ახალი ცნობები მერსედესის პიკაპის შესახებ
ახალი ცნობები მერსედესის პიკაპის შესახებ
16.03.2016
„მერსედესის“ პირველი პიკაპი შემოდგომაზე, პარიზის ავტოშოუზე იქნება წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა (AutoExpress) გაავრცელეს. მართალია, პარიზში მხოლოდ პროტოტიპს ვნახავთ, მაგრამ ესეც საქმეა! თანაც, „მერსედესის“ პიკაპის სერიული წარმოების დაწყების დროც გვიახლოვდება - როგორც იცით, შტუტგარტელთა პიკაპი 2017 წელს უნდა გამოვიდეს.
Auto Bild
„მერსედეს-ბენცის“ პიკაპის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი. ნანახი გვაქვს მხოლოდ ერთადერთი ოფიციალური სკეტჩი და ვიცით ისიც, რომ საუბარია სახელწოდება „X-კლასზე“. თუმცა დაარქმევენ თუ არა „მერსედესის“ პიკაპს „X-კლასს“, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი და დადასტურებული.

ცნობილია ისიც, რომ „მერსედესის“ პიკაპი „ნისანთან“ თანამშრომლობით იქმნება და რომ ის ახალი თაობის Nissan Navara-სგან არაერთ დეტალს მიიღებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ავტომობილი მხოლოდ დიზელის ძრავებით იქნება წარმოდგენილი - საუბარია 188-ცხენისძალიან 4-ცილინდრიანზე (450 ნმ) და 6-ცილინდრიან აგრეგატზე 255 ცხენის ძალით (550 ნმ).

ასევე შეგვიძლია გითხრათ, რომ ”მერსედესის” პიკაპის წარმოება ორ ქარხანაში დაიგეგმა: პირველი ქარხანა არგენტინის ქალაქ კორდობაში მდებარეობს და ”რენოს” ეკუთვნის, მეორე ქარხანა კი ბარსელონაშია და ”ნისანის” საკუთრებაა. შტუტგარტელები „X-კლასის“ სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ.

ასევე იხილეთ:
ახალი ამერიკული მონსტრი: Dodge Ram
Auto Bild


ნისანის მონსტრი პიკაპი დიზელის 8-ცილინდრიანით!
Auto Bild


Ford F-150 Raptor Supercrew - ამერიკის სიამაყე
Auto Bild


პიკაპის ტიუნინგი ამერიკულად - Ford F-150
Auto Bild


8 ცილინდრი და ალილუია
Auto Bild


გონივრული პიკაპი: ახალი Mitsubishi L200
Auto Bild


მონსტრი ჯიპები ამერიკიდან (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


როგორი იქნება მერსედესის პიკაპი?
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild

article image
2016-12-07 11:24:37
”ოპელმა” თავის უმთავრესი ფლაგმანის, Insignia-ს ახალი, მეორე თაობის მოდელი წარმოადგინა.
article image
Cat Image
2016-11-18 07:43:52
ფორმა გაამძაფრეს, ტექნიკა განაახლეს - უფრო გალამაზებული Mazda CX-5 გაისად გამოდის
article image
Cat Image
2016-11-17 07:07:31
”ალფა რომეო” გაზიდან ფეხს აღარ იღებს: გაიცანით იტალიელების პირველი SUV, რომელსაც Stelvio ჰქვია
სხვა სიახლეები
08.12.2016
გადატვირთული საავტომობილო გზები, ქალაქების დაბინძურებული ჰაერი, ავარიები და ბევრი სხვა პრობლემა, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტს უკავშირდება, დიდი ქალაქების და სულ უფრო მეტი ქვეყნის სატკივარია.
სრულად
08.12.2016
ჩინური კომპანია FAW დიდი ხანია აწარმოებს ლიმუზინებს, რომლებსაც ხშირად „ჩინურ როლს-როისადაც“ მოიხსენიებენ.
სრულად
08.12.2016
ამერიკულმა კომპანია „ნიკოლამ“ წლის მიწურულს, დაპირებისამებრ, თავისი ელექტრონული სატვირთო გამწევი, Nikola One წარმოგვიდგინა.
სრულად
ახალი ნომერი