შევროლემ ჟენევაში კორვეტის სუპერ-ვერსია წარმოადგინა
შევროლემ ჟენევაში კორვეტის სუპერ-ვერსია წარმოადგინა
02.03.2016
”შევროლემ” ჟენევის ავტოშოუზე, ევროპის ავტოსაზოგადოებას პირველად წარუდგინა ახალთახალი Corvette Grand Sport , რომელიც ისეთი ადამიანებისთვის შეიქმნა, სარბოლო ტრეკებზე გართობა რომ უყვართ.

Auto Bild

ჯენევის ავტოსალონის ”შევროლეს” სტენდზე ყურადღების ცენტრში ახალი Corvette Grand Sport გახლავთ, რომელიც ისეთ ავტოდრომებზე გასართობად შეიქმნა, როგორებიცაა ნიურბურგრინგი, ჰოკენჰაიმრინგი, ზახსენრინგი, უნგარორინგი, ან თუნდაც ჩვენი, რუსთავის ავტოდრომი.

Auto Bild

ამერიკელებმა 6,2 ლიტრი მოცულობის 466-ცხენისძალიანი ძრავა ხელუხლებელი დატოვეს. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული აეროდინამიკა და ეს ”კორვეტი” მოსახვევებში ჩვეულებრივ ვერსიაზე გაცილებით მაღალ სისწრაფეს განავითარებს, რაშიც Michelin Pilot Sport საბურავებიც დიდად ეხმარება. Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა კი მის პილოტს საჭირო კონტროლის საშუალებას მისცემს. უკეთესი აეროდინმიკა, სტაბილიზატორები, Z06-ის დაკიდების სისტემა და დიფერენციალის ბლოკირებაც ასეთი ავტომობილისთვის აუცილებელი ატრიბუტებია. ამასთან, Corvette Grand Sport საბაზო ვერსიაზე მსუბუქიცაა.

Auto Bild

”შევროლეს” ამ ავტომობილის ფასის შესახებ არაფერი უთქვამს და ამერიკელებმა ჯერ არც მისი შესაძლებლობები გაამხილეს დეტალურად. თქვეს მხოლოდ ის, რომ Grand Sport კუპესა და კაბრიოლეტის სახით იქნება ხელმისაწვდომი და მისი შეკვეთა სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
კორვეტი თუ მაკლარენი? სრული სიამოვნება ნახევარ ფასად!
Auto Bild
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
19.01.2017
გამოსვლის დღიდან, BMW M2-მა უამრავი ქება-დიდება დაიმსახურა. ბევრი მას გერმანული კომპანიის M-მოდელებს შორის, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოსაც კი უწოდებს.
სრულად
19.01.2017
ამ ავტომობილის შესახებ, შესაძლოა, გერმანული კომპანიის ბევრ თავგამოდებულ ფანსაც არაფერი სმენია.
სრულად
19.01.2017
რა შუაშია საბჭოური, მოძველებული და თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამო უაზ-ი? საქმე ისაა, რომ ეს უგზოობის ავტომობილი ამომავალი მზის ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული ყოფილა.
სრულად
ახალი ნომერი