ყველაფერი ახალი სუბარუ იმპრეზას შესახებ
ყველაფერი ახალი სუბარუ იმპრეზას შესახებ
25.03.2016
”სუბარუმ” ნიუ იორკში ახალი ”იმპრეზა” წარმოადგინა. რა შეუძლია ამ სრულამძრავიან, Boxer-ძრავიან ავტომობილს, რომელიც 20 000 ევროზე ნაკლები ეღირება?

ზოგადად, ავტომწარმოებლები ძალიან მარტივად ხმარობენ ხოლმე ტერმინებს ”ახალი მოდელი” ან ”განახლებული მოდელი”, სინამდვილეში კი ერთ უბრალოდ ფეისლიფტთან გვაქვს ხოლმე საქმე. აი, ”სუბარუმ” კი, თავისი ”იმპრეზა” რეალურად განაახლა.

Auto Bild

განახლებული ”იმპრეზა” ახალ პლატფორმაზეა აწყობილი და სწორედ ამ პლატფორმას გამოიყენებს ”სუბარუ” მომავალში სხვადასხვა მოდელებისთვის - მათ შორის, ჰიბრიდისთვის, Plug-in-ჰიბრიდისთვის და ელექტრომობილებისთვისაც. თავად ”იმპრეზა” კი თავიდან 2 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი Boxer-ძრავითაა წარმოდგენილი, მაგრამ იაპონელებმა ეს აგრეგატიც განაახლეს. თუკი მანამდე მისი სიმძლავრე 150 ცხენის ძალა იყო, ახლა 154 ცხენის ძალაა. ძრავა ახლა უფრო ღრმადაა ჩადგმული და ზოგადად, სრულიად განახლებულია მთლიანი არქიტექტურა და იაპონელები ძალიან ამაყობენ იმით, რომ სიმძიმის ცენტრმა დაიწია. ახალი ”იმპრეზა”, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ტრანსმისიას: ხელმისაწვდომია როგორც 7-საფეხურიანი ავტომატიკა, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფი.

Auto Bild

დიზაინის თვალსაზრისით ”სუბარუმ” ფრთხილი ნაბიჯები გადადგა. ახალ თაობაზე პირველ რიგში რადიატორის ცხაურა და ვიწრო მაშუქები მიანიჩნებენ. თვლების ბაზა 2,5 სანტიმეტრით, 2,67 მეტრამდე გაიზარდა. იაპონელები, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებულ მანევრულობას და მართვადობას გვპირდებიან. დაველოდოთ პირველ ტესტ-დრაივებს.

Auto Bild

რაკი ახალი ”იმპრეზა” წინამორბედზე გრძელი და განიერია, ინტერიერში მეტი სივრცე იგრძნობა. ვერ დავიწუნებთ სალონში გამოყენებული მასალების ხარისხს და ხილვადობასაც. ბევრი რამ გვახსენებს Subaru BRZ-ს, რომლის კოკპიტიც ფეისლიფტის შემდეგ დაახლოებით ასეთივე იქნება. თუმცა ორადგილიანი ასეთ დიდ სენსორულ ეკრანს ალბათ არ მიიღებს. Apple CarPlay-სთან და Android Auto-სთან დაკავშირება კი ”იმპრეზას” ნებისმიერ ვერსიაში სერიულია.

Auto BildAuto Bild

ნიუ იორკის ავტოშოუზე ნაჩვენები წითელი სპორტული მოდელი სერიულად 18-დუიმიანი დისკებით, სპორტული სავალი ნაწილით და ე.წ. Torque-Vectoring-ით გამოდის - სრული ამძრაობის სპეციალური სისტემა, რომელის სიმძლავრის გადანაწილებას მძღოლის სურვილებს შეუსაბამებს. ნოი იორკშივე გვიჩვენეს ჰეჩბექიც, რომელიც განსაკუთრებით ევროპელებს მოეწონებათ. იაპონელებს არ უთქვამთ, რა ეღირება ახალი ”იმპრეზა” - ჩვენი ვარაუდით, მისი საწყისი ფასი 20 000 ევროზე ნაკლები უნდა იყოს.

Auto Bild
ჰეჩბექი, რომელიც განსაკუთრებით ევროპელებს მოეწონებათ

Auto Bild

ასევე იხილეთ:
სუბარუმ ფორესტერი განაახლა
Auto Bild


ახალი სუბარუ უცნაური სახელით
Auto Bild


კარგი სუბარუ მისაღებ ფასად
Auto Bild


სუბარუს ახალი ექსტრემისტი
Auto Bild


Subaru Impreza 1.6i: შეუმჩნეველი უპირატესობა
Auto Bild

article image
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
article image
Cat Image
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
article image
Cat Image
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სხვა სიახლეები
29.07.2016
კალიფორნიის აეროდრომზე სასტიკი ავარია მოხდა - არა თვითმფრინავით, არამედ უძლიერესი ”შევროლე კამაროთი”, რომლის სიმძლავრე 1750 ცხენის ძალაა.
სრულად
29.07.2016
გერმანიის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, ქალაქ მაინცში, მიხაელ შუმახერის პატივსაცემად, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
სრულად
28.07.2016
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
ახალი ნომერი