რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
11.03.2016
გასწრება ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მანევრია, ავარიების უდიდესი ნაწილი კი, მოგეხსენებათ, არასწორი მანევრის გამო ხდება. ამიტომაც, გასწრებისას მძღოლი განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას გასწრებასთან დაკავშირებით წიგნიდან ”ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს”
Auto Bild
► გასწრება რთული მანევრია, ამიტომ როცა იწყებთ გასწრებას, წინასაწარ გათვალეთ თქვენი ქმედებები მანევრის დასრულების ჩათვლით.

► გასწრებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ავტომობილის სიმძლავრე და შესაძლებლობები. ეს ყველა ავტომობილის და მძღოლის შემთხვევაში ინდივიდუალურია.

► თუ არ აპირებთ გასწრებას, ნუ მიუახლოვდებით წინ მიმავალ ავტომანქანას ძალიან ახლოს. ამით თქვენ მისცემთ საშუალებას სხვა მანქანებს უსაფრთხოდ მოახდინონ თქვენი და თქვენს წინ მიმავალი ავტომანქანის გასწრება.

► გასწრების შემდგომ ნუ დაამუხრუჭებთ იმ ავტომობილის წინ, რომელსაც ეს-ესაა გაუსწარით. სხვანაირად რომ ვთქვათ, შეეცადეთ, გაასწროთ ისეთ სიტუაციაში, რომ არ დაგჭირდეთ იმ ავტომობილის წინ დამუხრუჭება, რომელსაც გაასწარით.

► თუ თქვენს წინ მიმავალმა მანქანამ დაიწყო გასწრების მანევრი, ნუ იჩქარებთ დაიკავოთ მისი ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ მოახერხებს გასწრებას, მას უნდა ჰქონდეს უკან, თავის ადგილზე დაბრუნების საშუალება.

► ნუ ააჩქარებთ ავტომანქანას, როცა გისწრებენ. უმჯობესია თქვენს წინ დატოვოთ ადგილი ავტომანქანისთვის, რომელიც გისწრებთ.

► თუ გზა იძლევა ამის საშუალებას, ”მიიწიეთ” მარჯვნივ როცა გისწრებენ. ეს გაუადვილებს მანევრს გასწრების პოზიციაში მყოფ ავტომანქანის მძღოლს.

► გასწრებისას ნუ იქნებით მხოლოდ სარკეების იმედად, ვინაიდან მათ აქვთ ე.წ. ”მკვდარი ზონები”.

Auto Bild

► აღმართზე გასწრებისას, განსაკუთრებით როცა ასწრებთ სატვირთო ავტომანქანას, დარწმუნდით, რომ მანევრის შესრულებისას არ მოგიწევთ ექსტრემალური დამუხრუჭება, ან უეცარი დაბრუნება უკან. სატვირთო ავტომობილისთვის, რომელსაც უსწრებთ, აღმართზე განსაკუთრებით საშიშია სიმძლავრის ვარდნა. ასევე, ადეკვატურად შეაფასეთ დისტანცია შემხვედრ ხაზში მყოფ ავტომობილამდე, არ დაგავიწყდეთ, რომ დაღმართში მოძრავი სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭე მანძილი ბევრად მეტია, ვიდრე სწორ გზაზე.

► თუ გზაჯვარედინზე შენიშნავთ სატვირთო ავტომანქანას (”ფურა” ავტომატარებელი, ავტობუსი და ა.შ. ) რომელსაც ჩართული აქვს მოხვევის ციმციმა, ნუ ეცდებით გაასწროთ მას იმ მხრიდან, საითაც უხვევს. გახსოვდეთ, რომ გრძელ ავტომობილს, მისი ზომებიდან გამომდინარე, ბევრად მეტი მოხვევის რადიუსი აქვს.
გოგა გაგნიძე

ასევე იხილეთ:
რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს
Auto Bild


როდის რა უნდა გამოვუცვალოთ მანქანას?
Auto Bild


უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild

article image
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
article image
Cat Image
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
article image
Cat Image
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სხვა სიახლეები
22.08.2016
ერთად გამოვავლინოთ წლის საუკეთესო ახალი ავტომობილები
სრულად
05.08.2016
აქტიური უსაფრთხოება არის ავტომობილის საექსპლუატაციო თვისებების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს საავარიო სიტუაციებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებას.
სრულად
02.08.2016
„ვეფხისა და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
სრულად