ტოიოტას ახალი, პატარა ქროსოვერი
ტოიოტას ახალი, პატარა ქროსოვერი
03.03.2016
ჟენევის ავტოშოუზე ”ტოიოტამ” ქროსოვერი C-HR წარმოადგინა, რომელიც ტექნიკურად Prius-ის ბაზაზეა შექმნილი, ვიზუალურად კი - Nissan Juke-ს მოგაგონებთ.

ეს გახლავთ ”ტოიოტას” ახალი, პატარა ქროსოვერი C-HR, რომელიც იაპონურმა გიგანტმა ჟენევაში წარადგინა და რომელიც ძალიან ახლოსაა სერიულ ვერსიასთან. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ ”ტოიოტამ” ამ ქროსოვერის სახით Nissan Juke-ის კონკურენტი შექმნა. ვიზუალური მსგავსება დიდია, თუმცა ”ტოიოტას” შემთხვევაში დიზაინი შედარებით, ნაკლებად გადატვირთულია.

Auto Bild

იაპონელთა მტკიცებით, ეს იქნება კლასში ერთ-ერთი ყველაზე მანევრირებადი ქროსოვერი - ”ტოიოტა” გვპირდება შეძლებისდაგვარად სპორტულ მართვადობას, კარგ მოხვევას და, მიუხედავად ამისა, კომფორტულ სავალ ნაწილს.

Toyota C-HR ტექნიკურად ე.წ. TNGA-პლატფორმაზეა შესრულებული, რომელიც Toyota Prius-ის შემთხვევაშიც გამოიყენება. სახელწოდება C-HR ასე იშიფრება: Compact High Rider. ავტომობილი სწორედ ”პრიუსის” ტექნიკას იყენებს და, ცხადია, ჰიბრიდის სახითაც იქნება ხელმისაწვდომი. ელექტროძრავასთან ერთად, გამოყენებულია 122-ცხენისძალიანი 1,8 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავა. ხელმისაწვდომია 1,2-ლიტრიანი Turbo-ც 115 ცხენის ძალით.

Auto Bild

რაც შეეხება ტრანსმისიებს: ავტომობილი იწარმოება როგორც 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ისე უსაფეხურო ავტომატიკითაც. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სრული ამძრაობის შეკვეთაც - თუმცა, სრული ამძრაობა მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთადაა ხელმისაწვდომი.

ტოპ-ძრავა ბენზინის 2-ლიტრიანი აგრეგატი იქნება, რომელიც მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფან იქნება ხელმისაწვდომი. დიზელის ძრავა კი ამ ავტომობილს არ ექნება. ”ტოიოტამ” C-HR-ს LED-განათება უსახსოვრა და იაპონელები, უმაღლეს ტექნიკურ კომპლექტაციასაც გვპირდებიან. სერიული ვერსიის გაყიდვები, შესაძლოა, ზაფხულშივე დაიწყოს. იაპონელებს ავტომობილის ფასი ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ C-HR Nissan Juke-ზე ძვირი არ ეღირება.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“ - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს!
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


BMW-ს ლუქს-ლიმუზინი საქართველოშია!
Auto Bild

article image
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
article image
Cat Image
2016-07-13 11:04:05
ფოტოები მოგვეწონა, დაპირებებიც მოვისმინეთ, ახლა კი დროა, ახალმა ”ალფამ” რეალურად დაგვიმტკიცოს, რომ მართლა კარგი მანქანაა
article image
Cat Image
2016-07-12 11:51:26
”ჰიუნდაიმ” Grand Santa Fe განაახლა. კორეელთა დიდმა SUV-მა ახალი ასისტენტ-სისტემები მიიღო, დიზაინი კი მსუბუქად განახლდა.
სხვა სიახლეები
21.07.2016
კომპანია Lada Sport-მა არქივიდან უიშვიათესი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ფოტოზე ხედავთ ფორმულა 1-ის ლეგენდას, აირტონ სენას, რომელიც ВАЗ-21011-ს მართავს!
სრულად
21.07.2016
”ჯიპი” იუბილეს ზეიმობს. აგერ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელებს საზეიმო განწყობა აქვთ, რადგან ზუსტად 75 წელი გავიდა მას მერე, რაც მსოფლიომ პირველი Willys-Jeep იხილა.
სრულად
21.07.2016
”პირველი სერიის” სედანის სახით BMW-მ შექმნა პირველი სედანი, რომელსაც არა უკანა, არამედ წინა ამძრაობა აქვს!
სრულად
ახალი ნომერი