ახალი ჰიუნდაი ელანტრა კიდევ უფრო მდიდარია!
ახალი ჰიუნდაი ელანტრა კიდევ უფრო მდიდარია!
21.03.2016
„ჰიუნდაიმ“ ბაქოში ახალი „ელანტრა“ გაგვაცნო. კორეელთა საშუალო კლასის წარმატებული სედანის ახალი თაობის წარმომადგენელი წინამორბედზე გაცილებით უკეთესი ავტომობილია!

ეს გახლავთ „ელანტრას“ ახალი, რიგით მეოთხე თაობა - თუმცა გააჩნია, საიდან დავიწყებთ ათვლას. მას მერე, რაც ავტომობილს „ელანტრა“ ეწოდება, ეს მეოთხე თაობაა, თუმცა მანამდე, 90-იან წლებში ორი თაობა იწარმოებოდა, რომლის სახელიც Lantra გახლდათ. Elantra სწორედ მისი შთამომავალია და ახალ მოდელს, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, ზოგი მეოთხე თაობას უწოდებს, ზოგიც მეექვსეს.

Auto Bild

თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარი ის არის, რომ ახალ „ელანტრაში“, როგორც კორეელებს სჩვევიათ, „ჰიუნდაიმ“ უამრავი სიურპრიზი შემოგვთავაზა. თავის დროზე სენსაციური და სიურპრიზებით აღსავსე (პირველ რიგში კომპლექტაციის თვალსაზრისით) იყო წინამორბედი მოდელიც, ახალი „ელანტრა“ კი, როგორც ვიზუალურად, ასევე თავისი შესაძლებლობებით, კიდევ უფრო მდიდარია.

სრულიად შეცვლილია ავტომობილის დიზაინი - „ელანტრა“ ახლა კიდევ უფრო ევროპულად გამოიყურება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ინტერიერი, გამოყენებული მასალები და ტექნიკა. დიზაინის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი დიდი ზომის 6-კუთხიანი რადიატორის ცხაურაა - ერთი შეხედვითაც შეატყობთ ცნობილი დიზაინერის, პეტერ შრაიერის ხელწერას, რომელიც კორეელებმა თავის დროზე „აუდიდან“ გადაიბირეს და რომლის ხელშიც „ჰიუნდაიმ“ ისეთი პროგრესი განიცადა, რომ შრაიერი დღეს უკვე კონცერნის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ახალი „ელანტრას“ თვლების ბაზა უცვლელი დარჩა, მაგრამ ავტომობილი სიგრძეში 20 მილიმეტრით გაიზარდა, სიგანეში კი - 25 მილიმეტრით.

Auto Bild

ახალმა „ელანტრამ“ უამრავი ისეთი ფუნქცია მიიღო, რაც აქამდე მხოლოდ პრემიუმ სეგმენტში იყო ხელმისაწვდომი. თუმცა „ჰიუნდაისგან“ ასეთი სიურპრიზები უკვე აღარ გვიკვირს, რადგან კორეელები აქცენტს ყოველთვის მისაღებ ფასზე და მაქსიმალურად მდიდარ კომპლექტაციაზე აკეთებდნენ - სწორედ ამ მიდგომით მოახერხა „ჰიუნდაიმ“ კონკურენტებისთვის უამრავი კლიენტის წართმევა.

ახალი ოფციებიდან აღსანიშნავია სავარძლების გათბობა და ვენტილაცია, საბარგულის ავტომატური გახსნა, მკვდარი წერტილებისა და ზონების კონტროლი გარეთა სარკეებში, პრემიუმ-ხარისხის აუდიო-სისტემა Infiniti და კიდევ უამრავი რამ.

Auto Bild
Auto BildAuto Bild
Auto Bild

მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ავტომობილის დაკიდების სისტემა - „ელანტრას“ ძარა უფრო აეროდინამიკური გახდა: წინააღმდეგობის კოეფიციენტი (cw) ახლა უკვე 0,27 გახლავთ, რამაც საწვავის ხარჯი შეამცირა. ახალი „ელანტრა“ ბენზინის ორი ძრავით იქნება ხელმისაწვდომი: 1,6-ლიტრიანი აგრეგატით (127 ცხენის ძალა) და 2-ლიტრიანით (152 ცხენის ძალა). ორივე ვერსია ხელმისაწვდომია როგორც მექანიკური, ისე 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. "ჰიუნდაის" თბილისის ცენტრში ახალი ”ელანტრას” ტესტ-დრაივი და შეძენა უკვე შესაძლებელია - საწყისი ფასი: 15 900 დოლარი.

ახალი „ელანტრას“ პრეზენტაციას ჩვენც დავესწარით და აზერბაიჯანში ორი დღე ვტესტავდით. ავტომობილს დეტალურად ჟურნალ „AUTO BILD საქართველოს“ აპრილის ნომერში გაგაცნობთ და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს, თუ როგორ დადის და რა შეუძლია კორეელთა ახალ სედანს.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

ასევე იხილეთ:
გაიცანით: ჰიუნდაის ახალი ჰიბრიდი
Auto Bild


ჰიუნდაის ახალი მინი-SUV
Auto Bild


ახალი Hyundai Tucson საქართველოშია!
მისაღები ფასით და საუკეთესო გარანტიით

Auto Bild


ამ კორეელს წარმატება გარანტირებული აქვს?
ახალი Hyundai Tucson-ის დეტალური მიმოხილვა
Auto Bild


AUTO BILD: ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ

Auto Bild

რომის პაპი ჰიუნდაიზე გადაჯდა
Auto Bild

article image
2016-06-29 10:25:44
2 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, მანამდე კი საავტომობილო იტალია-გერმანია ვნახოთ!
article image
Cat Image
2016-06-29 09:08:09
”პორშემ” ახალი, მეორე თაობის ”პანამერას” პრეზენტაცია გამართა - Panamera II წელსვე გამოდის და სრულიად ახალი მოდელია.
article image
Cat Image
2016-06-29 06:06:37
უსაფრთხოების ახალი ასისტენტები, ბევრი მულტიმედია, ახალი 3-ცილინდრიანი ძრავა - აუდიმ A3 გაარემონტა
სხვა სიახლეები
30.06.2016
ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან, “ტოიოტა ცენტრ თბილისსა” და “ტოიოტა ცენტრ თეგეტაში” სიახლეა - განახლებული RAV4.
სრულად
28.06.2016
ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ასეთია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიში.
სრულად
28.06.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, ოღონდ
სრულად
ახალი ნომერი