როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი?
როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი?
15.03.2016
სამუხრუჭე სისტემა პასუხს აგებს თქვენი, თანამგზავრების და საგზაო მოძრაობის სხვა წევრების უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, მისი მოვლა და ზოგადად მუხრუჭის სწორად გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დამუხრუჭებასთან დაკავშირებით წიგნიდან ”ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს”. როგორც უკვე იცით, ამ წიგნის პირველი ნაწილი ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მარტის ნომერთან ერთად იყიდება (წიგნის სპეციალური ფასი - 2 ლარი, ჟურნალთან ერთად - 5 ლარი).

► ავტომობილს მოძრაობის მიმართულების შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, როცა მისი წამყვანი თვლები არ არის დაბლოკილი. გაითვალისწინეთ ეს, როცა ამუხრუჭებთ.
Auto Bild
► არ გაიაროთ ორმოები მოქმედებაში მოყვანილი მუხრუჭებით. დარტყმა ტრანსმისიაზე, როგორც წესი, რამოდენიმეჯერ ძლიერია, ვიდრე მუხრუჭის გარეშე.

► “მწოლიარე პოლიციელის”, ან სხვა სახის შემაღლების გავლა შემდეგნაირადაა რეკომენდებული: დაბრკოლების დანახვისას წინასწარ დაამუხრუჭეთ და უშუალოდ დაბრკოლების წინ აუშვით მუხრუჭს ფეხი. ავტომანქანის წინა ნაწილი ინერციით განიტვირთება და დაბრკოლება უჩვეულოდ მსუბუქად გადაილახება.

► თუ არ შეგიძლიათ სრულყოფილად შეაფასოთ მოსახვევის კუთხე, დაამუხრუჭეთ წინასწარ, ხოლო მოსახვევში შესვლისას გაათავისუფლეთ მუხრუჭები.

► თუ თქვენ მოძრაობთ მსუბუქი ავტომობილით და უკან მოგყვებათ სატვირთო ავტომანქანა, ნუ დაამუხრუჭებთ მოულოდნელად - სატვირთო მანქანის სამუხრუჭე მანძილი გაცილებით დიდია თქვენი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილზე.

► თუ გთხოვენ გზაზე გაჩერებას, დაიცავით უსაფრთხოების ყველა წესი. უმჯობესია რამდენიმე ათეული მეტრით მეტი გაიაროს მომავალმა თანამგზავრმა, ვიდრე შექმნათ საშიში საავარიო სიტუაცია, ან დააბრკოლოთ სხვა ავტომობილები.

► თუ თქვენი ავტომობილის ძრავა სტანდარტულთან შედარებით გაძლიერებულია (ჩიპ-ტუნინგი და ა.შ. ), არ დაგავიწყდეთ სამუხრუჭე სისტემის გაუმჯობესება. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა ქარხნულმა სამუხრუჭე სისტემამ გიმტყუნოთ კრიტიკულ სიტუაციაში.

► სამუხრუჭე სისტემა პასუხს აგებს თქვენი, თანამგზავრების და საგზაო მოძრაობის სხვა წევრების უსაფრთხოებაზე. ამდენად მისი მოვლა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. ხარისხიანი სამუხრუჭე ხუნდები, შესაბამისი, მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული, ხარისხიანი სამუხრუჭე სითხე, სამუხრუჭე აგრეგატების დროული კონტროლი და შემოწმება ჟანგზე და მოქნილობაზე - თავიდან აგარიდებთ უბედურ შემთხვევებს და კრიტიკულ სიტუაციაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

► ასევე გაითვალისწინეთ, რომ ავტომობილის სტოპ-მაშუქებს (ე.წ. ”სტოპებს”) თქვენი და სხვა მძღოლების უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნათურის გამოცვლა არ არის ძვირი, სტოპ-მაშუქების გამართული მუშაობა კი აუცილებელია! თქვენს უკან მომავალი ავტომობილის მძღოლმა უნდა იცოდეს, როდის ამუხრუჭებთ.
გოგა გაგნიძე

► AUTO BILD-ის მარტის ნომერთან ერთად: "ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს" (I ნაწილი)

► წიგნის სპეციალური ფასი - 2 ლარი; ჟურნალთან ერთად - 5 ლარი

► იკითხეთ პრესის გამავრცელებლებთან

ასევე იხილეთ
რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?

Auto Bild


ინფორმაცია წიგნის შესახებ
Auto Bild
article image
2016-06-27 11:30:59
ესეც ასე! თქვენ წინაშეა Mercedes-AMG-ს ახალი ტოპ-მოდელი: Mercedes AMG GT R. ახალი სუპერსპორტული ავტომობილი 585 ცხენის ძალით
article image
Cat Image
2016-06-21 07:33:12
SUV ასე იშიფრება: Sport Utility Vehicle. მაგრამ ახალ Ford Edge-ს სპორტთან ბევრი არაფერი აკავშირებს
article image
Cat Image
2016-06-21 07:15:09
წყლის შეფრქვევა, Trackday-სპოილერი, სარბოლო სავალი ნაწილი - ეს M4 სასწაულია!
სხვა სიახლეები
28.06.2016
ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ასეთია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიში.
სრულად
28.06.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, ოღონდ
სრულად
28.06.2016
BMW-ს და MINI-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა.
სრულად
ახალი ნომერი