ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
25.03.2016
მეორადი ავტომობილების ბაზარზე უდიდესი არჩევანია. რომელი ავტომობილია ყველაზე გამძლე და ხარისხიანი? რომელი ფუჭდება ყველაზე იშვიათად? მომხმარებელს ყველაზე მეტად სწორედ ამ კითხვებზე პასუხები აინტერესებს.

Auto Bildამ შემთხვევაში გთავაზობთ იმ მეორადი ავტომობილების მიმოხილვებს, რომლებიც გერმანიაში იყიდება. რატომ მაინცდამაინც გერმანული მეორადები? საქმე ისაა, რომ ეს მიმოხილვები დამყარებულია გერმანიის ტექ-დათვალიერების (TUV) მონაცემებზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რომელ მოდელს რა დროს რა პრობლემა აღმოაჩნდა.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, სწორედ TUV-რეპორტზე დაყრდნობით გესაუბროთ იმ მოდელებზე, რომლებსაც გერმანიაში ტექ-დათვალიერების დროს ყველაზე ნაკლები პრობლემები ჰქონდათ. თუმცა არც ესაა იმის 100-პროცენტიანი გარანტია, რომ სანდო მეორადს ყიდულობთ, რადგან გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების (ტექ-დათვალიერების) დროს ყველაზე მთავარი ავტომობილის უსაფრთხოებაა - სავალი ნაწილი, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ. სამაგიეროდ, გერმანულ AUTO BILD-ს აქვს უდიდესი ბაზა და გამოცდილება - ჩვენ გერმანელ კოლეგებს ყველა ეს ავტომობილი დეტალურად აქვთ შემოწმებული და გატესტილი. შესაბამისად, ტექ-დათვალიერების სტატისტიკა და ჩვენი გერმანელი კოლეგების გამოცდილება ერთად გვაძლევს თითქმის ზუსტ სურათს და შეგვიძლია, გირჩიოთ, კონკრეტული მოდელების შემთხვევაში რომელი ძრავა და გადაცემათა კოლოფი ჯობია. ხშირ შემთხვევაში სწორედ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის შერჩევაა ყველაზე მთავარი, რადგან ამა თუ იმ ავტომობილის შემთხვევაში, ერთი ძრავა შეიძლება ძალიან გამძლე იყოს, მეორე კი პირიქით, ძალიან სუსტი.

Mercedes C-კლასი (W 204)
ფასი: დაახლოებით 7000 ევროდან

Auto Bild

თუკი 90-იანი წლების მეორე ნახევარში და 2000-იანების პირველ წლებში ”მერსედესის” C და ”E-კლასებს” რამეს ვუწუნებდით, პირველ რიგში ეს კოროზიის პრობლემა იყო. ჟანგი განსაკუთრებით თამამად კარებს ეტანებოდა. 2007 წელს კი შტუტგარტელებმა წარმოადგინეს ახალი ”C-კლასი” (W 204), რომელიც 2007-დან 2015 წლამდე იწარმოებოდა და თამამად ვიტყვით, რომ ეს არის ავტომობილი, რომელშიც ”მერსედესმა” თავისი ძველი, ტრადიციული ღირებულებები გაიხსენა.

Auto Bild

აი, უკვე 9 წელია, რაც AUTO BILD-ის ფარეხში, სხვა ახალთახალ თუ ცოტათი ძველ ავტომობილებთან ერთად, სწორედ იმ თაობის C 180-იც დგას. უფრო სწორად, დგას კი არა, ყოველდღე გვემსახურება. ამ 9 წლის განმავლობაში ამ მანქანამ ჩვენ ხელში დაახლოებით 380 000 კილომეტრი გაიარა და როგორც ხვდებით, დიდი ხანია, ჩვენი ტრადიციული ხანგრძლივი ტესტის (100 000 კმ) ჩარჩოებს გასცდა. და აქამდე მხოლოდ იმიტომ არ დავშალეთ დეტალების შესამოწმებლად, რომ ეს ”ბენცი” დღემდე გვაოცებს თავისი გამძლეობით.

Auto Bild

გერმანიის ტექ-დათვალიერების მონაცემთა ბაზაშიც რომ ჩავიხედოთ, ამ ”C-კლასის” მხოლოდ თითო-ოროლა ნაკლს თუ აღმოვაჩენთ და ისიც იმდენად იშვიათად, რომ არც კი ღირს ყურადღების გამახვილება. ერთი სიტყვით, თამამად ვიტყვით, რომ საშუალო კლასის არცერთ კონკურენტს არ აქვს W 204-ზე ნაკლები ნაკლი - ის თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე უნაკლოა. კარგია ისიც, რომ თითქმის ყველა ძრავა კარგი და გამძლეა.

Auto BildAuto Bild

► ძლიერი მხარეები: ძალიან სანდო, გამძლე და საკმაოდ კომფორტული ავტომობილი.

► სუსტი მხარეები: 2011 წლამდე გამოშვებულ ეგზემპლარებს სალონის მოსალოდნელზე სწრაფი ცვეთა აღენიშნებათ.

► რჩევა: არჩევანი უდიდესია. განსაკუთრებით გამძლეა ბენზინის საბაზო ვერსია C 180 (156 ცხენის ძალით). ეს ძრავა სუსტი არ გეგონოთ - კომპრესორის დამსახურებით საკმაოდ მძლავრი და გამძლე აგრეგატია.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ამ ჰიბრიდს შეგიძლიათ თამამად ენდოთ!
Auto Bild


მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
Auto Bild


Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild
\

ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild


მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild


რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild


ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild


რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild


ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild
article image
2016-06-29 10:25:44
2 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, მანამდე კი საავტომობილო იტალია-გერმანია ვნახოთ!
article image
Cat Image
2016-06-29 09:08:09
”პორშემ” ახალი, მეორე თაობის ”პანამერას” პრეზენტაცია გამართა - Panamera II წელსვე გამოდის და სრულიად ახალი მოდელია.
article image
Cat Image
2016-06-29 06:06:37
უსაფრთხოების ახალი ასისტენტები, ბევრი მულტიმედია, ახალი 3-ცილინდრიანი ძრავა - აუდიმ A3 გაარემონტა
სხვა სიახლეები
28.06.2016
ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ასეთია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიში.
სრულად
28.06.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, ოღონდ
სრულად
28.06.2016
BMW-ს და MINI-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა.
სრულად
ახალი ნომერი