განახლებული Jeep Grand Cherokee მზადაა თავდაგასავლებისთვის
განახლებული Jeep Grand Cherokee მზადაა თავდაგასავლებისთვის
22.03.2016
”ჯიპი” განახლებული Grand Cherokee Trailhawk-ის ოფიციალურ პრეზენტაციას თვის ბოლოს, ნიუ იორკის ავტოშოუზე გეგმავს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ავტომობილის ფოტოები ინტერნეტში უფრო ადრე გავრცელდა.

Auto Bild

ოფიციალური დეტალები და ტექნიკური მონაცემები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რის გამოც იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რასაც ფოტოებზე ვხედავთ. მაგალითად, ჩანს, რომ Grand Cherokee Trailhawk-ს კლირენსი მოემატა, მიიღო ”საბრძოლო” საბურავები, შეიცვალა რადიატორის ცხაურა. განახლებულია ავტომობილის ინტერიერიც.

Auto Bild
Auto BildAuto Bild

გარდა ამისა, ინტერნეტში ასევე გავრცელდა Grand Cherokee-ის ახალი, ყველაზე მდიდრული ვერსიის ფოტოები - საუბარია ”გრანდის” ყველაზე ლუქს-ვერსიაზე - Summit.

Auto Bild

დეტალური ინფორმაციისთვის ავტოშოუს უნდა დაველოდოთ, მანამდე კი იმის თქმა შეიძლება, რომ ავტომობილმა მიიღო ახალი ბამპერი დამატებითი ქრომით და LED-ნისლსაწინააღმდეგო მაშუქებით. შეცვლილია ცხაურა და 20-დუიმიან დისკებსაც ახალი, განსაკუთრებული დიზაინი აქვს. Summit ვერსიაში ”ჯიპი” ხის დეტალებს, უმაღლესი ხარისხის ტყავს და პანორამულ ჭერს გვთავაზობს.

Auto Bild
Auto Bild

ასევე იხილეთ:
10 ყველაზე სწრაფი SUV
Auto Bild


ვიდეო: ჯიპი რომ გყავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ...
Auto Bild


ჯიპი, რომელიც ტრადიციებს და ისტორიას აგრძელებს (+ VIDEO)
Auto Bild


მონსტრი ჯიპები ამერიკიდან (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


სრული სვლით ცუდ გზებზე - Jeep Cherokee Trailhawk
Auto Bild


ჯიპი ყოველი შემთხვევისთვის
Auto Bild


გრანდიოზული გრანდი
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
Jeep,
article image
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
article image
Cat Image
2016-07-13 11:04:05
ფოტოები მოგვეწონა, დაპირებებიც მოვისმინეთ, ახლა კი დროა, ახალმა ”ალფამ” რეალურად დაგვიმტკიცოს, რომ მართლა კარგი მანქანაა
article image
Cat Image
2016-07-12 11:51:26
”ჰიუნდაიმ” Grand Santa Fe განაახლა. კორეელთა დიდმა SUV-მა ახალი ასისტენტ-სისტემები მიიღო, დიზაინი კი მსუბუქად განახლდა.
სხვა სიახლეები
21.07.2016
კომპანია Lada Sport-მა არქივიდან უიშვიათესი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ფოტოზე ხედავთ ფორმულა 1-ის ლეგენდას, აირტონ სენას, რომელიც ВАЗ-21011-ს მართავს!
სრულად
21.07.2016
”ჯიპი” იუბილეს ზეიმობს. აგერ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელებს საზეიმო განწყობა აქვთ, რადგან ზუსტად 75 წელი გავიდა მას მერე, რაც მსოფლიომ პირველი Willys-Jeep იხილა.
სრულად
21.07.2016
”პირველი სერიის” სედანის სახით BMW-მ შექმნა პირველი სედანი, რომელსაც არა უკანა, არამედ წინა ამძრაობა აქვს!
სრულად
ახალი ნომერი