auto BildAuto Bild

სპორტული ავტომობილები
1. Mercedes AMG GT
2. Ferrari 488 GT
3. Audi R8
4. Lexus RCF
5. Mazda MX5

Auto BildAuto Bild

ჟურნალმა ”AUTO BILD საქართველომ” გამოარჩია წლის პარტნიორი კომპანია - სიმბოლური ჯილდო გადაეცა კომპანია ”ომეგა მოტორსს”.

Auto Bild

ღონისძიების ყველაზე ემოციური მომენტი დარბაზში მევლუდ მელაძის გამოჩენა გახდა. როგორც იცით, მევლუდი რამდენიმე თვეა აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. შესაბამისად, მის დარბაზში გამოჩენას არავინ ელოდა. ეს იყო ღონისძიების ორგანიზატორების სიურპრიზი: მევლუდ მელაძის სცენაზე გამოსვლას უდიდესი აჟიოტაჟი და ოვაციები მოჰყვა. მრბოლელებმა ქართული ავტოსპორტის გამორჩეული ვარსკვლავი ხელში აიტაცეს და ასე გამოხატეს მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა.

Auto Bild
Auto Bild

რაც შეეხება წლის საუკეთესო მრბოლელებს - დაჯილდოვდა ყველა ჩემპიონი და პრიზიორი, კულმინაცია კი წლის საუკეთესო მრბოლელის დასახელება გახლდათ: 2015 წლის საუკეთესო მრბოლელი საქართველოში დათა ქაჯაიაა!

Auto Bild

სამოყვარულო შეჯიბრებები პროფესიულ კლასებშიAuto Bild
წყვილთა რბოლის გამარჯვებული.
სანდრო თავართქილაძე

დრიფტის ჩემპიონატის პრო კლასი
გიორგი კირვალიძე

წრიული რბოლა: მოტო
კლასი 600: გიორგი მიხანაშვილი
კლასი 1000: ნიკა გოგოლი

აღმართის დაძლევა
კლასი 1500: დავით ჩხიკვიშვილი
კლასი კომპაქტი: ირაკლი კაკაურიძე
კლასი 2000: არჩილ ბიძინაშვილი

კლასი აბსოლუტი: არჩილ ბიძინაშვილი Auto Bild

წრიული რბოლები
ა) მონო კლასი
გუნდური ჩათვლა: XOXO Racing team
ინდივიდუალური ჩათვლა: დავით მენთეშაშვილი

წრიული რბოლა – კომპაქტების კლასი
გამარჯვებული გუნდურ ჩათვლაში: Crediton.ge Racing Team
გამარჯვებული ინდივიდუალურ ჩათვლაში: ვანო მძელური

წრიული რბოლა: ლეგენდ ქარს კლასი [LEGENDS CARS]
გუნდური ჩათვლა: Liberty bank racing team
ინდივუდუალური ჩათვლა: არჩილ ბიძინაშვილი

წრიული რბოლა
ფორმულას კლასი
გამარჯვებული გუნდურ ჩათვლაში: Wissol racing team
გამარჯვებული ინდივიდუალურ ჩათვლაში: მევლუდ მელაძე

წლის საუკეთესო მრბოლელი:
დათა ქაჯაია (MIA Force)

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
article image
2016-12-07 11:24:37
”ოპელმა” თავის უმთავრესი ფლაგმანის, Insignia-ს ახალი, მეორე თაობის მოდელი წარმოადგინა.
article image
Cat Image
2016-11-18 07:43:52
ფორმა გაამძაფრეს, ტექნიკა განაახლეს - უფრო გალამაზებული Mazda CX-5 გაისად გამოდის
article image
Cat Image
2016-11-17 07:07:31
”ალფა რომეო” გაზიდან ფეხს აღარ იღებს: გაიცანით იტალიელების პირველი SUV, რომელსაც Stelvio ჰქვია
სხვა სიახლეები
08.12.2016
ახალი Toyota C-HR უკვე საქართველოშია! მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
სრულად
05.12.2016
ევროპის უმთავრესი საავტომობილო კონკურსის, ოქროს საჭე 2016-ის ქართული, ექსკლუზიური ვერსია გადამწყვეტ ფაზაში შედის.
სრულად
03.12.2016
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის
სრულად
ახალი ნომერი