ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
22.03.2016
მეორადი ავტომობილების ბაზარზე უდიდესი არჩევანია. რომელი ავტომობილია ყველაზე გამძლე და ხარისხიანი? რომელი ფუჭდება ყველაზე იშვიათად? მომხმარებელს ყველაზე მეტად სწორედ ამ კითხვებზე პასუხები აინტერესებს.

Auto Bildამ შემთხვევაში გთავაზობთ იმ მეორადი ავტომობილების მიმოხილვებს, რომლებიც გერმანიაში იყიდება. რატომ მაინცდამაინც გერმანული მეორადები? საქმე ისაა, რომ ეს მიმოხილვები დამყარებულია გერმანიის ტექ-დათვალიერების (TUV) მონაცემებზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რომელ მოდელს რა დროს რა პრობლემა აღმოაჩნდა.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, სწორედ TUV-რეპორტზე დაყრდნობით გესაუბროთ იმ მოდელებზე, რომლებსაც გერმანიაში ტექ-დათვალიერების დროს ყველაზე ნაკლები პრობლემები ჰქონდათ. თუმცა არც ესაა იმის 100-პროცენტიანი გარანტია, რომ სანდო მეორადს ყიდულობთ, რადგან გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების (ტექ-დათვალიერების) დროს ყველაზე მთავარი ავტომობილის უსაფრთხოებაა - სავალი ნაწილი, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ. სამაგიეროდ, გერმანულ AUTO BILD-ს აქვს უდიდესი ბაზა და გამოცდილება - ჩვენ გერმანელ კოლეგებს ყველა ეს ავტომობილი დეტალურად აქვთ შემოწმებული და გატესტილი. შესაბამისად, ტექ-დათვალიერების სტატისტიკა და ჩვენი გერმანელი კოლეგების გამოცდილება ერთად გვაძლევს თითქმის ზუსტ სურათს და შეგვიძლია, გირჩიოთ, კონკრეტული მოდელების შემთხვევაში რომელი ძრავა და გადაცემათა კოლოფი ჯობია. ხშირ შემთხვევაში სწორედ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის შერჩევაა ყველაზე მთავარი, რადგან ამა თუ იმ ავტომობილის შემთხვევაში, ერთი ძრავა შეიძლება ძალიან გამძლე იყოს, მეორე კი პირიქით, ძალიან სუსტი.

Toyota Prius II
ფასი: დაახლოებით 4000 ევროდან

Auto Bild

”ტოიოტა პრიუსი” ერთ-ერთი უპირველესი და საუკეთესო ჰიბრიდია. თავიდან ჰიბრიდულ ტექნიკას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა, მათ შორის ქართველი მომხმარებელიც დარწმუნდა, რომ მეორადი ჰიბრიდული ავტომობილი არა თუ არ ნიშნავს ”თავის ტკივილს”, არამედ ძალიან ეკონომიური და სანდო არჩევანია.

ჰიბრიდი განსაკუთრებით სანდო და გამძლეა იმ შემთხვევაში, თუ ”ტოიოტას” მარკის ავტომობილთან გვაქვს საქმე და მით უფრო იმ დროს, როცა საქმე ”პრიუსს” ეხება. ”ტოიოტა პრიუსი” მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ჰიბრიდია, მეორე თაობის ”პრიუსი” კი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და სანდო მანქანაა.

Auto Bild

თავად განსაჯეთ: Prius II სამჯერ გახდა AUTO BILD-ის TUV-რეპორტის გამარჯვებული, AUTO BILD-ის ხანგრძლივ, 100 000-კილომეტრიან ტესტ-დრაივში კი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

Prius II (იწარმოებოდა 2003-დან 2009 წლამდე) განსაკუთრებით ისეთი მძღოლებისთვისაა ზედგამოჭრილი, რომლებიც ქალაქში ბევრს დადიან. ე.წ. stop-and-go რეჟიმში ეს ავტომობილი მართლაც იდეალურია, ქალაქში 100 კილომეტრზე საშუალოდ 5 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ”პრიუსის” მთავარი უპირატესობა სწორედ მისი ეკონომიურობა და გამძლეობაა, თორემ მის დიზაინს, ცხადია, ბევრი ალმაცერად უყურებს.

Auto Bild
Auto BildAuto Bild

რაც ყველაზე მთავარია, ამ ავტომობილის ჰიბრიდული ტექნიკა მართლაც ძალიან გამძლეა - ისევე, როგორც ავტომობილის ელექტროობა და სავალი ნაწილი. მეორე თაობის ”პრიუსის” ტექნიკა წლების შემდეგაც კი უპრობლემოდ ფუნქციონირებს. ამას ველოდით კიდეც, რადგან ”ტოიოტა” ელემენტებზე 8-წლიან გარანტიას იძლეოდა!

Auto Bild

► ძლიერი მხარეები: ძალიან სანდო და გამძლე ავტომობილია. უაღრესად ეკონომიურია ქალაქში.
► სუსტი მხარეები: არ არის მანევრული, მოქნილი და დინამიკური. დაკიდების კომფორტიც ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე.
► რჩევა: ამძრაობის და ძარის მხოლოდ ერთი ვარიანტია (112 ცხენის ძალა), მაგრამ მას აბსოლუტურად თამამად გირჩევთ.

ასევე დაგაინტერესებთ:
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild
article image
2016-12-07 11:24:37
”ოპელმა” თავის უმთავრესი ფლაგმანის, Insignia-ს ახალი, მეორე თაობის მოდელი წარმოადგინა.
article image
Cat Image
2016-11-18 07:43:52
ფორმა გაამძაფრეს, ტექნიკა განაახლეს - უფრო გალამაზებული Mazda CX-5 გაისად გამოდის
article image
Cat Image
2016-11-17 07:07:31
”ალფა რომეო” გაზიდან ფეხს აღარ იღებს: გაიცანით იტალიელების პირველი SUV, რომელსაც Stelvio ჰქვია
სხვა სიახლეები
08.12.2016
ახალი Toyota C-HR უკვე საქართველოშია! მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
სრულად
05.12.2016
ევროპის უმთავრესი საავტომობილო კონკურსის, ოქროს საჭე 2016-ის ქართული, ექსკლუზიური ვერსია გადამწყვეტ ფაზაში შედის.
სრულად
03.12.2016
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის
სრულად
ახალი ნომერი