ჰელენი და ველური შევი
ჰელენი და ველური შევი
29.03.2016
NASCAR აშშ-ში ავტოსპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. AUTO BILD-ის რეპორტიორი გოგონას თავგადასავალი ველურ ”შევროლეში”

ეს რა უბედურებაა? დაწყევლოს ეშმაკმა! აქ რა მინდოდა? გარშემო ნამდვილი საგიჟეთია, ჯოჯოხეთურად ცხელა და წესიერად ვერ ვმოძრაობ. ღვედები ისე მაქვს მოჭერილი, სუნთქვა შემეკრა. მხრებს და ფეხებს ერთ სანტიმეტრზეც კი ვერ ვამოძრავებ. V8 ძრავის ვიბრაციები ტვინში მირტყამს. პირდაპირ ჩემი სავარძლის ქვეშ გამოსაბოლქვი სისტემაა. და ეს სუნი?! დამწვარი რეზინის, ძრავის ზეთის და ბენზინის სუნი! წარმოდგენა არ მაქვს, რა სისწრაფით მივქრით, მაგრამ მგონია, რომ ამ მოსახვევისთვის ზედმეტად სწრაფად მივდივართ. მაგრამ მაინც კარგად შევედით. დამბურძგლა. მაგარია!

Auto Bild

ჩვენ ლაუზიტცში ვართ, თუმცა ეს ამ რეგიონის გერმანული სახელია და რაკი ეს მხარე პოლონეთსაც ეკუთვნის, პოლონურადაც უნდა ვთქვათ: ჩვენ ლუჟიცაში ვართ. უფრო კონკრეტულად კი, ლუჟიცის/ლაუზიტცის Euro Speedway-ზე. ეს არის ყველაზე ამერიკული სარბოლო ტრეკი ევროპაში. დიდი ოვალი მაგარი მოსახვევებით. და დღეს მე ამერიკელი გოგონას, US-Girl-ის როლში ვარ. იმიტომ, რომ ამ ტრეკზე NASCAR-ით დავფრინავ. ამერიკელებისთვის, NASCAR-ის სერია ავტოსპორტის სახალხო სახეობაა, რომელსაც ასიათასობით მაყურებელი ესწრება ხოლმე. იმიტომ, რომ ტექნიკა უხეში და უდრეკი, მაგრამ ნამდვილია: 5,9-ლიტრიანი ძრავა, V8. ABS და ასისტენტსისტემები? No way! არაფრისდიდებით!

აქ მხოლოდ მძღოლზეა დამოკიდებული, მოიგებს თუ წააგებს. დღეს ჩემ მძღოლს ჰენრიკ როშერი ჰქვია. ეს ბიჭი Eastside NASCAR Racing Team-იდანაა. ავტომობილი, რომელშიც ვზივარ, NASCAR Chevy გახლავთ - ”სარბოლო ტაქსი” ”შევროლე”, რომელსაც ”ჰენრიეტა” დაარქვეს და რომელიც ამ აურზაურში 2013 წლიდან მოღვაწეობს. მას თავიდანვე ჰენრიკი მართავდა და სწორედ ჰენრიკი ზრუნავს ამ ”შევის” ძრავასა და ტრანსმისიაზე.

Auto Bild

ჩემი თავგადასავალი კი იმით დაიწყო, რომ ჰენრიკმა ჩაჯდომა მასწავლა. საქმე იმაშია, რომ ასეთ NASCAR-ს კარები არ აქვს. უნდა ჩაჯდე იქიდან, სადაც ჩვეულებრივ შემთხვევაში კარის მინებია ხოლმე. აქედან ჯდები და აქედან გადმოდიხარ. ჯერ მარცხენა ფეხი უნდა შეყო, მერე მარჯვენა მიაყოლო, ფანჯრის კანტზე ჩამოჯდე, მერე კი ჰოპ და ჩახტები - თუ ამას ჩახტომა ჰქვია. და მერე ვეღარ მოძრაობ. ყურსასმენებს იკეთებ, თავზე ჩაფხუტი, მექანიკოსი კი უსაფრთხოების ღვედებს მოგაწვდის. ღვედების თემა ისეთია, როგორც ბავშვის სავარძელში. შეიკრავ და სუნთქვა გიჭირს.

”ძალიანაც კარგი! ასე უნდა იყოს. ამას მალე მიხვდები,” - მეუბნება მექანიკოსი. მოიცა, გავიხსენო, როგორ მასწავლეს? ჟესტები უნდა გავიხსენო. ესე იგი, ცერა თითის მაღლა აწევით ვანიშნებ, რომ მაგარია და უფრო მეტი სისწრაფე მინდა. ცერა თითის ჰორიზონტალურად გაშვერით ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგადაა. აი, ცერა თითის დაბლა დაწევით და ვთხოვ, რომ სისწრაფეს მოუკლოს. თანაც, ეს ყველაფერი მხოლოდ შეგრძნებებზეა დამოკიდებული, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, რა სისწრაფით მიმაქროლებს ტრეკზე ჰენრიკი. სპიდომეტრი აქ არ არსებობს.

Auto Bild

ჰენრიეტა NASCAR-ის ორიგინალი ავტომობილია - ერთ-ერთი უიშვიათესი ეგზემპლარი ევროპაში. ეს გახლავთ Chevrolet Monte Carlo Supersport 2000 წლის სარბოლო სეზონიდან, რომელსაც დეილ ირნჰარდტ უფროსი დააქროლებდა - ეს კაცი მრბოლელთა კერპია, რომელიც 2001 წელს დაიტონაში დაიღუპა. მანქანის სიმძლავრე მხოლოდ და მხოლოდ ძრავის მოცულობიდან და ბრუნის მომენტიდან მოდის. მინუსი: ეს ძრავები დიდხანს ვერ ძლებენ. უმეტესად ყოველი რბოლის შემდეგ კვდებიან.

ახლა კი 14 მოსახვევი 4,5-კილომეტრიან ტრასაზე - მანქანით, რომელიც ოვალისთვისაა შექმნილი. ჰენრიკს ურთულეს სამუშაო აქვს - იქნება ეს გადართვები, თუ მოხვევა. სამდისკიან გადაბმულობას 16-სანტიმეტრიანი დიამეტრით მაგრად დაკუნთული ფეხები სჭირდება.

Auto Bild

Auto Bild

ეს მანქანა მართვის ბრუტალურად გულახდილ სტილს საჭიროებს, რადგან ”ჰენრიეტა” შეცდომებს არავის პატიობს. NASCAR-ის ავტომობილი მოსახვევებში სტაბილური არ არის - სრულიად ბლოკირებული უკანა ხიდი თითქმის შეუძლებელს ხდის იმას, რომ ტრეკზე იდეალურად (კლასიკური გაგებით) იარო.

Auto Bild

ბოლო წრეზე ეს მაინც დაგვემართა: ჰენრიკმა ზეთის ლაქა ვერ შენიშნა და ”ჰენრიეტა” აიჭრა! მაგრამ სანამ ყველაზე ცნობილი გერმანული სალანძღავი სიტყვის, ”შაისეს” დაძახება მოვასწარი, ჰენრიკმა ველური ”შევი” ისევ დაიმორჩილა. მერე ბოქსებში შევედით. ჰენრიკმა ძრავა გამორთო. V8-მ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ღრმად ჩავისუნთქე მეც. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს საუნაში ტანსაცმლით ვიჯექი. მიუხედავად იმისა, რომ ძრავა აღარ ბობოქრობდა, მის ხმას და ვიბრაციებს მთელ სხეულში ვგრძნობდი. მაგრამ მაინც ვიღიმოდი. ღიმილი ვერ შევწყვიტე. შთაბეჭდილებების ქვეშ გახლდით - უფრო მეტი მინდოდა. მეტი ამ V8 ძრავისგან, მეტი ამ ცხენის ძალებისგან. უბრალოდ მეტი NASCAR.
ჰელენ შმიდტი

Auto Bild

ასევე იხილეთ:
როგორ ერთობიან სატვირთო მანქანებზე გადარეული იაპონელები
Auto Bild


პინკ ფლოიდის დრამერის „წმინდა გრაალი“
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე: Mercedes 250 SE Coupé
Auto Bild


BMW 507 Roadster
Auto Bild


40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
Auto Bild


25 საუკეთესო გზა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის
Auto Bild


ეს მაიბახი თითქმის ტანკია!
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
„მერსედესმა“ თავის ლუქს-კლასის ბრენდ „მაიბახის“ უგზოობის მოდელი „G650 ლანდოლე“ რამდენიმე თვის წინათ გაგვაცნო.
სრულად
22.05.2017
სათაურის წაკითხვის შემდეგ ალბათ იფიქრეთ, რომ ჩინური ელექტრომობილი უნდა გაგაცნოთ, რადგან ყველაზე იაფი ელექტრომობილები სწორედ ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არა
სრულად
22.05.2017
BMW-ს კაბრიოლეტებთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს.
სრულად
ახალი ნომერი